„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 12.04.2012
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №157-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010010010.31.056.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.04.2012 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:71.9pt 42.5pt 53.95pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№9-2-15/647, 10.04.2012) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1051 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
პეტრე ზამბახიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
(კომისიის თავმჯდომარე).
გელა დეკანაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
ნუგზარ ფუტკარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 12 აპრილი
№157 – უ.ს.რ.ს.
პროექტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №16, 26.07.2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.”.
2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.”.
მუხლი 2🔗
1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
განმარტებითი ბარათი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში
ცვლილებების შეტანის შესახებ
“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში განხორციელებული ცვლილებები, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრის ასაკობრივი ცენზის 25 წლიდან 21 წლამდე შემცირება. ევროპის ბევრ ქვეყანაში უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად დაწესებული ქვედა ასაკობრივი ცენზის უფრო დაბალი ზღვარია გათვალისწინებული რეგიონულ წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად. ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციით 18 წელიც კი არის განსაზღვრული იმისათვის, რომ მოქალაქემ კენჭი იყაროს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად.
პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წლის 15 ოქტომბერს და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში 2011 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებები. ცვლილებების შესაბამისად, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, მიუხედავად იმისა, უმაღლეს საბჭოში არჩეული პოლიტიკური სუბიექტი შეძლებს თუ ვერა ფრაქციის ჩამოყალიბებას, მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წინასწარი განხილვის კონსულტაციებში ისიც მიიღებს მონაწილეობას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის კონსტიტუციით გათვალისწინებული ასაკობრივი ცენზის შემცირება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობაში მოყვანა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან.
ა. გ) კანონპროექტის არსი
კანონპროექტის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საბჭოს წევრის ასაკობრივი ცენზი – 25 წელი იცვლება 21 წლით. პროექტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.
კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს წევრის 25 წლის ასაკობრივი ცენზის 21 წლამდე შემცირებას, ძალაში შევა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.
კანონპროექტის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტში შესატანი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის ახალ რეგულაციას, ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტი არ საჭიროებს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ)
კანონპროექტის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები.
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
გ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში;
აღნიშნული კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
გ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
გ.გ) კანონპროექტის ავტორი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე.
გ.დ) კანონპროექტის ინიციატორი;
კანონპროექტის ინიციატორები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები: პეტრე ზამბახიძე, რამაზ სურმანიძე, გელა დეკანაძე, ომარ ჭყონია, მინური აბულაძე, ასმათ დიასამიძე, მურმან ბერიძე, ვაჟა ბოლქვაძე, მიხეილ მჟავანაძე, ზურაბ ხოზრევანიძე.