„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის“, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს N2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-69
სარეგისტრაციო კოდი
340050000.22.032.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2- 69

2012 წლის 24აპრილი

ქ. თბილისი

„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის“, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტო ს №2-221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

მუხლი 1. „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის“, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებაში (სსმ №92, მუხლი 794, 2003 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) მესამე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ და „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულებების, „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესის“, „წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის“, „ღვინის ჩამოხარისხების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 12 აგვისტოს №2-221 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებსა და წესებში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სერტიფიკაციის სისტემის ფუნქციონირება ეფუძნება ,,პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ და ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.

 ბ) დებულების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს ;

 გ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოში ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელებისა და სპირტების, როგორც ერთგვაროვანი პროდუქციის, სერტიფიკაციის სამუშაოებს ახორციელებს და შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს მხოლოდ სერტიფიკაციის ცენტრალური ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო)“.

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის მონაწილენი და მათი ფუნქციები

1. სერტიფიკაციის სისტემის მონაწილეებს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ბ) სააგენტო;

გ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია;

დ) განმცხადებელი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის შექმნა;

ბ) საქართველოში სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული ალკოჰოლიანი სასმელების ნომენკლატურის დადგენა და იმ ნორმატიული დოკუმენტების განსაზღვრა, რომელთა შესაბამისობაზეც ტარდება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაცია;

გ) სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს განსაზღვრა;

დ) ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის დადგენა;

ე) სერტიფიკაციის სისტემის მუშაობაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება.

3.სააგენტო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) შეიმუშავებს სერტიფიკაციის სისტემის მეთოდურ დოკუმენტებს;

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სერტიფიკაციის სისტემისა და სერტიფიკაციისათვის გამოყენებული ნორმატიული დოკუმენტების სრულყოფის შესახებ;

გ) ადგილწარმოშობის დასახელებისა და მხარის ღვინოების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ბრენდების სერტიფიცირებისას ითვალისწინებს არსებულ ინფორმაციას კანონმდებლობით დადგენილი მათი წარმოების წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესახებ;

დ) ახორციელებს პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანიზებასა და ჩატარებას, მათ შორის, ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას;

ე) გასცემს შესაბამისობის სერტიფიკატებს;

ვ) ახორციელებს გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის რეგისტრაციას სისტემის რეესტრში;

ზ) სერტიფიცირებულ პროდუქციაზე ახორციელებს საინსპექციო კონტროლს .

4. აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს კონკრეტული სასერტიფიკაციო ალკოჰოლიანი სასმელების ანალიტიკური ექსპერტიზის ჩატარება და გამოცდის ოქმის გაცემა.

5. განმცხადებელი ვალდებულია:

ა) ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატით;

ბ) შეასრულოს „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.“;

2. „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“;

 ბ) მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სერტიფიკაციაზე განცხადების წარდგენა

ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციისათვის განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის ჩატარებისა და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ (დანართი №1);

 ბ) ინფორმაცია სერტიფიკაციის მომენტისათვის იმ ალკოჰოლიანი სასმელების არსებული ნაშთების წარმოშობისა და რაოდენობის შესახებ (დანართი №2), რომელთა სერტიფიკაციასაც ითხოვს განმცხადებელი;

გ) ალკოჰოლიანი სასმელების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თუ იგი შესყიდულია სხვა მეწარმე სუბიექტისგან;“

გ) მე -6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ანალიტიკური ექსპერტიზის მიზნით განმცხადებელმა ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშები, ნიმუშების აღების აქტთან ერთად, უნდა წარადგინოს აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიაში – 0,75 ლიტრ ან მეტი ტევადობის ბოთლების შემთხვევაში – 5 ბოთლი, ხოლო ნაკლები ტევადობის ბოთლების შემთხვევაში იმდენი ბოთლი, რომ მათი ჯამური რაოდენობა არ იყოს 4,0 ლიტრზე ნაკლები, საიდანაც 2 ბოთლი, ლაბორატორიის მიერ, ლაბორატორიის გამოცდის ოქმთან ერთად, გადაეცემა სააგენტოსთან არსებულ სადეგუსტაციო კომისიას. დანარჩენი ღვინოების ანალიტიკური ექსპერტიზის მიზნით საგამოცდო ლაბორატორიას წარედგინება 3 ბოთლი, ხოლო ნაკლები ტევადობის ბოთლების შემთხვევაში იმდენი ბოთლი, რომ მათი ჯამური რაოდენობა არ იყოს 2 ლიტრზე ნაკლები.“;

