საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2012
ძალის დაკარგვა 01.05.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,985 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.04.2012 მიღება
01.05.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 44.95pt 66.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა № 14  2012   წლის  10   აპრილი   ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება ­მო ­სი ­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1 . დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულება თანახმად დანართისა . 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 24 ნოემბრის №37 დადგენილების მე-2 პუნქტი. 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მთავრობის თავმჯდომარე                                ლ. ვარშალომიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ბათუმის ბულვარის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ბულვარი (შემ­დგომ­ში – ბულვარი) არის „საჯარო სამართლის იუ­რიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) დადგე­ნი­ლებით აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი სა­­ჯარო სა­მართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭა­რის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში. 2. ბულვარი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტი­ტუ­ციის, აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქ­ტე­ბისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ბულვარი ან­­გა­­რიშვ­ალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დ­ა­სა­ხული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბულ­ვარს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ბულვარი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით. 4. ბულვარი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზ­ნე­ბი­სა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მო­პასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში. 5. ბულვარს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, სა­ბან­კო და სა­ხაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკ­ვი­ზიტები. 6. ბულვარის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა №13.     მუხლი 2🔗. ბულვარის ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი 1. ბულვარის ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბულვარის გამწვანების პროექტებისა და პერსპექტიული პროგრამების და­მუ­შავებასთან დაკავშირებული საქმიანობა; ბ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების, დეკო­რა­ტიუ­ლი მცენარეების, ყვავილების და ა.შ. მოვლა-პატრონობა, განახლებისა და აღ­დგე­ნის სამუშაოები; გ) მოსახლეობის გაჯანსაღებისა და დასვენების ეფექტური პირობების უზ­­რუნ­ველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება; დ) დამსვენებელთა როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული კონ­ტი­ნ­გენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნილებების შე­სა­ბა­მი­სი პირობების შექმნა; ე) საკურორტო ფაქტორთა დაცვა გაჭუჭყიანებისა და ეკოლოგიური წო­ნას­­­წორობის დარღვევისაგან, სანიტარიული ნორმების დაცვა; ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მარკეტინგული კვლევებ ის მონა­ცემთა ბაზის შექმნა, ანალიზის განხორციელება, მისი მდგომარეობისა და ტენდენ­ ციე­ ბის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა, კვლე­ვისა და ანალიზის საფუძველზე ბულვარის განვითარების დასაბუთებული პერს­ პექ­ ტიული გეგმების შედ­­­გე­ნა; ზ) ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მა­თი საქარ­თველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა­­­დასხვა ფორმებით გაცემა და შესაბამისი პირობების დადგენა; თ) ბულვარის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღო­ნის­ძიე­­ბების განხორციელება; ი) „ვეტერანთა კლუბის“ (შემდგომში – კლუბი) ჩამოყალიბებისა (ბულვარის სარგებლობაში არსებული ვეტერანთა კლუბის შენობის ბაზაზე) და ფუნქციო­ნი­რე­ბი­სათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კლუბის დაფუძნება, წევრების რეგი­­ს­ტრაცია, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, მათ შორის, საპატიო წევრის წოდებაზე წარსადგენი კანდიდატურების არჩევნების ჩატა­რე­ბის ორგანიზება, კლუბის საინტერესო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველ­სა­ყოფად სპეციალური მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების (ტურნირებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზება, სადღესასწაულო დღე­ე­­ბში წამახალისებელი საჩუქრების მომარაგება, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვე­ბუ­ლ­თათვის პრიზების გადაცემა და სხვა) შემუშავება და განხორციელება. 2. ბულვარს , თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალი­ ზა­ ციის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს: ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ად­ გი­ ლობ­ რივი თვითმართველობის ორგანოებში ბულვარის მართვისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე; ბ ) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები; გ ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება-განხილვაში ; დ ) განახორციელოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა მოქმედი კანონმ­დებ­ლობით დადგენილ ფარგლებში ; ე ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სამთავრობო უწ­ყე­ბებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ­ რუ­ ლებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური კონტროლის ჯგუფს; ზ) შეადგინოს ბულვარის ტერიტორიაზე ჩადენილ ცალკეულ სამარ­თალ­დარ­ღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი; თ ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლე­ ბამოსი­ ლებანი. 3 . ბულვარი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. საჭიროების შემთხვევაში ბულვარი ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კოორდი­ ნი­ რე­ ბული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.     მუხლი 3🔗. ბულვარის ხელმძღვანელობა 1. ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც აჭარის ავ­­ტო­­ნომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდე­ბო­­ბიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინი­ციატივით. 2. ბულვარის დირექტორი ხელმძღვანელობს ბულვარის აპარატს, კონ­ტროლს და კოორდინაციას უწევს ბულვარის საქმიანობის ძი­რითად მიმარ­თუ­ლე­ბებს, წარმოადგენს ბულვარის ინტერესებს მესამე პი­რებთან ურთიერ­თობაში. 3. ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც ბულვარის დი­რექ­ტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს მინისტრი, ბულვარის დირექტორის წარდგინებით ან სა­­კუთარი ინიციატივით. 4. ბულვარის დირექტორის მოადგილეები ახორციელებენ კონტროლს და კოორ­­დინაციას უწევენ ბულვარის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, უზ­რუნ­ველყოფენ ბულვარის შესაბამისი ზონის მართვას. მოადგილეთა კონკრეტულ უფ­ლებამოსილებებს განსაზღვრავს ბულვარის დირექტორი შესაბამისი ადმინის­ტ­რა­ციულ-სამართლებრივი აქტით. 5. ბულვარის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორც­იე­ლე­ბის შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორის მო­ვა­ლეობას დროებით ასრულებს ბულვარის დირექტორის ერთ-ერთი მოად­გილე.     მუხლი 4🔗. ბულვარის დირექტორის უფლებამოსილება 1. ბულვარის დირექტორი :  ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ბულვარის საქ­­მიანობას, მოქმედებს ბულვარის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ბულვარის საქ­მიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომ­დინარე მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებების ზუსტად და დროუ­ლად შესრულებაზე; გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ბულვარის საქმიანობის სწორად წარ­მართვაზე, ბულვარის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარ­ჯვასა და გამოყენებაზე; დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივი­დუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს ბულვარის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს. მი­ნისტრს დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს ბულვარის დირექ­ტო­რის მოადგილის კანდიდატურას; ვ) ანაწილებს ფუნქციებს ბულვარის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციე­ლებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ბულვარის სტრუქტურული ქვედან­აყო­ფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბი­რებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ბულ­ვა­რის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ბულვარის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ბულვარის თა­ნამ­შრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუ­ხისმგებ­ლობის ზომები; თ) უფლებამოსილია ბულვარის სახელით გახსნას და დახუროს ანგა­რი­შები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფი­ზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინის­ტრა­ციუ­ლი აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელ­ფა­სის ფონდს, თანამდებობრივ სარ­გოებსა და ხარჯთა ნუსხას; კ) ამტკიცებს ბულვარის შინაგანაწესს და ბულვარის თანამშრომელთა შვე­ბუ­ლე­ბაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნ­ველ­ყოფს ბულვარის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაც­ვას; ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვ­ნის­თა­ნავე წარუდგენს ანგარიშს ბულვარის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფი­ნან­სური სახსრების გამოყენების შესახებ; მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილე­­ბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთვარობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ბულვარის საქ­­მიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ; ნ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავ­რობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ბულვარის დირექტორი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო- პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.     მუხლი 5🔗. ბულვარის სტრუქტურა ბათუმის ბულვარის სტრუქტურული ერთეულებია: ა) აპარატი; ბ) იურიდიულ საკითხთა სამსახური; გ) ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური; დ) საფინანსო სამსახური; ე) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური; ვ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ზ) მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური.     მუხლი 6🔗. აპარატი აპარატის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) დირექტორის, დირექტორის მოადგილეების, სხვა სტრუქტურული ერ­თეულებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა; ბ) დირექტორის და დირექტორის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მი­ღე­ბის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნ­ველ­ყოფა; გ) დირექტორის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზაციული უზრუნ­ველ­­ყოფა; დ) ბულვარის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, არსებული მდგო­მარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწო­დება, პრესკონფერენციების და ბრიფინგების ორგანიზება; ე) საკადრო საქმის ორგანიზება, პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ვ) საქმისწარმოების ორგანიზება, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფი­ზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების ანა­ლიზი, განხილვა და შემსრულებლისათვის მიწოდება; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბულვარის არქივის საქ­მიანობის წარმართვა; თ) ბულვარის მოსამსახურეთა მიერ ში ნაგანაწესის შესრულებაზე კონ­ტრო­ლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ი) მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, საკანცელარიო ინვენტარით უზ­ რუნ­ ველყოფა; კ) კლუბის წევრებისა და სტუმრებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექ­ ნი­ კური ბაზის (ავეჯი, ინვენტარი სხვადასხვა თამაშებისა და სხვა გასართობი ღონისძიე­ბებისათვის და სხვა) შექმნა და პერიოდული განახლება; ლ) ბულვარის ბალანსზე რიცხული შენობის შიგნით და მიმდებარე ტერი­ტორიაზე სათანადო სისუფთავისა და სანიტარიული წესების დაცვა; მ) სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანების გამარ­თული მუშაობის უზრუნველყოფა და ქონების მოვლა-პატრონობა; ნ ) კანონმდებლობით და დირექტორის სამართლებრივი აქტებით გათვა­ლისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.      