ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
მიღების თარიღი 04.04.2012
ძალაში შესვლა 04.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2012
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) | სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) |
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ოქმი
თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
ისწრაფვიან რა განავითარონ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის, ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე,
სურვილი აქვთ რა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას, პარტნიორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე,
ხაზგასმით აღნიშნავენ, სხვადასხვა დონეზე ორივე მხარის ინტერესთა სფეროში შემავალი საკითხების თაობაზე დიალოგის გამართვის მნიშვნელობასა და გამოსადეგობას, ევროპული ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური თანამშრომლობის საჭიროებას, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეხვედრების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები, საერთო ინტერესის სფეროში, რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს ორმხრივი, რეგიონალური და საერთაშორისო ხასიათის საკითხების თაობაზე. წარმომადგენელთა დონე, კონსტულტაციების გამართვის დღის წესრიგი, ადგილმდებარეობა და თარიღი დადგინდება დიპლომატიური არხების საშუალებით. კონკრეტული საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები.
მუხლი 2🔗
კონსულტაციები კერძოდ მოიცავს:
a) პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში, საკონსულო საქმიანობის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ასევე საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშესაწყობად ახალი საშუალებების შემუშავებას;
b) რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთო ინტერესის მქონე საკითხებს;
c) სერბეთის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის სფეროში მიღებული გამოცდილების გაცვლას;
d) ნატოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, თანამშრომლობას პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში;
e) სამხედრო-პოლიტიკური თემატიკა, მათ შორის: შეიარაღებაზე კონტროლი, განიარაღება, ტრანსნაციონალური ტიპის გამოწვევეებთან და საფრთხეებთან ბრძოლა, შესაბამისი რეგიონული და საერთაშორისო რეჟიმებისა და მექანიზმების ჯეროვანი ფუნქციონირება და იმპლემენტაცია, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო საკითხები. განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორსაც წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღის, მასთან დაკავშირებული მასალებისა და ტექნოლოგიების გაუვრცელებლობა, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი, იარაღით, მათ შორის, მცირე და მსუბუქი შეიარაღებით ვაჭრობა, საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.;
f) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ზოგადი განვითარების სფეროებში არსებულ გლობალურ საკითხებს, რაც უკავშირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სხვა უნივერსალურ და რეგიონალურ ორგანიზაციებს;
g) ინფორმაციის გაცვლას, ორმხრივი ხელშეკრულებების იმპლემენტაციის თაობაზე.
მუხლი 3🔗
მხარეები შექმნიან ხელსაყრელ პირობებს კომუნიკაციისათვის და შეინარჩუნებენ პირდაპირ კავშირს მათი საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
წინამდებარე ოქმში, მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე ოქმის მე-5 მუხლის დებულებების თანახმად.
მუხლი 5🔗
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. ოქმის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5-წლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარემ, წერილობით არ განცხადა ოქმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.
შესრულებულია ქ. ბელგრადში, 2012 წლის 4 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბარად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)
სერბეთის რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
(ხელმოწერილია)