შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.04.2012
ძალის დაკარგვა 20.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №143
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016816
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა , პირობათა გამოკითხვა) | შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Geo_Lit; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:12.0pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.CharChar10 {mso-style-name:"Char Char10"; font-family:"Geo_Lit","sans-serif"; font-weight:bold;}
span.CharChar9 {mso-style-name:"Char Char9"; font-family:"Geo_Lit","sans-serif"; font-weight:bold;}
span.CharChar8 {mso-style-name:"Char Char8";}
span.CharChar7 {mso-style-name:"Char Char7";}
span.CharChar6 {mso-style-name:"Char Char6"; font-family:LitNusx;}
span.CharChar5 {mso-style-name:"Char Char5"; font-family:AcadNusx;}
span.CharChar4 {mso-style-name:"Char Char4";}
span.CharChar3 {mso-style-name:"Char Char3"; font-family:Consolas;}
span.PlainTextChar1 {mso-style-name:"Plain Text Char1"; font-family:Consolas;}
span.CharChar2 {mso-style-name:"Char Char2";}
span.CharChar1 {mso-style-name:"Char Char1"; font-weight:bold;}
span.CharChar {mso-style-name:"Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:40.5pt 45.45pt 45.0pt 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №143
2012 წლის 12 აპრილი
ქ.
თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „
ა.თ“
ქვეპუნქტის შესაბამისად,
დამტკიცდეს თანდართული „
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“
.
მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და
ძალაშია 2 წლის განმავლობაში
.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „
ა.თ“
ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლ
ის შესყიდვების პროცედურების გამარტივება,
კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება.
3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ
ის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავ
შირებული სამართალურთიერთობის მონაწილე არის
რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიი
ღება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვა – შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
მიერ ამ წესის №
1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“
;
გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;
დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები –
მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მახასიათებლების ან/და ფუნქციების მქონე ურთიერთჩანაცვლებადი შესყიდვის ობიექტებ
ი;
ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობა, მოწყობილობა, წარმოების სხვა საშუალება, მოხმარების საგანი), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;
ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „
მომსახურება“
მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;
ზ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიასთან“
დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომ
ელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
ფუნქციონირებას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს კომპანიის ინტერესებს, ან მის ქონებას;
კ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის;
ლ) კომისია –
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
დირექტორის მიერ ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ უფლება-მოვალეობანი
1. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“ უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;
ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა შერჩევა;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა
შპს „
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ წამგებიანი აღმოჩნდება;
დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;
ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებ
ის არსებობისას.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“
ვალდებულია განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში
, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.
3. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“
უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები
განახორციელოს აგრეთვე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები
1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში,
შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.
) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ.
2. დაუშვებელია, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“
შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მისი
ზედამხედველობა დააკისროს პირს, ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის
ან დამფუძნებლის ან
უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი)
;
ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში“
;
გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია, ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.
3. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე:
ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.
მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“
შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
დირექტორი.
მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები
1. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ:
ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს;
ბ) კომისიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება;
გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;
დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს
იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;
ე) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება.
3. გამარტივებული შესყიდვისა და პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია. გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე კომისიის გარეშე, შესაძლებელია, განახორციელონ
ტერიტორიულ ერთეულებში შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
დირექტორის მიერ უფლებამოსილმა პირებმა.
ამასთან, თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თვეში 20
000 (ოცი
ათასი) ლარს.
მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.
2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
თანამშრომლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მი
წვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში,
გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 8🔗. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ
1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
სახელით განცხადებას პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციასთან (შემდგომში – დოკუმენტაცია) ერთად უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადება ქ
ვეყნდ
ება
გაზეთ „24 საათში“
ან/და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში.
2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული
უნდა იყოს:
ა) შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
რეკვიზიტები;
ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“
გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში,
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“
საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;
გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;
დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;
ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი (მხოლოდ განცხადების გამოქვეყნების შემთხვევაში);
ზ) შეფასების კრიტერიუმები.
3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.
