შეტყობინება ს/ს „თელასი“-ს აქციონერებს კომპანიის ახლადემიტირებული აქციების საჯარო შეთავაზების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სს „თელასის“ აქციონერებს კომპანიის ახლადემიტირებული აქციების საჯარო შეთავაზების თაობაზე

გაცნობებთ, რომ 2012 წლის 23 მარტს ჩატარდა სს „თელასის” აქციონერთა საერთო კრება და გამოშვებულ იქნა 31 281 532 ცალი ჩვეულებრივი აქცია საჯარო შეთავაზების გზით არსებულ აქციონერებზე განთავსების მიზნით, რასთან დაკავშირებით ა ც მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დამტკიცება. ემისიის პროსპეტი გამოქვეყნდა ს/ს „თელასის“ ვებ-გვერდზე (www.telasi.ge) და მისი გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ს/ს „თელასის“ ყველა აქციონერი უფლებამოსილია შეიძინოს ახლადემიტირებული აქციების ნაწილი ემისიის პროსპექტის დამტკიცების მომენტისათვის მათ საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციულად. კომპანიის აქციონერებზე ახლადემიტირებული აქციები განთავსდება აქციათა ნომინალური ღირებულებით. ს/ს „თელასის“ კაპიტალი დაყოფილია 1 ლარის ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად.

სს „თელასის” აქციონერები უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ უპირატესი შესყიდვის უფლებით 2012 წლის 22 მაისამდე. ამისათვის, მათ დადგენილ ვადაში წერილობით უნდა მიმართონ კომპანიის დირექტორს. აღნიშნული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განმცხადებელი აქციონერის საკუთრებაში ამჟამად არსებული აქციების ოდენობის თაობაზე და მზადყოფნას, შესაბამისი ნასყიდობის ფასის დაფარვის შემდეგ გახდეს ახლადემიტირებული აქციების შესაბამისი ნაწილის მესაკუთრე. აქვე გაცნობებთ, რომ აქციათა ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მოხდეს შესაბამისი თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით: სს „თელასი”, ვითიბი ბანკი ჯორჯია, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი: UGEBGE22, ა/ა GE83VT6600000000508302 (ლარი).

შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადაში შესაბამისი განაცხადის წარუდგენლობის და საზოგადოების კაპიტალში დამატებითი შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ასეთმა აქციონერმა უარი განაცხადა ახლადემიტირებული აქციების უპირატესი შესყიდვის უფლებაზე.