⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.09.2013)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.04.2012
ძალის დაკარგვა 04.09.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/116
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,826 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2012 მიღება
04.09.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (9)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/116 2012 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულების 2​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის“ თანდართული დებულება.  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 17 სექტემბერის №3/231 ბრძანება.  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი (შემდგომში – თეატრი) წარმოადგენს განსაკუთრებული სტატუსის მქონე საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ობიექტს. 2. თეატრი, როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 3. თეატრი არის ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სტაციონარულ-სარეპერტუარო, პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული შენობა, ჰყავს საოპერო და საბალეტო დასი, რომლის უშუალო მონაწილეობით იდგმება საოპერო და საბალეტო სპექტაკლები. თეატრის დამფუძნებელია სახელმწიფო. 4. თეატრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 5. თეატრს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება-გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 6. თეატრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 7. თეატრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0108, ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი № 25. მუხლი 2🔗. თეატრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი  თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების პროპაგანდა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების განვითარება, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება. მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი 1. თეატრს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების არჩევანში, რეპერტუარის შერჩევას სპექტაკლის საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; ბ) ისარგებლოს თავის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შესრულებული სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ყველა ფორმა, გადასცეს ამ სპექტაკლის დადგმის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან; დ) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ღირებულება; ე) შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე თეატრის დებულების შესაბამისად.  2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.  3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. 5. თეატრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, „კულტურის შესახებ“, „სახელმწიფო თეატრების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. მუხლი 4🔗. თეატრის სტრუქტურა და მართვა 1. თეატრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. თეატრის მართვას ახორციელებენ: ა) შემოქმედებით დარგში – სამხატვრო ხელმძღვანელი საოპერო სფეროში, სამხატვრო ხელმძღვანელი საბალეტო სფეროში და მთავარი დირიჟორი (თუ სამხატვრო ხელმძღვანელი საოპერო სფეროში არ არის დირიჟორი); ბ) ადმინისტრაციულ და სამეურნეო-საფინანსო დარგში – თეატრის მმართველი. 3. სამხატვრო ხელმძღვანელს საოპერო სფეროში, რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს თეატრის მთავარი დირიჟორი (შემდგომში – საოპერო ხელმძღვანელი), თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. თეატრის საოპერო ხელმძღვანელი: ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით მოღვაწეობასა და საქმიანობას საოპერო დარგში და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) ორგანიზებას უწევს ახალი საოპერო პროექტების შექმნასა და ძველი სპექტაკლების აღდგენით სამუშაოებს; გ) უზრუნველყოფს საოპერო სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე; დ) ადგენს სარეპერტუარო გეგმებს; ე) თეატრის მმართველს შრომითი ხელშეკრულებების გასაფორმებლად წარუდგენს ოპერის სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის შემოქმედებითი დასის წევრთა კანდიდატურებს; ვ) კოორდინირებას უწევს საოპერო დასის პროფესიული სწავლების სისტემასა და ფორმას, ხელს უწყობს მათ შემოქმედებით ზრდას; ზ) აკონტროლებს საოპერო დასის მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის შემოქმედებით-შრომით დისციპლინას; თ) განსაზღვრავს საოპერო დასის შემადგენლობას, მათი შრომის ანაზღაურების რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს თეატრის მმართველს; ი) საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს თეატრის ინტერესებს საოპერო სფეროში; თეატრის გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით; აუცილებლობის შემთხვევაში, თეატრის მმართველის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხელს აწერს საოპერო სფეროსთან დაკავშირებულ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) უფლებამოსილია შექმნას და უხელმძღვანელოს მრჩეველთა საბჭოს. 5. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს საბალეტო დარგში (შემდგომში – საბალეტო ხელმძღვანელი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 6. თეატრის საბალეტო ხელმძღვანელი: ა) წარმართავს თეატრის შემოქმედებით მოღვაწეობასა და საქმიანობას საბალეტო დარგში და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) ორგანიზებას უწევს ახალი საბალეტო პროექტების შექმნასა და ძველი სპექტაკლების აღდგენით სამუშაოებს; გ) უზრუნველყოფს საბალეტო სპექტაკლებისა და საკონცერტო პროგრამების მაღალმხატვრულ დონეზე მოწყობას სტაციონარში, გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე; დ) საკონტრაქტო სისტემის, მათ შორის, კონკურსის საფუძველზე დამოუკიდებლად აყალიბებს საბალეტო დასს და დასის წევრების კანდიდატურებს შრომითი ხელშეკრულებების დასადებად წარუდგენს თეატრის მმართველს; ე) უზრუნველყოფს საბალეტო სცენების დადგმას საოპერო სპექტაკლებში; ვ) ადგენს სარეპერტუარო გეგმებს; ზ) კოორდინაციას უწევს საბალეტო დასის პროფესიული სწავლების სისტემასა და ფორმას, ხელს უწყობს მათ შემოქმედებით ზრდას; თ) აკონტროლებს ბალეტის მხატვრულ-შემოქმედებითი პერსონალის შემოქმედებით-შრომით დისციპლინას; ი) განსაზღვრავს საბალეტო დასის შემადგენლობას, მათი შრომის ანაზღაურების რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს თეატრის მმართველს; კ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს თეატრის ინტერესებს საბალეტო სფეროში; თეატრის მმართველს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით; აუცილებლობის შემთხვევაში, თეატრის მმართველის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხელს აწერს საბალეტო სფეროსთან დაკავშირებულ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) უფლებამოსილია შექმნას და უხელმძღვანელოს საკონსულტაციო ორგანოს. 7. თეატრის მთავარ დირიჟორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 8. თეატრის მთავარი დირიჟორი: ა) ხელმძღვანელობს ოპერის სიმფონიურ ორკესტრსა და საოპერო გუნდს; ბ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონტრაქტო სისტემის, მათ შორის, კონკურსის საფუძველზე დამოუკიდებლად აყალიბებს ოპერის სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის შემოქმედებით დასს და წარუდგენს საოპერო ხელმძღვანელს; გ) უზრუნველყოფს ოპერის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობას საბალეტო სპექტაკლებში. 9. თეატრის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 10. თეატრის მმართველი: ა) წარმართავს თეატრის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობისათვის; ბ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების, მთავარი დირიჟორის წარდგინებით ამტკიცებს შემოქმედებით პერსონალთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს თეატრს და თეატრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს (ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სამხატვრო ხელმძღვანელების წარდგინებით), გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე წყვეტს თეატრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების საკითხებს, სამხატვრო ხელმძღვანელების წარდგინებით დებს შრომით ხელშეკრულებებს თეატრის შემოქმედებით დასთან, უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები თეატრის ინტერესებიდან გამომდინარე; დ) პასუხისმგებელია ახალი და მიმდინარე სპექტაკლების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის; ე) ადგენს თეატრის წლიურ ბალანსს და წარუდგენს მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ვ) პასუხისმგებელია თეატრის ეკონომიკურ, ფინანსურ და სამეურნეო საქმიანობაზე; ზ) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს თეატრის შინაგანაწესს. 11. თეატრის მმართველი ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია საბალეტო სფეროსთან (მათ შორის , უშუალოდ ბალეტისათვის გამოყოფილი სახსრების განკარგვას), ახორციელებს მხოლოდ საბალეტო ხელმძღანელის სავალდებულო თანხმობით, ხოლო ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია საოპერო სფეროსთან (მათ შორის , უშუალოდ ოპერისათვის გამოყოფილი სახსრების განკარგვას), ახორციელებს მხოლოდ საოპერო ხელმძღვანელის სავალდებულო თანხმობით. 12. თეატრის ხელმძღვანელები თავის საქმიანობას წარმართავენ მოქმედი კანონმდებლობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ერთმანეთთან კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობის გზით. მუხლი 5🔗. თეატრის ქონება  თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები 1. თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებანი; ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. თეატრის სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება თეატრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თეატრის სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. მუხლი 7🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი 1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 8🔗. თეატრის წლიური ბალანსი 1. თეატრი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. თეატრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია  თეატრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.