საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.04.2012
ძალის დაკარგვა 01.11.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,055 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2012 მიღება
01.11.2020 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } strong {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1025 2012 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ  „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები”. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №1-1/611 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი             ი. მატკავა დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების (შემდგომ – წესი) მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ გაწეული მომსახურების სამართლებრივი მოწესრიგება, ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, ავიასაწარმოთა და ავიასპეციალისტების მიერ საქართველოს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისი პროცესების დაუბრკოლებლად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების ხელშეწყობის მიზნით. 2. წე­სი გან­საზ­ღვრავს სა­აგ­ენ­ტოს მი­ერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხე­ებს, ვა­დებს, სა­ფა­სუ­რე­ბის გა­ნაკ­ვე­თებს, მა­თი გა­დახ­დის და გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რის დაბ­რუ­ნე­ბის წეს­სა და პი­რო­ბებს. 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური წარმოადგენს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებისათვის საჭირო ბიუჯეტის ფორმირების წყაროს და უზრუნველყოფს მის სათანადო ფინანსურ დამოუკიდებლობას.     მუხლი 2🔗. წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე, სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაუხადოს სააგენტოს საფასური; ბ) საფასური – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი სავალდებულო თანხა; გ) დაჩქარებული მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაზე უფრო შემჭიდროებულ დროში. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციაში, „საქართველოს საჰაერო კოდექსსა“ და დარგის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში.     მუხლი 3🔗. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები 1. ა) საჰაერო ხომალდის (სხ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის საფასურის განაკვეთები სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) მიხედვით: ა.ა) ზემსუბუქი სხ-ებისთვის (750 კგ-მდე) – 2000 ლარი; ა.ბ) მსუბუქი სხ-სთვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 3500 ლარი; ა.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 7500 ლარი; ა.დ)15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 12500 ლარი; ა.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 20000 ლარი. ბ) სხ-ის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების მოწმობის გაცემა: ბ.ა) ზემსუბუქი სხ-ისათვის (750 კგ-მდე) – 65 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 150 ლარი; ბ.ბ) მსუბუქი სხ-სთვის (751კგ – 5700 კგ-მდე) – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 250 ლარი; ბ.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 315 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 650 ლარი; ბ.დ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 650 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 1250 ლარი; ბ.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 1250 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 2500 ლარი; გ) სხ-ის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში/სხ-ის სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანა: გ.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი (5700 კგ-მდე) სხ-ებისათვის – 150 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 250 ლარი; გ.ბ) სხვა კატეგორიის სხ-ებისათვის – 375 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 750 ლარი; დ) სხ-ის რეგისტრაციის მოწმობის დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი; ე) სხ-ის ხომალდების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება: ე.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 800 ლარი წელიწადში; ე.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 1250 ლარი წელიწადში; ე.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 3000 ლარი წელიწადში; ე.დ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 4500 ლარი წელიწადში; ე.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 8750 ლარი წელიწადში; ვ) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემა/გამოცვლა/ვადის გაგრძელება/დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 250 ლარი; ზ) სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გაცემა – 250 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 400 ლარი; ზ.ა) სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; თ) სხ-ის რადიოსადგურის მოწმობის გაცემა – 250 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 400 ლარი; თ.ა) სხ-ის რადიოსადგურის მოწმობის გამოცვლა/დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; ი) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობაში ცვლილებების შეტანა: ი.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 50 ლარი; ი.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 75 ლარი; ი.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ლარი; ი.დ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 300 ლარი; ი.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 650 ლარი; კ) სხ-ის საფრენად ვარგისობის საექსპორტო მოწმობის გაცემა: კ.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 500 ლარი; კ.