„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, – შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო.“.
2. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ არ მოხდა კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი მცირდება 50%-ით, ხოლო თუ ამ ფასად გამოტანის შემდეგაც ქონება არ გაიყიდა, ეს ფასი კიდევ 50%-ით მცირდება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 14 მაისი.
№1409–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.05.2002.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.05.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1409. სარეგისტრაციო კოდი — 040.110.030.05.001.001.067.
- სად არის „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1409, 14.05.2002, სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.001.067 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16402/