დ) მე -6 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის შემდგომ, თუ აღმოჩნდება, რომ სააგენტოს მიერ აღებული ნიმუშების გამოცდის შედეგები არ ემთხვევა მწარმოებლის/ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მონაცემებს, ასეთ შემთხვევაში, ჩატარდება რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდა.“

ე) მე -7 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უზრუნველყოფს ორგანოლეპტიკური ტესტირების ანონიმურობას.“

ვ) მე -7 მუხლის მე -7 და მე -8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სადეგუსტაციო კომისიის წევრების სიას, რომლებიც მონაწილეობენ სადეგუსტაციო კომისიაში, წარადგენს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დეგუსტატორების შრომის ანაზღაურება ხორციელდება სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

8. ტესტირებაზე გასატანი ნიმუშების რაოდენობის მიხედვით, კონკრეტულ სადეგუსტაციო დღეს სააგენტომ შეიძლება ერთდროულად ჩაატაროს რამოდენიმე სადეგუსტაციო კომისიის სხდომა, რომლებიც თავის საქმიანობას წარმართავენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.“;

ზ) 7 1  მუხლის მე -4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეაჯამოს ტესტირების შედეგები, გააფორმოს ოქმი და გადასცეს სააგენტოს თავმჯდომარეს;“

თ) მე -8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

1. ლაბორატორიული გამოცდისა და ორგანოლეპტიკური ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, ალკოჰოლიანი სასმელების, მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და მხარის ღვინოების, აგრეთვე ადგილწარმოშობის დასახელების შემაგრებული ღვინოების, ღვინის ბრენდების წარმოების წესებისა და რეგლამენტების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის შედეგების შესახებ სააგენტოში არსებული საინფორმაციო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტოს ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით აცნობებს დასაბუთებას უარის თქმის შესახებ.“;

ი) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს გადასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს (დანართი №4), რომელსაც წინასწარ ატარებს რეესტრში.“;

კ) მე -9 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისობის სერტიფიკატი ფორმდება კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, ტოპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ისეთი ფერადი ბლოკპერფექტული ფონის საქართველოს სახელმწიფო დროშისა და სააგენტოს სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტის ფალსიფიცირების მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება.“;

ლ) მე -9 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ერთი ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი, დანართთან ერთად, რჩება სააგენტოში, დაერთვის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე განმცხადებლის განცხადებასა და მის მიერ წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებს და ინახება სააგენტოში სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლიდან არა ნაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.“;

მ) მე -9 მუხლის მე -7 - მე -9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შესაბამისობის სერტიფიკატის თითოეული ეგზემპლარი დამოწმებული უნდა იქნეს სააგენტოს ბეჭდითა და უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერით, რის შემდეგაც იგი შედის ძალაში.

8. ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში, განმცხადებლის თხოვნით, საგენტო შესაბამისობის სერტიფიკატთან ერთად განმცხადებელს გადასცემს თითოეული ალკოჰოლიანი სასმელის გამოცდის ნომერს.

9. იმ შემთხვევაში, თუ სასერტიფიკაციო ალკოჰოლიანი სასმელი განკუთვნილია ევროგაერთიანების ქვეყნებში ექსპორტისათვის, სააგენტოს მიერ გაიცემა VI 1 ფორმის სერტიფიკატი (დანართი №5), რომლის მე -10 გრაფას ავსებს სააგენტო, ხოლო მე -11 გრაფას, რომელშიც აისახება ალკოჰოლიანი სასმელის ანალიტიკური ექსპერტიზის შედეგები –აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია. აღნიშნული გრაფები დამოწმებული უნდა იქნეს საგენტოსა და ლაბორატორიის ბეჭდითა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა ხელმოწერებით.“

ნ) მე -9 მუხლის მე -11 -ე და მე -12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საგენტო ვალდებულია ორგანოლეპტიკურ ტესტირებაზე ნიმუშების მიღებიდან 5 (ხუთ) სამუშაო დღეში დაამთავროს სერტიფიკაციის პროცედურები და დეკლარანტს გადასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი ან მოტივირებული წერილობითი უარი.

12. საგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი რეესტრში აკეთებს ჩანაწერს შესაბამისობის სერტიფიკატის ნომრისა და გაცემის თარიღის შესახებ.“;

ო) მე -10 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ექპორტიორი ვალდებულია სერტიფიცირებული პარტიის საექსპორტოდ გამზადების შესახებ ექსპორტის განხორციელებამდე 3 დღით ადრე შეატყობინოს სააგენტოს, რის შემდგომაც სააგენტოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღების თაობაზე.

3. ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით სააგენტო და სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს ლაბორატორიული გამოცდისათვის, შეადაროს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს, შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტი ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.”;

 პ) მე -11 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საზღვარგარეთის ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატის საქართველოში აღიარებას ადასტურებს მისი და მასზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი.”;

ჟ) მე -11 მუხლის მე -4 – მე -6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ სერტიფიკატის აღიარებისათვის, რომელიც გაცემულია სერტიფიკაციის იმ სისტემათა ფარგლებში, რომელთანაც მიერთებულია საქართველო ან დადებული აქვს შეთანხმება სერტიფიკატების ურთიერთაღიარებაზე, განმცხადებელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას სერტიფიკატის აღიარებაზე და სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული სერტიფიკატის ასლს.

5. საზღვარგარეთის ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატის საქართველოში აღიარების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა და რეგისტრაცია წარმოებს დამატებითი პროცედურების გარეშე.

6. სააგენტოს მიერ მიღებული დოკუმენტების განხილვა და ალკოჰოლიანი სასმელების იდენტიფიკაცია, წინამდებარე დებულებით დადგენილი წესების დაცვით, უნდა ჩატარდეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და გადაწყვეტილება ეცნობოს განმცხადებელს.“.

3. დებულების დანართები№1–№5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ღვინის ეროვნულ სააგენტოს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის ჩატარებისა

და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ

 

განმცხადებლის სრული დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის რეკვიზიტები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

იურიდიული და ფაქტ ობრივი მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა,

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი

 

ხელმძღვანელის სახელი და გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––

გავეცანით დებულებას „ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ”. ვადასტურებთ რა წინამდებარე განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ნამდვილობასა და მათში მოყვანილი მონაცემების სისწორეს, ვიღებთ ვალდებულებას შევასრულოთ სერტიფიკაციის პირობები, უზრუნველვყოთ სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელების მახასიათებლების სტაბილურობა და გადავიხადოთ კანონით დადგენილი ყველა მოსაკრებელი, გთხოვთ ჩაატაროთ სერტიფიკაცია ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისობაზე და გასცეთ შესაბამისობის სერტიფიკატი ქვემოთ ჩამოთვლილ ალკოჰოლიან სასმელებზე:

 

პროდუქციის დასახელება, კატეგორია, ტიპი

და მოკლე დახასიათება

ზომის ერთ.

რაოდენობა

შენიშვნა

1

2

3

4

5

1.

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

 

 10.

 

 

 

 

 

 

 

 

                                                   

 –––––––––––––––––––––––––

 განმცხადებლის ხელმოწერა

„–––––” –––––––––––––– 20 წ.

ბ.ა.

დანართი №2

ღვინის ეროვნულ სააგენტოს

განმცხადებლის დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რეკვიზიტები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ინფორმაცია

სასერტიფიკაციო ალკოჰოლიანი სასმელების წარმოშობისა და ნაშთების შესახებ

 (დეკალიტრი)

 

 

ალკო

ჰოლიანი სასმე

ლის დასახელება

 

 

კატეგო

რია, ტიპი, ფერი

 

მოსავ

ლის წელი (ღვი-

ნისათ-

ვის)

 

ნაშთი

01.01.

20 თვის

შემოსავალი

საანგარიშო პერიოდში

გასავალი

საანგარიშო პერიოდში

ნაშთი სერტიფიკა

ციაზე განცხადების წარდგენის დღისათვის

 

 

 

 

 

 

 

საკუთა

რი წარმო

ებიდან

 

 

შეძე

ნილი

 

რეა

ლი

ზაცია

 

ჩამოხა

რისხება

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

განმცხადებლის ხელმოწერა

 

„–––––” –––––––––––––––– 20 წ. ბ.ა.

 დანართი №3

ნიმუშის აღების

აქტი №

----------------------------------                                       „-----“---------------20 წ.

აქტის შედგენის ადგილი                                                                                                        

„ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის

შესაბამისად --------------------------------------------------------------------------------------

                                                                       საწარმოს დასახელება

თანამშრომლების---------------------------------------------------------------------------------

                                                                       თანამდებობა, სახელი, გვარი

მიერ მოხდა ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის იდენტიფიკაცია და ნიმუშების აღება სასერტიფიკაციო გამოცდისათვის, ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესის შესახებ დებულების შესაბამისად.

აღებული ნიმუშები დაილუქა ლუქით, ------------------------------------------------------

აღწერა

 

ალკ ოჰოლიანი სასმელის

დასახელება კატეგორია, ტიპი, ფერი

მოსავლ. წელი ჩამოსხმ.

თარიღი

რაოდენობა ერთ პარტიაში

ჭურჭლის სახეობა, ნომერი, ტევადობა

აღებულია ნიმუში

შენიშვნა

 

 

 

 

განზ

ერთ.

რაოდ ენობა

 

ბოთლის ტევადობა

რა

ოდ ენობა

 

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

12.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

13.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

14.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

15.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნიმუშის ამღებთ ა ხელმოწერა საწარმოს ხელმძღვანელი ბეჭდის ადგილი

დანართი №4

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების სერტიფიკაციის სისტემა

ღვინის ეროვნული სააგენტო

საქართველო 0159. ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 6, ტელ. 2 37 80 52 ;2 37 80 22 . 2106018

შესაბამისობის სერტიფიკატი N GE-0000

გაცემის თარიღი “––––¨ –––––––––20 წელი

მოქმედების ვადა 20–––– წლის “––––“–––––––––- დან 20–––– წლის “–––––––––––-მდე

წინამდებარე სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შესაბამისი წესით იდენტიფიცირებული,

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია:

 

 

 

ალკოჰოლიანი სასმელის

დასახელება, კატეგორია, ტიპი, ფერი

 

პროდუქციის

კოდი

 

სესსნ კოდი

რაოდენობა

შენიშვნა

 

 

 

 

 

განზ ერთ.

რაოდ.

 

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეესაბამება შემდეგი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს:

განმცხადებელი:

დამამზადებელი საწარმო (მიმწოდებელი):

სერტიფიკატის გაცემის საფუძველი:

1. ანალიტიკური გამოცდის /ნომერი და გაცემის თარიღი/, გაცემული საგამოცდო

ლაბორატორიის მიერ /საგამოცდო ლაბორატორიის დასახელება/

2. ორგანოლეპტიკური გამოცდის ოქმი /ნომერი და გაცემის თარიღი/

3. მეღვინეობის პრაქტიკაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წარმოების

წესებისა და რეგლამენტების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის შედეგები

 რეგისტრირებულია რეესტრში: № –––––––– „–– ” ––––––––––––20 –– წ.

 

თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––––

  ხელმოწერა

                                 ბ. ა.

 დანართი№4ა

МИНИСТЕРСТВО СЕЛЬСКОГО ХОЗЯЙСТВА ГРУЗИИ

СЕРТИФИКАЦОННАЯ СИСТЕМА ПРОДУКТОВ ВИНОГРАДНОГО ПРОИСХОЖДЕНИЯ

,,Н ациональное агентство вина“

СЕРТИФИКАТ СООТВЕТСТВИЯ №–––––––––

Дата выдачи “––––––“ –––––––––––––– 20 год

Срок действия с “–––––“ 20 года по “–––––“ 20 год

Настоящий сертификат подтсверждает, что перечисленная ниже продукция, идентифицирована соответственно правилу

 

Наименование алкогольного напитка,

категория, тип, цвет

Код продукции

Код ТНВЭД

Количество

Протокол испытания

 

 

 

 

Единица

измерения

Количество

 

1.

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

Соответствует следующим нормативным документам:

 Заявитель:

Предприятие- изготовитель (поставщик)

 Основание выдачи сертификата:

Протокол аналитических испытаний /номер и дата выдачи/

Протокол органолептичнских испытаний /номер и дата выдачи/

Результаты Государственногго Контроля за соблюдением правил и регламентов производства, установленным грузинским законодательством в практике виноделия

Зарегистрирован в реестре №–––––––– “–––––––“––––––––––––––– 20 год

Председатель–––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––

  подпись

                                

м. п.

 

 დანართი №5

 

 

THIRD COUNTRY OF ISSUE: GEORGIA

1.                      Exporter

 

 

 

VI 1

Serial №:

 

DOCUMENT

FOR THE IMPORTATION OF WI№E, GRAPE JUICE

OR GRAPE MUST INTO

THE EUROPEAN COMMUNITY

2. Consignee

 

 

(1 ) Obligatory only for wines benefiting from a reduced customs tariff

(2 ) Delete as appropriate

(3 ) Put an “X” in the appropriate place

3. CUSTOMS STAMP (1 )

 

 

 

4. Means of transport (1 )

 

 

5. Place of unloadi№g (1 )

 

 

 

6. Marks and reference numbers – number and nature of packages – Description of product

 

 

7. Quantity in I/hl/kg

 

 

8. number of bottles

 

 

9. Color of product

 

 

10. CERTIFICATE

 

The product described above is is not intended for direct human consumption, complies with the conditions governing. Production and entry into circulation applying in the COUNTRY of origin of the product and, if intended for direct human consumption, has not been subjected to oenological practices which are not permitted under current Community provisions relating to the import of the product in question

 

 

Full name and address of the official agency:

 

„NATIONAL WINE AGENCY”

№6, Marshal Gelovani Ave.

Tbilisi, Georgia 0159

Tel: 2378052,2378022,2106018

 

Place & date : Tbilisi, Georgia

 

 

 

 Stamp

 

11. A NALYSIS REPORT

 

 

Describing the analytical characteristics of the product described above

 

FOR GRAPE MUST AND GRAPE JUICE : density.

 

FOR WI№E A№D GRAPE MUST STILL IN FERME№TATION :

 

Total alcoholic strength : vol %

 Actual alcoholic strength : vol %

 

FOR ALL PRODUCTS :

 

Total dry extract : g/l

Total acidity : g/l

Reducing sugars: g/l

Volatile acidity : 0,71 g/l

Citric acidity : g/l

Total sulfur dioxide : mg/l

 

 

(3 ) presence absence of products obtained from varieties resulting from interspecific crossing (direct producer hybrids) other varieties not of the species Vitas vinifera.

 

Full name and address of the official laboratory:

 

 

Place & date :

 

 

 Stamp

 

 

 

 

                                                                                                                                                   “.

4. ამოღებულ იქნეს „საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის წესი “.

5. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის:

ა) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო)

4. სააგენტოსთან უთანხმოების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ან გამოიყენოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის საფუძველს წარმოადგენს განმცხადებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ (შემდგომში – განმცხადებელი) ხელმოწერილი წერილობითი განცხადება წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე.წერილობითი განცხადება შეიძლება გაკეთდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული და წინასწარ დაბეჭდილი ფორმის ბლანკზე (დანართი №1) ან განმცხადებლის სატიტულო ფურცელზე. “;

გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განმცხადებლის განცხადებას ატარებს სპეციალურ სარეგისტრაციო წიგნში (შემდგომში – რეესტრი), სადაც შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) განმცხადებლის დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) პროდუქციის მიმღების დასახელება და რეკვიზიტები;

გ) ხელშეკრულების (კონტრაქტის) ნომერი და გაფორმების თარიღი;

დ) პროდუქციის სახეობა (სახეობები);

ე) იმ წარმოშობის სერტიფიკატის ფორმის დასახელება, გაცემის თარიღი, ნომერი და ეგზემპლარების რაოდენობა, რომელიც შემდგომში სააგენტოს მიერ იქნა გაცემული;

ვ) განმცხადებლის ხელმოწერა, რითაც დასტურდება მის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის მიღება.“

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. წარმოშობის სერტიფიკატი, მისი გაფორმების, რეგისტრაციისა და გაცემის წესი

1. სააგენტო პროდუქციაზე გასცემს შემდეგი ფორმის წარმოშობის სერტიფიკატებს (დანართები №2,№3):

ა) ფორმა „CT-1” – გაიცემა დსთ-ის ქვეყნებში საექსპორტო პროდუქციაზე (ივსება რუსულ ენაზე);

ბ) თავისუფალი ფორმის – გაიცემა დსთ-ს ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებში საექსპორტო პროდუქციაზე (ივსება ინგლისურ ენაზე);

2. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საექსპორტო პროდუქციის ყოველ ერთ პარტიაზე.

3. წარმოშობის სერტიფიკატი ფორმდება კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი ისეთი ფერადი ბლოკპერფექტული ფონისა და სააგენტო ს სასაქონლო ნიშნის მქონე A4 ფორმატის (210 მმ X 297 მმ) ქაღალდზე, რომელზეც მექანიკური ან ქიმიური წესით გაკეთებული ჩასწორებები ან დოკუმენტის ფალსიფიცირების მცდელობა ვიზუალურად შესამჩნევი ხდება.

4. წარმოშობის სერტიფიკატის გაფორმება ხდება კონკრეტულ ფორმაში არსებული გრაფების მოთხოვნათა შესაბამისად, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი ორი – თეთრი. ერთი ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება სააგენტოში და დაერთვის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე განმცხადებლის განცხადებასა და მის მიერ წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებს.

5. ფერადი წარმოშობის სერტიფიკატი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს.

6. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, დამატებით შეიძლება გაცემული იქნეს წარმოშობის სერტიფიკატის კიდევ ერთი თეთრი ეგზემპლარი.

7. წარმოშობის სერტიფიკატის თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულ უნდა იქნეს სააგენტოს ბეჭდითა და თავმჯდომარის ხელმოწერით, რის შემდეგაც წარმოშობის სერტიფიკატი შედის ძალაში.

8. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი განმცხადებელს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.

9. წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.

10. წარმოშობის სერტიფიკატის მოქმედების ვადას შეადგენს 12 (თორმეტი) თვე მისი გაცემის მომენტიდან.

11. წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, სააგენტო გასცემს ოფიციალურად დამოწმებულ დუბლიკატს.

12. წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სააგენტო მას აცნობებს წერილობით.

13. განმცხადებლის მიერ წარმოშობის სერტიფიკატის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მას არ უბრუნდება სერტიფიკატის მისაღებად გადახდილი თანხა.“;

 ე) წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დანართები №1–№3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

ღვინის ეროვნულ სააგენტოს

განცხადება

საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ

გავეცანით დებულებას „საქართველოდან საექსპორტო ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციაზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ და, ვადასტურებთ რა წინამდებარე განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ნამდვილობასა და მათში მოყვანილი მონაცემების სისწორეს, გთხოვთ გასცეთ წარმოშობის სერტიფიკატი ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზე, მითითებული რეკვიზიტების გათვალისწინებით:

განმცხადებლის სრული დასახელება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის რეკვიზიტები––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

იურიდიული და ფაქტ ობრივი მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელ.ფოსტა,

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი

ხელმძღვანელის სახელი და გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მიწოდების საწყისი პუნქტის დასახელება და რეკვიზიტები ––––––––––––––––––––––––––––

მიმღების დასახელება და რეკვიზიტები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელშეკრულების (კონტრაქტის) ნომერი და თარიღი –––––––––––––––––––––––––––

ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი ––––––––––––––––––––––––––––

პროდუქცია წარმოებულია ჩვენ მიერ, წარმოებულია სხვის მიერ, შესყიდულია ქსელში.

