„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის № 171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №304
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
�არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის № 171 ბრძანებულებაში �(სსმIII, 2001 წ., № 44, მუხ. 339) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალ ი ბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქ ე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით წერილობით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, ექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიული შრო მ ითი სამსახურის გავლას.
3. მოქალაქე, რომელმაც უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და აქვს ამ ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში განცხადებით მიმართოს თვითმმართველი ერ თ ეულის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევ კომისიას.
4. თვითმმართველი ერ თ ეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი და ს კვნა, რომელიც მის პირად საქმესთან ერთად საბოლოო დასკვნისათვის ეგზავნება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას (შემდეგში � სახელმწიფო კომისია).�;
ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�17. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი არ ა სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოს ა მსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს სამსახურის გავლის ადგილს, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა გამოცხადდეს უახლოესი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თ ბილისში � რაიონის შესაბამის სამსახურში. შესაბამისი სამსახურის უფროსი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს სამსახურის გავლის ადგილის ადმინის ტ რაციას, რომელიც უზრუნველყოფს მოსამსახურის დაბრუნებას სამსახურის გავლის ადგილზე.�;
გ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�23. მოქალაქე, რომელსაც გაუვიდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის �არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით დაწესებული ვადა, სამსახურიდან თავისუფლდება და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში. სამსახურიდან დათხოვნილ პირებზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტები (ცნობა-დახასიათება სამსახურის კეთილსინდისიერად გავლის შესახებ და სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული სააღრიცხვო ბარათი). აღნიშნული დოკუმენტებისა და დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა თვითმმართველი ერ თ ეულის, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის შესაბამის სამსახურში სააღრიცხვო საბუთის გაცემით.�;
დ) 26-ე პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალ დ ებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამობილიზაციო მ ი წერილობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომისიაში, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევ კომისიაში.�;
ე) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�27. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაუბრუნდებიან სამსახურის გავლის ადგილებს, აგრეთვე რეზერვში ჩარიცხული პირები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომის ი აში, ხოლო ქალაქ თბილისში � რაიონის გამწვევ კომის ი აში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.�;
ვ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�30. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოსამსახურეები, რომლებიც ცენტრალურ გამწვევ კომის იას თან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო-სამედიცინო საქსპერტო კომის ი ამ ცნო სამსახურისათვის უვა რ გისად, სამსახურიდან და თ ხოვნილ ი იქნებიან ავადმყოფობის გამო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც ცნობილი იქნებიან შეზ ღ უდულად ვარგისებად სამსახურისათვის, არასამხ ე დრო,ალტ ე რნატიული შრომითი სამსახურიდან და თ ხოვნილი იქნებიან რეზერვში ავადმყოფობის გამო.�;
ზ) 32-ე პუნქტში სიტყვის: �მოქალაქეს� შემდეგ დაემატოს სიტყვები: �დამსაქმებლის მიერ�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი