საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016807
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,360 სიტყვა · ~7 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:.7pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} h2 { margin-top:10.0pt; margin-right:.7pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; color:#4F81BD;} h3 { margin-top:10.0pt; margin-right:.7pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; color:#4F81BD;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:.7pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:.7pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin-top:0in; margin-right:.7pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} span.Heading2Char { color:#4F81BD; font-weight:bold;} span.Heading3Char { color:#4F81BD; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 62.95pt 14.2pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №134 2012 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერ­თა­შო­რ­ი­სო თანამ­შრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 აპრილის №279 ბრძანებუ­ლების შეს­ა­ბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დე­ბ­უ­ლება“. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრ­უ­ნ­ველყოს საჯარო სა­მარ­თლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თა­ნ­ა­მშრომლობის სა­ქარ­თველოს სააგენტოს უფროსის დანიშვნა. 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ საჯარო სამართლის იურ­ი­დიული პირის – საერთაშორისო თანამშ­რომ­ლობის საქართველოს სა­ა­გენტოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინი­სტრაციულ შე­­ნო­ბაში განსათავსებლად განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღ­ვ­რული ღონის­ძიებები. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი          ნ . გილაური საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო (შემ­დ­გომში – სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომ­ე­ლ­იც ამ დებულების შესაბამისად ახორციელებს უცხოეთში ქართული კულ­ტურის, ისტორიის, პროდუქ­ციისა და ტრადიციების პოპულარი­ზა­ც­ი­ას. 2. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, და­სა­ხული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სა­კუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარი­გებ­ებს, აქვს თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მო­სარ­ჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართვე­ლ­ოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებ­ლო­ბ­ით და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდე­ბე­ლი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სა­ხელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქო­ნება, ანგარიში სახელმწიფო ხაზინასა და ბანკში. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.     მუხლი 2🔗. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები: ა) უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრა­დი­ციების პოპულარიზაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუ­შ­ა­ვებასა და განხორ­ციელებაში მონაწილეობა; ბ) ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ბრენდების თაობაზე კონ­­ცეფციის შემუშავება და განვითარება; გ) საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრა­დი­ცი­ე­ბ­ის მქონე ქვეყნის, პოპულარიზაციისათვის ღონისძიებების განხორციელ­ე­ბა და ქვეყნის პოტ­ენ­ციალის წარ­დგენა საზღვარგარეთ; დ) სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციე­ლ­ე­ბის მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან კოორ­დ­ი­ნირებული თანამშრომ­ლობა; ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების გან­ხორცი­ე­ლება. 2. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმა­ხ­ო­რ­ციელებელი ორგანოს თანხმობით დააფუძნოს კერძო სამართლის იურ­ი­დ­ი­ული პირები.     მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა 1. სააგენტოს ჰყავს უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თა­ნა­მდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართ­ვე­ლ­ოს პრემიერ-მინისტრი. 2. სააგენტოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმია­ნ­ო­ბას; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთ­ვ­ნე­ბ­ულ საკით­ხებზე; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სააგენტოს აპარატის მიერ უფ­ლებამოსი­ლების შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კა­ნონიერებასა და მიზან­შეწონილობაზე; კანონით დადგენილი წესით ახ­ორ­ციელებს სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზე­დამხედველობას; დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც სა­ქართველოში, ისე საზღვარგარეთ; კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელ­შეკრულებებს სააგენტოს სახელით; ე) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს­ა­თვის დასახული ამოცანების განხორციელებაზე; ვ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საა­გენტოს აპარატის თანამშრომლებს; თ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს საა­გენ­ტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ი) განსაზღვრავს სააგენტოს აპარატის თანამშრომლების დისციპ­ლ­ი­ნური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ად­მინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს სა­ა­გენტოს ფინანსურ ანგარიშს; მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააგენტოს საქმია­ნო­ბის მიზნებისთვის განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს; ო) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქარ­თ­ველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 3. უფროსს ჰყავს მოადგილე (რიცხოვნობა განისაზღვრება საშტატო ნუ­ს­ხით), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვ­ი­სუფლებს სააგენტოს უფროსი. 4. უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლება­მო­სი­ლ­ე­ბის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სააგენტოს უფ­რო­სის მოვალეობას უფროსის განკარგულების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზ­რ­უნ­ველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. სააგენტოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ღონისძიებების მენეჯმენტის სამსახური; ბ) მარკეტინგის სამსახური; დ) ადმინისტრაციული სამსახური. 3. ღონისძიებების მენეჯმენტის სამსახურის ფუნქციებია: ა) კულტურის მოღვაწეთა და მეცნიერთა მონაწილეობის მხარ­და­ჭე­რა საზღვარგარეთ მიმდინარე კონკურსებზე, ფესტივალებზე, კონცერ­ტ­ებ­ზე, პრეზენტაციებსა და კონფერენციებში; ბ) ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანი­ზ­ე­ბა და ხელშეწყობა; გ) ქართული ლიტერატურისა და მეცნიერული ნამუშევრების სა­ზღვარგარეთ პრეზენტაციის ხელშეწყობა; დ) ქართული აგროსასურსათო პროდუქციისა და სამზარეულოს გა­ცნობის მიზნით საზღვარგარეთ მიმდინარე გამოფენების შესახებ ფი­ზი­კური და იურიდიული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება, გა­მო­ფ­ე­ნებში მონაწილეობის ორგანიზება და ამისათვის აუცილებელი ღონის­ძ­იე­ბების გატარება; ე) საზღვარგარეთ ქართული ხალხური რეწვისა და სუვენირების პრე­ზენტაციების განხორციელება; ვ) საქართველოს, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების მო­ნაწილეობის უზრუნველყოფა საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზ­რ­ობ­ებში. 4. მარკეტინგის სამსახურის ფუნქციებია: ა) უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრა­დიციების პოპულარიზაციის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის თა­ო­ბ­ა­ზე წინადადებების შემუშვება; ბ) ქვეყნის კულტურული და ტრადიციული ბრენდის კონცეფციის შე­მუშავება და განვითარება; გ) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო ორ­განიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა; დ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განხორციელების მიზნით მსოფ­ლიო ბაზრების მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგო­მარ­ე­ო­ბისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. 5. ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანებია: ა) სააგენტოს უფროსის, უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ქვე­დ­­­ანაყოფების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სა­ინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული მომსახურების უზრუნ­ვ­ელ­ყოფა; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების განხორციელება; გ) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შე­საბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინ­ფორმირება; დ) სააგენტოს აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარ­მოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იური­დი­უ­ლი პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონ­ტ­რო­ლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; ­ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპე­ტენ­­ციის ფარგლებში ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაცი­ულ-­სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია; ვ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერ­ხებ­ე­ლი მუშაობის უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელ­ის დანერგვა და განვითარება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორ­ც­ი­ელება, მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტიანი ად­მინის­ტრირება; ზ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; ბუღალტ­რ­უ­ლი აღრიცხვის ორგანიზება; სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა; თ) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებ­რი­ვი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს ინტერესების დაცვა სა­სა­მარ­თლოში.     მუხლი 5🔗. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თან­ხე­ბი; ბ) სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებუ­ლი შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავა­ლი.     მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის გან­სა­ზღვ­რუ­ლი მიზნების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს ეკო­ნომი­კ­ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შე­სა­ბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მი­ზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქ­მია­ნ­ო­ბის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 2. საქართველოს მთავრობის თანხმობით სააგენტომ შეიძლება გა­ნა­ხ­ორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად და­ტ­ვ­ირ­თვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახ­სრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი სა­კო­მუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება თავის ქონებასთან დაკავშირ­ე­ბ­ით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წი­ნ­ე­­ბულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­­ნანს­თა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღ­რი­ცხ­ვა-­ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სა­ქართველოს მთავრობას. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს მთავრობის მი­ერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის ხარჯებს ანაზ­ღ­ა­ურებს სააგენტო.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორ­ცი­ელ­დ­ე­ბა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია სააგენტოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.