სატრანსპორტო საშუალების სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი:

 

პროდუქციის დასახელება და მოკლე დახასიათება

 

ზომის ერთ.

რაოდენობა

შენიშვნა

1

2

3

4

5

1.

 

 

 

 

2.

 

 

 

 

3.

 

 

 

 

4.

 

 

 

 

5.

 

 

 

 

6.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 –––––––––––––––––––––––

 

 

 

 

განმცხადებლის ხელმოწერა

“–––––” –––––––––––––––– 20 წ. ბ.ა.

 დანართი №2

Отправитель/экспортер

(Наименование и почтовый адрес)

4. № GE –

 

Сертификат

происхождении товара

Форма СТ-1

Выдан в            Грузии

(наименование страны)

Для представления в

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(наименование страны)

 

Получатель/импортер

(Наименование и почтовый адрес)

Средства транспорта и маршрут следования (насколько это известно)

 

5. Для служебных отметок

6. №

7. Количество мест

И вид упаковки

8. Описание товара

9. Вес

брутто/нетто

(кг)

10. Номер

дата счет-

фактуры

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11. Удостоверение

Настоящим удостоверяется, что декларация заявителя соответствует действительности

 

 ,,Н ациональное агентство вина“

 

 Грузия 0159, г.Тбилиси, Пр. МаршалаГелована№6,

Тел: 2 37 80 52, 2 37 80 22, 2 10 60 18

 

 

12. Декларация заявителя

Нижеподписавшийся заявляет, что все вышеприведенные сведения соответствуют действительности, что все товары полностью произведены или подвергнуты достаточной переработке

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(наименование страны)

 

и что все они отвечают требованиям происхождения, установленным в отношении таких товаров

 

Подпись                        Дата               Печать

Подпись                 Дата                               Печать

 

 

 დანართი №3

1. Exporter (name, address, country)

 

 

ORIGI№AL No.

 

 

CERTIFICATE OF ORIGIN

ISSUED In GEORGIA

2. Consignee (name, address, country)

 

 

3. Means of transport and route

 

 

 

4. For official use

5. COUNTRY of origi n

6. Suppleme ntary details

 

 

 

7. IItem number

8. Descriptio n of goods

 

9. number and

kind of packages

10. Gross weight

or other quantity

 

 

 

 

11. Certification

It is hereby certified, that the declaration by the exporter is correct

 

,,№ATIONAL WINE AGENCY”

№6, Marshal Gelovani Ave.

Tbilisi, Georgia 0159

Tel: 2378052,2378022,2106018

 

12. Declaration by the exporter

The undersiggned hereby declares that the above details and statements are correct; that the goods are of origin of the COUNTRY shown in boc №o. 5; that the goods are exported to

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(importi ng cou ntry)

 

 

Place, date, signature, name and stamp of certifying authority

 

 

Place, date, stamp and signature of authorised sugnatory

6. ღვინის ჩამოხარისხების წესის:

ა) პირველი მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხება ღვინის მწარმოებლის ინიციატივით ხორციელდება ღვინის მწარმოებლისა და ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს –ღვინის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში– სააგენტოს) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი აქტის გაფორმებითა და წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურების ჩატარებით. გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის სააგენტოს ცალმხრივი გადაწყვეტილებით ჩამოხარისხების პირობები ჩამოყალიბებულია წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში.

3. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხებაზე გაფორმებული აქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები შეიტანება ღვინის მწარმოებლის „ტექნოლოგიურ წიგნში” და სააღრიცხვო დოკუმენტებში, აგრეთვე სავალდებულო შეტყობინების წესის შესაბამისად სააგენტოში შემოსული ინფორმაციების საფუძველზე არსებულ მონაცემებში.“;

ბ) მე -2 მუხლის მე -3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო ან კონტროლის უფლების მქონე სხვა ორგანო;“;

გ) მე -3 მუხლის „ე“ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამისი ცვლილებების შეტანას მწარმოებელთან და სააგენტოში არსებულ დოკუმენტებში.“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების საფუძველს წარმოადგენს:

 „ა ) სააგენტოს ან კონტროლის უფლების მქონე სხვა ორგანოს ინიციატივა – აღნიშნული ორგანოების მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ან მიღებული ინფორმაცია (პრეტენზია) და/ან გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის ნიმუშები;

 ბ) მწარმოებლის ინიციატივა – მწარმოებლის მიერ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება სააგენტოში, ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების თაობაზე;

 გ) ატესტირებული ღვინის მფლობელის ან რეალიზატორის, აგრეთვე მომხმარებლის განცხადება სააგენტოში მის მიერ შესყიდული (მასთან სარეალიზაციოდ არსებული) ღვინის ხარისხის გაუარესებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ.“

ე) მე -4 მუხლის მე -4-მე -7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და მათში მოყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს.

5. განცხადება, მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ჩამოხარისხებასთან და ჩატარებულ პროცედურებთან დაკავშირებული ყველა სხვა დოკუმენტი, ჩამოხარისხებაზე შემდგარი აქტის ერთ პირთან ერთად, ინახება სააგენტოში.

6. სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განცხადებას ატარებს სპეციალურ სარეგისტრაციო წიგნში (შემდგომში – რეესტრი), სადაც შეაქვს შემდეგი მონაცემები:

ა) განმცხადებლის დასახელება და რეკვიზიტები;

ბ) განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი (განცხადებაზე დართული ნიმუშების ზოგადი აღწერით);

გ) მიღებული გადაწყვეტილება ატესტირებული ღვინის ჩამოხარისხების თაობაზე.

7. ატესტირებული ღვინის ხარისხის გაუარესების თაობაზე მოპოვებულ ინფორმაციას ან მიღებულ განცხადებას განიხილავს სააგენტოს ხელმძღვანელობა, აღნიშნულის შესახებ წინასწარ კონსულტაციებს ატარებს მწარმოებელთან, ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების ან მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩატარების თაობაზე.“

ვ) მე -6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის გამოცდების შედეგებს იხილავს სააგენტოს ხ ელმძღვანელობა მწარმოებელთან ერთად.“

ზ) მე -6 მუხლის მე -2–მე -4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამოცდების უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, თუ ღვინის ჩამოხარისხების ინიციატორია:

ა) თვით მწარმოებელი, მაშინ მიიღება გადაწყვეტილება ღვინის ჩამოხარისხების შესახებ, რაც, შესაბამისად, აისახება გაფორმებულ აქტში;

ბ) სააგენტო ან კონტროლის უფლების მქონე სხვა ორგანო ან მფლობელი (რეალიზატორი), ან მომხმარებელი, მაშინ მწარმოებლის ინიციატივით, მას შეიძლება მიეცეს გარკვეული პერიოდი გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით მაკორექტირებელი ღონისძიებების გასატარებლად, რისთვისაც მწარმოებელი შეიმუშავებს სპეციალური ტექნიკურ-ტექნოლოგიური ღონისძიებების გეგმას და ათანხმებს სააგენტოსთან. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, კვლავ ტარდება ღვინის გამოცდები დადგენილი პროცედურის მიხედვით.

3. ღვინის ხარისხის გამოსწორების მიზნით მწარმოებლის მიერ სპეციალური მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარების მიუხედავად, კვლავ უარყოფითი შედეგების მიღების შემთხვევაში, სააგენტო ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას ღვინის ჩამოხარისხების პროცედურის დაწყების თაობაზე, რომლის პირობების შესრულებაც მწარმოებლის მიერ სავალდებულოა.

4. გაუარესებული ხარისხის ატესტირებული ღვინის მიმართ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები შედის მწარმოებელთან და სააგენტოში ა რსებულ დოკუმენტებში.“.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ . გოროზია