მუხლის 7. იურიდიულ საკითხთა სამ­სა­ხური იურიდიულ საკითხთა სამსახურის ძირი­თა­დი ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბათუმის ბულვარის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექ­ტების შემუშავება; ბ) სამართლებრივ აქტებსა და ხელშეკრულებებზე სამართლებრივი დას­კვნების მომზადება; გ) ბულვარის რო­გორც მხარის ინტერესე­ბის დაცვა და წარმომად­გენ­ლო­ბის უზრუნველყოფა სხვადასხვა ინსტანციის სა­სა­მართლოში; დ) კონკურსების, აუქციონების გამოცხადებისათვის საჭირო ორგანიზა­ციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება; ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ხელშეკ­რუ­ლე­ბების პროექტების მომზადება და წარდგენა; ვ) ბულვართან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების სამარ­თლებრივი ზედამხედველობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ზ) ბულვარის პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე პასუხის­მგე­ბელი ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა ან/ და განხილვაში მონაწილეობის მიღება; ი ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; კ ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება­ მო­ სი­ ლე­ ბების განხორციელება.       მუხლი 8🔗. ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია: ა) ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება; ბ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; გ) სამსახურის სფეროს ფუნქციონირებისა და განვითარებასთან დაკავ­ში­ რე­ ბული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მი­წო­დება ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციების, დასკვ­ნების, რეკომენ­დაციებისა და პროექ­ ტების სახით; დ) ბულვარის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდი­ნაცია, საექსპლუატაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორცი­ე­­­ლება; ე) ბულვარის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა; ვ) ბულვარის ინფრასტუქტურის განვითარებაზე ზედამხედვე­ლობის განხორ­ციელება; ზ) შესაბამისი სა­კონ­ტრაქ­ტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელება; აუცილებელი კაპი­ტა­ლუ­რი და მიმდინარე სარე­მონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწ­ყო­ბა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების და პროექტების განხილვა და დასამ­ტკიცებლად მომზადება; თ) ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) ბულვარის ტერიტორიაზე დალაგება-დასუფთავების, დაცვის სამ­სა­ხუ­რის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი და კოორდინაცია; კ) ბულვარის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ამკრძალავი ზომების კონტ­როლი, დაწესებული შეზღუდვებისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ლ) ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების დაცვის მიზნით სხვა სამსახურებთან ერთად პერიოდული კონტროლის და ზედამ­ხედველობის ღონისძიებათა განხორციელება; მ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლება­მო­სი­ლებების განხორციელება და ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულება.      მუხლი 9🔗. საფინანსო სამსახური ა) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ბ) საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინან­სური მართვა; გ) ბულვარის მიზნობრივი პროგრამების და შესაბამისი პროექტების მომზადება; დ ) სათანადო ფინანსური გაანგარიშებების წარმოება; ე ) საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება, ხელფასების დროული დარიცხვის, სახელფასო უწყისების შედგენის, ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ვ ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებასა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონა­ წი­ ლეობების მიღება; ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების ამოღებაზე კონ­ტროლის დაწესება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ზ ) ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადებში მათი სათანადო ადმინისტრაციული ორგანოებისადმი წარ­დგენის უზრუნველყოფა; თ ) კანონმდებლობით და დირექტორის სამართლებრივი აქტებით გათვა­ლისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.      მუხლი 10🔗. აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის ძირითადი ფუნქ­ციე­ბი და ამოცანებია: ა) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია, განვითარების პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება ; ბ) ბულვარის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთ­ხოე­ბის უზრუნველყოფა ; გ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, მწვანე ნარგავების, დეკო­რატიული მცენარეების, ყვავილების მოვლა-პატრონობა და მათი დეკორაციული ფორმირება; ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და ცალკეული ფართობების პრო­ექ­ტირება, მათი ლანდშაფტური დიზაინის დამუშავება და უზრუნველყოფა, და­ზია­ნებული გაზონებ ში აღდგენა, ამორტიზებული და გადაბერებული ხე-მცენარეების შეცვლა ; დ ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ; ე ) სამსახურის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება და ბულვარის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა ; ვ ) ბულვარის მიერ სამსახურის კომპეტენციაში არსებული და მისი სრულ­ყო­ფილი ფუნქციონირებისათვის განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, შეს­ყიდვის ობიექტების ინსპექტირება-ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად ; აუცილებელი კაპი­ტა­ლური და მიმდინარე სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და მათი განხორ­ციელების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთანუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ზ )ბულვარის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის განვითარებაზე ზედამხედველობის განხორციელება ; თ ) მოქმედი და კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.     მუხლი 11🔗. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია: ა) კონსულტაციებს უწევს სატენდერო კომისიის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; ბ) თვალყურს ადევნებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით და ვადებში; გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მალასების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას; დ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას; ე) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტის მომზადებაში; ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ავლენს ინტერესთა კონფლიქტს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის წინადადებით მიმართავს პირს, რომელიც დადგა ინტერესთა კონფლიქტის წინაშე; ზ) შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას; თ) შეიმუშავებს ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პროექტს; ი) ამზადებს დასკვნებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე: კ) შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათ ი აღმოფხვრის თაობაზე; ლ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს; მ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, აგრეთვე, დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს , ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება -მოვალეობებს.     მუხლი 12🔗. მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია: ა) ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მარკეტინგული კვლევებ ის მონა­ცემების შეგროვება , მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ბულვარის სტრატეგიული განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ბ) მარკეტინგის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; გ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში არსებული ქონების ბულვარისათვის გადაცემის შესახებ; დ) წინადადებების შემუშავება ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშრებით, ასევე, სტრატე­გიუ­ლი გეგმის შესაბამისად, წინადადებების მომზადება ბულვარის სარგებლობაში არსებული კონკრეტული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ; ე) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ; ვ) ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორ­მებ­ლად, ხელშეკრულების მხარების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ზ) ბულვარის ეკონომიკური პოლიტიკის გაანალიზება და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხავა სახის ნებართვების გაცემა, აგრეთვე, დაწესებული გადასახადების დროული და სრული ოდენობით ამოღების უზრუნველყოფა; ი ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსი­ლებათა განხორციელება.     მუხლი 13🔗. ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციე­ლებე­ლი ორ­განოა სამინისტრო.  2. ბულვარის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ბულვარის მიერ განხორ­ციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანო­ბისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.  3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბულვარის დირექ­ტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ბულ­ვა­რის დირექტორს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მა­სა­ლე­ბი და ინფორმაცია. 4. ბულვარის დირექტორი ვალდებულია წელიწადში ორჯერ – 10 მაი­სამ­­­დე და 10 დეკემბრამდე სამინისტროს , ხოლო მთავრობას მოთხოვნის­თანავე წა­რუდ­გინოს წერილობითი ანგარიში ბულვარის მიერ განხორციე­ლებული საქ­მია­ნობის, მათ შორის ბულვარის ფინანსური სახსრების თაობაზე. 5. ბულვარის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუ­კი­დებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.     მუხლი 14🔗. ბულვარის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას ბულვარმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმე­დე­ბები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.     მუხლი 15🔗. ბულვარის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციე­ლებლად ბულვარს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებ­ლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კისა და თვით­მმართველი ქალაქი ბათუმისაგან მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბ­ამისად. 2. ბულვარის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ბულვარის ფუნქციო­ნი­რების განმავლობაში ბულვარის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქო­ნება. ასეთ ქონებაზე ბულვარს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონ­ომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება. 3. ბულვარის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება, გარდა თვით­მმართ­ველი ქალაქი ბათუმის მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონებისა, რჩება აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკას საკუთრებაში.    4. ბულვარის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქარ­­თველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესა­ბა­მისად.     მუხლი 16🔗. ბულვარის ფინანსები 1. ბულვარი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბ­ლიკური ბიუჯეტიდან. 2. ბულვარი შემოსავლის წყარო აგრეთვე შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; გ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება ბულვარის ხარჯების ანაზღაურებას, ბულვარის თანამშრომლებზე ხელფა­სე­ბის გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ბულვარის დებულებით გათვა­ლისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ბულვარის სახსრე­ბისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 17🔗. ბულვარის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ბულვარი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მო­ქ­მე­დი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესა­ბამისად აწარ­მოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეად­გინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინიტროს. 2. ბულვარი წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუ­კიდებელი აუდიტორი.     მუხლი 18🔗. ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმ­დებლობის შესაბამისად.     მუხლი 19🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.