„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციან ჯგუფს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, საპარლამენტო ფრაქცია და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფი ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საქართველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატები არ დაამტკიცა, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, საპარლამენტო ფრაქცია და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფი ახალ კანდიდატებს წარადგენენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 14 მაისი.
№1407-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.05.2002.
- როდის იქნა მიღებული „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.05.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1407. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.010.05.001.001.066.
- სად არის „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №1407, 14.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.001.066 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16396/