4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები გონივრულ ვადებში უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ. ასევე, ამავე ვადებში უნდა
მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ განცხადება დოკუმენტაციასთან ერთად, ან გაიტანეს დოკუმენტაცია.
მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები
შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 10🔗. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია
1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების დაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.
2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობის შესახებ
;
ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);
გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას.
მუხლი 11🔗. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადებების წარდგენისა და განხილვის წესი
1. პირობათა გამოკითხვის წინადადებების (შემდგომში –
წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.
2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.
3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღე
ში.
4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევებში, თუ:
ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;
ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
დ) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს.
5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა.
6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.
7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან ზეპირ ვაჭრობაზე. ზეპირი ვაჭრობა ხორციელდება ამ წესის
მე-12 მუხლის შესაბამისად.
8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) წინადადების ღირებულება;
ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;
გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;
დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები;
ე) საქონლისა და მომსახურების გარანტია და მისი ვადები;
ვ) სხვა კრიტერიუმები.
10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონ
დეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით.
ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს,
მათ შორის, წინადადების ღირებულების
კოეფიციენტი უნდა იყოს არანაკლებ
0.4-ისა
.
11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ‑
ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ‑
ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.
12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში,
გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.
13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტთა
მიერ წარდგენილი წინადადებები.
მუხლი 12🔗. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის გამართვის წესი და პირობები
1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო, რის
შესახებაც
დაუყოვნებლივ წერილობით უნდა
აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.
3
. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობის თაობაზე
უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4
. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.
5
. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი ფასის მქონე
და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.
6
. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი გამართვის
დღეს.
7
. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერის თაობაზე
უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყო
ველ შეცვლილ ფასზე და ძალაში რჩება მისი
წინადადების
პირვანდელი ფასი.
8
. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება
1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას“
შორის იდება ხელშეკრულება.
2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე
უარის თქმის შემთხვევაში,
კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღების შესახებ,
ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა ან კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში,
სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე
თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.
მუხლი 14🔗. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა
1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადებები
;
ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადებები
არ შეესაბამებოდა შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
მოთხოვნებს;
გ) წარდგენილ წინადადებათა
ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“
ფინანსურ შესაძლებლობებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
მუხლი 15🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი
1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2
. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს ზეპირი ფორმით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით:
ა) დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ, თუ ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;
ბ) ფიქსირებული სატელეფონო ქსელის მომსახურების შესყიდვის დროს;
გ) ინტერნეტით გამოწერის გზით განხორციელებული შესყიდვის დროს, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს;
დ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის დროს.
3
. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი.
4
. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) და შესყიდვის საერთო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს.
5
. შესყიდვის შესახებ წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი
უნდა იყო
ს შემდეგი აუცილებელი პირობები:
ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები;
ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულისა
და მთლიანი ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);
გ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი;
დ) საქონლის, მომსახურების მიღება‑
ჩაბარების წესი;
ე) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი;
ვ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
თ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები;
ი) ხელშეკრულების დადების სამართლებრივი საფუძველი.
6
. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 16🔗. ანგარიშის წარდგენა
1. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“
განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს სსიპ – კონკურენციისა და
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.
2. ანგარიში წარდგენილი
უნდა იქნეს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 17🔗. ცვლილების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
დანართი №1
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
საქონლის დასახელება
თუჯის სხმულები
ბეტონის ღარები
საირიგაციო ფარები
მექანიკური და ჰიდრავლიკური ტიპის რედუქტორები
ბეტონის ფილები
ბეტონის ბლოკები
საირიგაციო სისტემის სხვადასხვა სისტემა
სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა
სამეურნეო საქონელი
სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები
საჭრისები
კაბელები
ელმავთულები
ძრავის ჩასახვევი მავთულები
საჰაერო ელსადენები
მაღალი ძაბვის იზოლატორები
დაბალი ძაბვის იზოლატორები
ავტომატური ამომრთველები
ელექტრომზომები
ელმაგნიტური გამშვებები
ელმაგნიტური ჩამრთველები
მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები
დაბალი ძაბვის ტრანსფორმატორები
საკონტროლო კაბელები
მცველები
საყრდენი იზოლატორები
მაღალი ძაბვის ინდიკატორები
ალუმინის სალტე
დენმკვეთები
ელღილაკები
გალაქული ქსოვილი
ტრანსფორმატორის ამომყვანები
საჰაერო გამთიშველები
დაბალი ძაბვის კარადები
მაღალი ძაბვის კარადები
ზეთიანი ამომრთველის ბანკები
ზეთიანი ბანკების ამძრავები (კომპლექტი)
ელმრიცხველები
მრიცხველების ყუთები
ელძრავები
კაბელის თავები
ტუმბოები ელძრავით
საკისრები
მინის შედუღებისათვის საჭირო თოკი
მშრალი ბაწარი
ქანჩი და ჭანჭიკი
ფოლადის მილები
ურდულები
შუასადები რეზინა
უკუსარქველები
მილები
ცემენტი
ფიტინგები
რკინაბეტონის ჭები
რკინაბეტონის ჭების სახურავები
ელბოძები
ეკალმავთული
მავთულბადე ღობისათვის
შედუღების აპარატის მავთული
სხვადასხვა პარამეტრების არმატურა
კარბიდი
ხის მასალა
საჩარხი მასალა (მრგვალი რკინა)
ფურცლოვანი ლითონი
კუთხოვანა სხვადასხვა პროფილის
ელექტროდი
ჭის თავები
სპეცტექნიკა
სპეცმანქანები
სხვადასხვა გამავლობის ავტომანქანები
პოლიეთილენის მილების შესადუღებელი აპარატები
წყლის მრიცხველები
საწვავი
ავტოგაზი
სოლიდოლი
ავტომანქანის ნაწილები
სპეცტექნიკის ნაწილები
საკანცელარიო საქონელი
გენერატორები
ელექტროგამათბობლები
მაცივრები
ტელევიზორები
ტელეფონის აპარატები (მათ შორის, უკაბელო ტელეფონის აპარატები)
კონდიციონერები
ვენტილატორები
კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები
საოფისე ავეჯი
ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა
ინტერნეტმოდემები
სპეცმანქანების ნაწილები
ავტომანქანის საცხებ-საპოხი მასალები და სპეცზეთები
სპეცმანქანების და სპეცტექნიკის საცხებ-საპოხი მასალები
შეშა
ნახშირი
სხვადასხვა ტიპის ღუმელები
წარმომადგენლობითი ხარჯები
ორგანიზაციის ბეჭდები
ინერტული მასალები
საგზაო მაფრთხილებელი ნიშნები
სახანძრო უსაფრთხოების სტენდები (კომპლექტი)
წყლის მრიცხველის ბრჯენები
ბრჯენის მავთული
ზეთები
სატელიტური ანტენები
სავიზიტო ბარათები (სხვადასხვა)
ავტომანქანის რეცხვის ტალონები
სამშენებლო მასალები
ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები
ძალური ტრანსფორმატორი
დამცავი რელეები
მაღალი ძაბვის ამომრთველები (კომპლექტი)
დენის ტრანსფორმატორები
მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების აქსესუარები
ძაბვის განმმუხტველი
გადაძაბვის შემზღუდველი
მაღალი ძაბვის ქუროები
მაღალი ძაბვის ამომრთველის ამძრავი
ტუმბოები ელძრავის გარეშე
დროშა
აბრები, ფირნიშები, ბანერები
ქვითრები, ოქმები და ბლანკები
ავეჯი
რაციები
ქიმიური ხსნარები
სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი
კიბეები
კიბის საფეხურები
პოლიეთილენის ჭები
საკეტიანი კაბინები, კარადები, სეიფები
განათების სისტემები
ბეტონისა და ქვის ფილები
ბუნებრივი ქვის ფილები
იატაკის მასალები
კარ-ფანჯრები და კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები
