⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.09.2013)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.04.2012
ძალის დაკარგვა 04.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/115
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,330 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2012 მიღება
04.09.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (7)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 27.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/115 2012 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დებულების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 ოქტომბრის №427 ბრძანებულების 3​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ თანდართული დებულება.  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდგომში – თეატრი) წარმოადგენს განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სტაციონარულ-სარეპერტუარო მრავალპროფილიან, პროფესიულ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელსაც აქვს მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი შენობა, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – სხვადასხვა ჟანრის დრამატული წარმოდგენები (სპექტაკლები). 3. თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. თეატრს შეუძლია თავის სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. 4. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა № 8. მუხლი 2🔗. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი  თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება. მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი 1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანის, რეპერტუარის შერჩევის, სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციის შესახებ; ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან; დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება; ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.  2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 5. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მუხლი 4🔗. თეატრის სტრუქტურა და მართვა 1. თეატრი შედგება თეატრის ხელმძღვანელობის, დასისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისაგან. 2. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. 3. თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. თეატრის მმართველი: ა) წარმართავს თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წამოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მოწვევა-გათავისუფლების საკითხს, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე; გ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს დასის წევრებთან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით; დ) ამტკიცებს თეატრის წლიურ ბიუჯეტს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს თეატრის წლიურ ბალანსს; ე) შეუძლია შექმნას და უხელმძღვანელოს სათათბირო ორგანოს (სამხატვრო საბჭო და სხვა). 5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო ხელმძღვანელი. 6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 7. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) თეატრის მმართველს წარუდგენს წინადადებებს თეატრის დასის წევრთა მოწვევა-გათავისუფლებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის თაობაზე; გ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სათათბირო ორგანოს - სამხატვრო საბჭოს ან სხვა სათათბირო ორგანოს. 8. თეატრს შეიძლება ჰყავდეს მთავარი რეჟისორი იმ შემთხვევაში, თუ თეატრის მმართველი ან სამხატვრო ხელმძღვანელი შესაბამისად არ არის რეჟისორი. 9. მთავარ რეჟისორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს და მასთან შრომით ხელშეკრულებას დებს თეატრის მმართველი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 10. იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი, მისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს ახორციელებს თეატრის მმართველი. მუხლი 5🔗. თეატრის ქონება  თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი; ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. მუხლი 7🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 8🔗. თეატრის წლიური ბალანსი 1. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია  თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.