„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1405
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 28/05/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 31-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „2 წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ექვსი თვიდან ერთ წლამდე“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;

ბ) მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი სამართლის სფეროში;

გ) ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები;

დ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.“.

2. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 14 მაისი.

№1405–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.05.2002.
როდის იქნა მიღებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.05.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1405. სარეგისტრაციო კოდი — 110.060.000.04.001.001.065.
რამდენი მუხლისგან შედგება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №1405, 14.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.04.001.001.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16390/