ბ) მსუბუქი სხ-სთვის (751კგ – 5700 კგ-მდე) – 750 ლარი; კ.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 2000 ლარი; კ.დ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 3000 ლარი; კ.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 6250 ლარი; ლ) სხ-ის ტექნიკურ გადაფრენაზე (ნებადართულ ფრენაზე) განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება: ლ.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 50 ლარი; ლ.ბ) მსუბუქი სხ-სთვის (751კგ – 5700 კგ-მდე) – 75 ლარი; ლ.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ლარი; ლ.დ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 300 ლარი; ლ.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 650 ლარი; მ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის/პროგრამაში ცვლილებების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება: მ.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის (5700 კგ-მდე) – 50 ლარი; მ.ბ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 125 ლარი; მ.გ)15000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 250 ლარი; ნ) სხ-ის რესურსის გაგრძელება: ნ.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 250 ლარი; ნ.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 400 ლარი; ნ.გ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ნ.დ) 15001 კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 1500 ლარი; ნ.ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 3150 ლარი; ო) სხ-ის MEL-ის (მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის) შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება: ო.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის (5700 კგ-მდე) – 125 ლარი: ო.ბ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 250 ლარი; ო.გ) 15000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 500 ლარი; პ) სხ-ის MEL-ის (მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის) ცვლილების შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება: პ.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის (5700 კგ-მდე) – 25 ლარი: პ.ბ) 5701 კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 75 ლარი; პ.გ) 15000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 150 ლარი; ჟ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება: ჟ.ა) ტექნიკური მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა: ჟ.ა.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი (5700 კგ-მდე) სხ-ების მომსახურებისათვის – 1250 ლარი; ჟ.ა.ბ) 5701 კგ-ზე მეტი სხ-ების მომსახურებისათვის – 5000 ლარი; ჟ.ა.გ) ამ პუნქტის „ჟ.ა.ა“ და „ჟ.ა.ბ.“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სხ-ების მომსახურებისათვის – 6250 ლარი; ჟ.ა.დ) დამატებითი საფასურის განაკვეთები საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართში შეტანილ მომსახურების სახეობებზე (სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასის და მისი კომპონენტების მიხედვით): ჟ.ა.დ.ა) კატეგორია 'A' -- საჰაერო ხომალდებისთვის: ჟ.ა.დ.ა.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის 750 კგ-მდე – 250 ლარი; ჟ.ა.დ.ა.ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ-5700 კგ – მდე) – 500 ლარი; ჟ.ა.დ.ა.გ) 5701 კგ – 15000 კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ჟ.ა.დ.ა.დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 2000 ლარი; ჟ.ა.დ.ა.ე) 90000კგ-ზე მძიმე მეტი სხ-ებისთვის – 3000 ლარი; ჟ.ა.დ.ბ) კატეგორია 'B' -- ავიაძრავები – 250 ლარი; ჟ.ა.დ.გ) კატეგორია 'C' -- სხ-ის სხვა კომპონენტები – 250 ლარი; ჟ.ა.დ.დ) კატეგორია 'D' -- ტექნიკური კონტროლის მეთოდები – 150 ლარი; ჟ.ბ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის დანართში ცვლილებების შეტანის საფასურია – ამ პუნქტის „ჟ.ა.დ.ა“- „ჟ.ა.დ.დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის განაკვეთები; რ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ტექნიკური მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატის აღიარებაზე განაცხადის შეფასება/აღიარება – „ჟ“ პუნქტის „ჟ.ა.ა – ჟ.ა.დ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების საფასურების განაკვეთის 75%; ს) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს/ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოს შეთანხმების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება – 500 ლარი;  ს.ა) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოში/ტექნიკური მომსახურების მართვის სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანის განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება – 150 ლარი.  ტ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიცირება: ტ.ა) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 12500 ლარი; ტ.ა.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართში თითოეული სხ-ისათვის სხ-ის ტიპის მიხედვით: ტ.ა.ა.ა) 5700 კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი; ტ.ა.ა.ბ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი; ტ.ა.ა.გ) 15001 კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ტ.ა.ა.დ) 90000 კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის –1250 ლარი; ტ.ბ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 5000 ლარი; ტ.გ) სხ-ის ექსპლუატანტის შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 7 500 ლარი; ტ.დ) სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა): ტ.დ.ა) 5700 კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი; ტ.დ.ბ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი; ტ.დ.გ) 15001 კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ტ.დ.დ) 90000 კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 1250 ლარი; ტ.