ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.04.2012
ძალაში შესვლა 01.05.2012
ძალის დაკარგვა 27.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 200110000.10.003.016813
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 2 |
| № | საქონლის მესაკუთრის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივლისის №290 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.01.2021
- ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 25.07.2012
დოკუმენტის ტექსტი
ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:35.95pt 68.05pt 56.7pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს ცალკეულ შემ
თხვე
ვე
ბში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გა
დახდის
თანდართული წესი.
მუხლი 2🔗.
ამ დადგენილების მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონებზე.
მუხლი 3🔗.
დადგენილება ამოქმედდეს
2012 წლის 1 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ
. გილაური
ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის პირობებსა და პროცედურებს.
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ წესის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ა) დღგ-ის გადამხდელად ითვლება პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
ბ) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას;
გ) ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი;
დ) არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მოქმედება;
ე) დღგ-ით არ იბეგრება:
ე.ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;
ე.ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;
ე.გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია;
ე.დ) იმ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, რომელიც არ ითვლება მეწარმე ფიზიკურ პირად.
4. მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:
ა) ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.
5. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას იღებს:
ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით;
ბ) სხვა დანარჩენი მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის მეშვეობით.
მუხლი 2🔗. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა და საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა ევალება:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს:
ა.ა) მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ;
ა.ბ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით რეალიზაციას საგადასახადო ორგანოს მიერ;
ბ) სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, რომელიც მოიცავს შემდეგ შემთხვევებს:
ბ.ა) გირავნობის საგნის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;
ბ.ბ) იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;
ბ.გ) ქონების რეალიზაცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციისას, თუ აღნიშნული რეალიზაცია ხორციელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) დაადგინოს:
ა.ა) ექვემდებარება თუ არა ეს ოპერაცია დღგ-ით დაბეგვრას ამ წესის შესაბამისად;
ა.ბ) ითვლება თუ არა პირი (საქონლის მესაკუთრე) მეწარმე ფიზიკურ პირად, თუ ხორციელდება ფიზიკური პირის ქონების რეალიზაცია;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოს:
ბ.ა) პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა;
ბ.ბ) საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენა, დანართის შესაბამისად.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან „სააღსრულებო წარ
მოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქონლის რეალიზაციისას დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება, შესაბამისად – განკარგულების ან სერტიფიკატის გამოცემის მომენტი.
4. საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ წესით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
5. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას:
ა) საქონლის მესაკუთრეს ამ ოპერაციაზე არ ეკისრება დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდისა და დღგ-ის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულება, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც არ არის სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრე;
ბ) ეს ოპერაცია არ იბეგრება ამ წესის შესაბამისად, თუ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ის პირი, რომელიც სარეალიზაციო საქონლის მესაკუთრეა.
მუხლი 3🔗. ცალკეულ შემთხვევებში გადახდილი დღგ-ის დარიცხვა და ჩათვლა
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდა ითვლება პირის (საქონლის მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად გადახდის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული თანხის დარიცხვის საფუძველია
.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაბეგრ ოპერაციაზე დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარ
მოადგენს მყიდველის მიერ საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის ოდენობა (სარეალიზაციო ფასი). ჩათვლის დოკუმენტში დღგ-ის თანხის ოდენობა უნდა მიეთითოს ცალკე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ჩათვლის დოკუმენტებია:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულება, შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ;
ბ) „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 55-ე მუხლის შესაბამისად, მალფუჭებადი საქონლის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) სხვა დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს და რომლითაც შესაძლებელია ამ ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს რეალიზებული საქონლის ჩამონათვალსა და ღირებულებას.
მაგალითი:
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდგომში – ბიურო) აუქციონის წესით განახორციელა ფიზიკური პირის, ლაშა ბერიძის კუთვნილი ტრაქტორის რეალიზაცია 2012 წლის 12 აპრილს 11 800 ლარად.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, დადგენილია, რომ ლაშა ბერიძე არის ინდივიდუალური მეწარმე.
მოცემულ პირობებში:
ვინაიდან, ლაშა ბერიძე ინდივიდუალური მეწარმეა და არ განხორციელებულა ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის რეალიზაცია, ბიურო ვალდებულია საკომპენსაციო თანხიდან გამოყოს დღგ-ის თანხა 1800 ლარის (11800*18/118) ოდენობით და ლაშა ბერიძის სახელით ბიუჯეტში გადაიხადოს 2012 წლის 15 მაისამდე, შესაბამის სახაზინო კოდზე.
დანართი
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის შემთხვევებში დღგ-ის შესახებ ინფორმაცია
1. დასაბეგრი
ოპერაციის განხორციელების
პერიოდი:
წელი
…………. თვ
ე
…………
2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასახელება
3. საიდენტიფიკაციო ნომერი
4. დასაბეგრი ოპერაციის მონაცემები:
№
საქონლის მესაკუთრის დასახელება
საქონლის მესაკუთრის საიდენტი
-ფიკაციო ნომერი
რეალიზე
-ბული საქონლის სახეობა
რეალიზე
-ბული საქონლის რაოდენობა
საქონ
-ლის რეალი
-ზაციის
თარიღი
საქონლის სარეალი
-ზაციო
ფასი
დღგ-ის
თანხა
1
2
3
4
5
6
7
8
ჯამი
ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:
საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი)
––––––––––––
––––––––––––
(სახელი, გვარი)
(ხელმოწერა)