განჩინება შპს ,,აგრო-გრუპი”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 2 წლი ს 17აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,აგრო-გრუპის“ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,აგროგრუპი”-ს მიმართ. კრედიტორთა კრებაზე შემოწმებულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები, დამტკიცდა მოთხოვნათა რეესტრი, საზოგადოების მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.
2012 წლის 10 აპრილს შპს ,,აგროგრუპი”-ს გაკოტრების მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა შემოწმების და მოვალის ქონების მოძიების საკითხის გადასაწყვეტად.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნას შპს ,,აგრო-გრუპი”-ს კრედიტორთა კრება საზოგადოების ქონების მოძიების საკითხის და დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეული იქნას შპს ,,აგრო-გრუპი“-ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1.შპს ,,აგრო-გრუპი”-ს კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.
1.2. შპს ,,აგრო-გრუპი“-ს ქონების მოძიების საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2012 წლის 30 აპრილს 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის № 24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№ 6).
3. დაევალოს შპს ,,აგრო-გრუპის“გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი