განჩინება შპს „მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8147-2009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

  საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 201 2 წლი ს 2 აპრილი

  ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

                                                                  გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006”-ის მიმართ.

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს შპს ,,მაგნატი 2006”-ის კრედიტორთა კრება საზოგადოების ქონების მოძიების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვის მიზნით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეული იქნ ე ს შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006”-ის ქონების მოძიების საკითხის განხილვა.

 1.2. შ.პ.ს. ,,მაგნატი 2006”-ის გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის გადაწყვეტა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნ ე ს 2012 წლის 30 აპრილს 14 :00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს ,,მაგნატის“გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილი