„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016271
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება № 56

2012 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრი ს №228 ბრძანება ში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1 . „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №228 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №156, მუხ.1873) დამტკიცებულ დებულე ბას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

„თავი IV1 . „მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემ ით სარგებლობისათვის   დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

მუხლი 12 1. საფასურის სახეები

1. მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემ ით სარგებლობისათვის დაწესებული საფასური (შემდგომში – საფასური) არის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით სარგებლობისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი.

2. მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით სარგებლობისათვის დადგენილია საფასური თითოეული ტრანზაქციისათვის, რომელიც ხორციელდება მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემაში ჩართული ორგანიზაციის კონკრეტული, ერთეული მომსახურების მისაღებად.

3. საფასურის ოდენობა განსხვავდება მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის მეშვეობით კონკრეტული ორგანიზაციის მიერ სისტემაში ჩართვიდან 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების ჯამური ოდენობის მიხედვით.

4. ტრანზაქცია წარმოადგენს ერთეულ საკომუნიკაციო აქტივობას ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

მუხლი 122 . სარეგისტრაციო მომსახურების საფასური

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორგანიზაცია უფლებამოსილია ჩაერთოს მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემაში და სისტემის მეშვეობით განახორციელოს ტრანზაქციები, რისთვისაც დადგენილია სავალდებულო საფასური.

2. სისტემაში ჩართვის მომენტიდან მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემით სარგებლობისათვის დაწესებულია შემდეგი საფასური:

ა) 1 წლის განმავლობაში 30, 000 ტრანზაქცია მდე – 2 თეთრი;

ბ ) 1 წლის განმავლობაში 30, 000-დან 100, 000 ტრანზაქცია მდე – 1,5 თეთრი;

გ) 1 წლის განმავლობაში 100, 000-დან 500, 000 ტრანზაქცია მდე – 1 თეთრი;

დ) 1 წლის განმავლობაში 500, 000-დან 1, 000, 000 ტრანზაქცია მდე – 0,7 თეთრი

ე) 1 წლის განმავლობაში 1, 000, 000 ტრანზაქციაზე მეტი – 0,5 თეთრი.

3. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს გარანტირებული შეტყობინების მომსახურების საფასურია 10 თეთრი.

4. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფრასტრუქტურის გავლით მიწოდებული ელექტრონული დოკუმენტის საფასურია 5 თეთრი.

5 . მონაცემთა გაცვლის სააგენტო უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საფასურისაგან განსხვავებული საფასური ან მომსახურების პირობები კონკრეტული ორგანიზაციისათვის ან ორგანიზაციათა ჯგუფისათვის.

6. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ყველა ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.

მუხლი 12 3. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. საფასურის გადახდა შესაძლებელია წინასწარი გადახდის ფორმით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

2 . ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.

მუხლი 12 4. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. განმცხადებელს გადახდილი საფასური უბრუნდება, თ უ საფასური გადახდილია ამ ბრძანებით ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ ბრძანებით ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ განაკვეთს შორ ის.

2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ ი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.016271.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბერის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №56, 20.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016271 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1638961/