ე) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილებების შეტანა, გარდა სხ-ის დანართიდან ამოღებისა – 125 ლარი; ტ.ვ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემა: ტ.ვ.ა) 5700 კგ-მდე სხ-ებისთვის – 500 ლარი; ტ.ვ.ბ) 5701 კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 750 ლარი; ტ.ვ.გ) 15001 კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 1000 ლარი; ტ.ვ.დ) 90000 კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 1250 ლარი; ტ.ზ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის – 1250 ლარი; ტ.ზ.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში თითოეული საჰაერო ხომალდისათვის – 150 ლარი; ტ.თ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის) – 750 ლარი; ტ.ი) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის) – 150 ლარი; ტ.კ) შეჩერებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის) – 1150 ლარი; ტ.ლ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა, გარდა სხ-ის დანართიდან ამოღებისა ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის – 65 ლარი; ტ.მ) სხ-ს ექსპლუატანტებისათვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლების მინიჭება – 1250 ლარი; ტ.ნ ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შეთანხმება – 250 ლარი; ტ.ო) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა – 75 ლარი ერთი რევიზია; ტ.პ) უსაფრთხოების მართვის სისტემის (SMS) შეთანხმება – 250 ლარი; ტ.ჟ) უსაფრთხოების მართვის სისტემაში (SMS) ცვლილებების შეტანა – 75 ლარი; ტ.რ) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროგრამების შეთანხმება – 150 ლარი; ტ.ს) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროგრამებში ცვლილებების შეტანა – 75 ლარი; ტ.ტ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამების შეთანხმება – 150 ლარი;  ტ.უ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამებში ცვლილებების შეტანა – 40 ლარი; ტ.ფ) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალური დებულებების შეთანხმება – 150 ლარი; ტ.ქ) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალურ დებულებებში ცვლილებების შეტანა – 50 ლარი; ტ.ღ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და დანართების დუბლიკატების გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი; უ) სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების (სდ) სერტიფიცირება:  უ.ა) სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებაზე განაცხადის შეფასება/სერტიფიკატის გაცემა – 3750 ლარი; უ.ბ) თავისუფალი აეროსტატის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებაზე განაცხადის შეფასება/სერტიფიკატის გაცემა – 2000 ლარი; უ.გ) სდ-ის სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანა – 75 ლარი ერთი ცვლილება; უ.დ) სდ-ის შეჩერებული სერტიფიკატის განახლების განცხადების განხილვა/სერტიფიკატის მოქმედების განახლება – 6000 ლარი; უ.ე) სდ-ის პროგრმების ახალი რედაქციის შეთანხმება – 150 ლარი; უ.ვ) სდ-ის პროგრამაში ცვლილებების შეტანა – 25 ლარი; უ.ზ) სდ-ის სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის გაცემა – 25 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 50 ლარი; უ.თ) უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარება – 250 ლარი; უ.ი) მასწავლებლის მოწმობის გაცემა – 75 ლარი; უ.კ) მასწავლებლის მოწმობის დუბლიკატის გაცემა – 25 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 50 ლარი; უ.ლ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა – 35 ლარი; ფ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების მოქმედების ვადის გაგრძელება: ფ.ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი) – 250 ლარი; ფ.ბ) „კომერციული პილოტის მოწმობის“ – 200 ლარი; ფ.გ) მოყვარული პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის/პლანერის პილოტის მოწმობების – 125 ლარი; ფ.დ) აერნაოსნის მოწმობის, ბორტინჟინრის მოწმობის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის – 200 ლარი; ფ.ე) ბორტრადისტის, ტექნიკური პერსონალის მოწმობის – 125 ლარი; ფ.ვ) ბორტგამყოლის, ბორტოპერატორის მოწმობის – 75 ლარი; ქ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების აღიარება: ქ.ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი) – 500 ლარი;  ქ.ბ) „კომერციული პილოტის“ მოწმობის – 375 ლარი; ქ.გ) მოყვარული პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის/პლანერის პილოტის მოწმობების – 250 ლარი; ქ.დ) აერნაოსნის მოწმობის, ბორტინჟინრის მოწმობის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის – 375 ლარი; ქ.ე) ბორტრადისტის, ტექნიკური პერსონალის მოწმობის – 250 ლარი; ქ.ვ) ბორტგამყოლის, ბორტოპერატორის მოწმობის – 125 ლარი; ღ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობებში საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაკეთება – 50 ლარი; ყ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა: ყ.ა) ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პროგრამის განხილვა და შეთანხმება – 150 ლარი; ყ.ბ) ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფ პროგრამაში ცვლილებების შეტანა – ერთი რევიზია – 25 ლარი; ყ.გ) საფრენოსნო საშვის გაცემა – 70 ლარი; ყ.დ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მოწმობის/სერტიფიკატის გაცემა – 5 ლარი; ყ.ე) ავიაკომპანიის პერსონალის მომზადების პროგრამა, სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით – 150 ლარი; ყ.ვ) სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით ავიკომპანიის პერსონალის მომზადების პროგრამაში ცვლილებების შეტანა – 70 ლარი; შ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება: შ.ა) სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის განაცხადის განხილვა/სერტიფიკატის გაცემა: შ.ა.ა) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 1 – 1250 ლარი; შ.ა.ბ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 2 – 1750 ლარი; შ.ა.გ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 3 – 12 500 ლარი; შ.ა.დ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 4 – 25 000 ლარი; შ.ა.ე) ვერტოდრომებისთვის – 1250 ლარი; შ.ბ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიკატის გამოცვლა/ სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა: შ.ბ.ა) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 1 – 350 ლარი; შ.ბ.ბ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 2 – 450 ლარი; შ.ბ.გ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 3 – 3 250 ლარი; შ.ბ.დ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 4 – 6 500 ლარი; შ.ბ.ე) ვერტოდრომებისთვის – 350 ლარი; შ.გ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი; შ.დ) აეროდრომებისა და ვერტოდრომების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება: შ.დ.ა) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 1 – 1250 ლარი წელიწადში; შ.დ.ბ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 2 – 1250 ლარი წელიწადში; შ.დ.გ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 3 – 1250 ლარი წელიწადში; შ.დ.დ) აეროდრომებისთვის კოდური ნომრით 4 – 1 ლარი მომსახურებული ს.ხ-ის (მხოლოდ აფრენა/დაფრენის ოპერაცია) მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) ყოველ ტონაზე; შ.დ.ე) ვერტოდრომებისთვი ს – 1250 ლარი წელიწადში; შ.დ.ვ) აეროდრომებზე და აეროდრომისპირა ზონებში შენობა-ნაგებობებისა და ხელოვნური დაბრკოლებების განთავსების სიმაღლეების შეთანხმება – 125 ლარი; ჩ) ავიასაწვავგამმართველი საწარმოების სერტიფიცირება: ჩ.ა) სასერტიფიკაციო დოკუმენტაციის შეფასება/სერტიფიკატის გაცემა – 17500 ლარი; ჩ.ბ) სერტიფიკატის გამოცვლა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა – 500 ლარი; ჩ.გ) სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა – 125 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 200 ლარი; ჩ.დ) ავიასაწვავგამმართველი საწარმოს ტექნიკური მდგომარეობის შეფასება – 7500 ლარი წელიწადში; ც) სააერნაოსნო მომსახურების მიმწოდებელი საწარმოს (ორგანიზაციიის) სასერტიფიკაციო მომსახურება/განაცხადის შეფასება/სერტიფიცირება – 62 500 ლარი; ძ) საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების (მეტეო, რადიოლოკაციური, საკომუნიკაციო, სანავიგაციო საშუალებები, სქემები) აღიარება/ტექნიკური მდგომარეობის შეფასება – 0.1 ლარი მარშრუტზე და მისადგომზე მომსახურებული სხ-ს მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) ყოველ ტონაზე; წ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვებისას „გათავისუფლების გაცემა“ (საქართველოს აეროპორტებში/აეროპორტებიდან დაჯდომისას/გაფრენისას) – 1250 ლარი ყოველი გათავისუფლება; ჭ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატის გაცემა – 5000 ლარი; ჭ.ა) საავიაციო ტერმინალის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება – 5000 ლარი წელიწადში; ჭ.ბ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენა – 5000 ლარი. 2. თავისუფალი აეროსტატებისათვის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა-ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი იხდის ზემსუბუქი სხ-ებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის განაკვეთების 50 პროცენტს.     მუხლი 4🔗. საფასურის გადახდის წესი 1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს საფასური ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი ოდენობით. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ წესით დადგენილი მომსახურების საფასური გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში – ლარში. 3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტის, „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.ა-შ.დ.გ“, „შ.დ.ე“ ქვეპუნქტების და „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.დ“ ქვეპუნქტის და „ჭ“ ქვეპუნქტის „ჭ.ა“ ქვეპუნქტით წლიურად დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ბ) „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.დ“ ქვეპუნქტის და „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, წინა თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებისათვის. 4. დაინტერესებული პირის მიერ დაჩქარების შესაბამისი ღირებულების გადახდის საფუძველზე, სააგენტო ამ წესით გათვალისწინებული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით. 5. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.     მუხლი 5🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით, სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად, ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების ანგარიშში. 2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურებაზე; გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. დ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას. 3. დაჩქარებული მომსახურების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტო 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში აცნობებს დაინტერესებულ პირს და გადახდილი საფასური დაბრუნდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 4. თუ მომსახურების გაწევისას გამოვლინდა ხარვეზი, სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს მისი გამოსწორების წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ შეავსებს ხარვეზს, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური არ დაუბრუნდება. 5. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთვოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 7. საფასურის გადახდასთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.