მინა
გადახურვის მასალები
ჰიდროსაიზოლაციო მასალები
უნიტაზები
პირსაბანი ნიჟარები
სანათები, ნათურები, ჭაღები
ელექტროსამონტაჟო მასალები
ელექტროგამანაწილებელი ფარები
ჭერის მასალები
ყალიბები და საყალიბე მასალები
სასწორები
ელექტრომოწყობილობები და ელექტროაპარატურა
ელემენტები და ელემენტის დამტენები
სამუშაო ხელთათმანები
მზა შენობები/საცხოვრებელი ვაგონები
გამაფრთხილებელი ნათებები
ჰიგიენის საგნები
ტენტები
საძილე ტომრები
ფრეზის აპარატები
უსაფრთხოების ქამრები
ელშესადუღებელი მოწყობილობები
შესადუღებელი მოწყობილობები არაელექტრული გახურებით
ხელის (ხელით დასაჭერი) ელმექანიკური ხელსაწყოები
ფარდა-ჟალუზები
ვანტუზები
მომსახურების დასახელება
კომპიუტერული მომსახურება
კარტრიჯების აღდგენა-დამუხტვა
პროგრამული უზრუნველყოფა
განცხადებებისა და ინფორმაციების გამოქვეყნება
საინფორმაციო მომსახურება
ინტერნეტსაიტის დამზადება
ტუმბოების რემონტი
გადაადგილებასა და გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებები
მრიცხველების შეკეთება
ძალური ტრანსფორმატორის შეკეთება
მაღალი და დაბალი ძაბვის ტრანსფორმატორების რემონტი
ტრანსფორმატორისა და ელმოწყობილობების ზეთის შრობა
მაღალი ძაბვის ბოძების დაქირავება
ძრავების ჩახვევა
ჟანგბადის და თხევადი გაზის ბალონის დატენვა
არხების გაჭრის მომსახურება
ავტომანქანების ტექდათვალიერება
ავტომანქანების და სპეცტექნიკის მომსახურება (რემონტი)
ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება
ნებართვებისა და სპეცფორმების აღება
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება
საპროექტო მომსახურება
სანოტარო მომსახურება
აუდიტორული მომსახურება
საექსპერტო მომსახურება
საკონსულტაციო მომსახურება
რუკების დაბეჭდვა
სადეზინფექციო მომსახურება
უძრავი ქონების რეგისტრაცია
დასაქმებულთა დაზღვევა
ავტომანქანების დაზღვევა
კავშირგაბმულობა (შიდა საქალაქო, საქალაქთაშორისო, მობილური, ინტერნეტი, ფაქსი)
ფოსტა
დასუფთავება
კვება
საკაბელო ტელევიზია
სათარჯიმნო მომსახურება
დაცვის მომსახურება
სარეკლამო მომსახურება (მათ შორის, ბეჭდვა)
დიზაინი
მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების შეცვლა
მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების აქსესუარების შეცვლა
მაღალი ძაბვის ამომრთველების (კომპლექტში) შეცვლა
მაღალი ძაბვის ამომრთველის ამძრავის შეცვლა
ძაბვის განმმუხტველის შეცვლა
გადაძაბვის შემზღუდველის შეცვლა
მაღალი ძაბვის ქუროების შეცვლა
ელიზოლატორების შეცვლა
მაღალი ძაბვის დამცავი რელეების შეცვლა
სამეურნეო რემონტი
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ზედაპირული, მიმდინარე, ავარიული და პერიოდული აღდგენითი მომსახურებანი
გზის მოასფალტება
ბეჭდვა
ტუმბოების ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების მონტაჟი
ელექტროგამანაწილებლის, დამიწების და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი
ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
სახურავის შეკეთება
ბუნებრივი აირის გაყვანილობის მონტაჟი
ელენერგიის გადამცემი ხაზების და გაყვანილობის მონტაჟი
აღრიცხვის კვანძის მოწყობა/გადატანა
უსაფრთხოების სისტემების დაყენება
საირიგაციო სისტემების მოწყობა/მონტაჟი
ლითონის კონტეინერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
წყლის საფილტრავი ან/და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი.
დანართი №2
შესყიდვის საშუალება
(გამარტივებული შესყიდვა
, პირობათა გამოკითხვა)
შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება
მიმწოდებელი მხარის დასახელება
შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა
შესყიდვის საერთო ღირებულება
შესყიდვისათვის ფაქტობრივად
გადახდილი თანხა