საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პრესტიჟი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად -პროფესიულ კოლეჯად „პრესტიჟი” რეორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 17.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №80/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2012
matsne.gov.ge 163 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პრესტიჟი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად -პროფესიულ კოლეჯად „პრესტიჟი” რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №80/ნ 2012 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პრესტიჟი“ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „პრესტიჟი“ რეორგანიზაციის შესახებ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს”  შორის  2012 წლის 19 მარტს დადებული ,,საქართველოში პროფესიული განათლების  განვითარების  და ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „პრესტიჟი” რეორგანიზაცია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – პროფესიულ კოლეჯად „პრესტიჟი”. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ა(ა)იპ „საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან” ერთად, უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ . შაშკინი