„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.016273
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/04/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება № 58

2012 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №61, მუხ. 909 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს ან შესაბამის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის მოწმობის ასლები;

გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);

დ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ ი კურს ის გავლის შესახებ;

ე) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

გ) სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი;

დ) დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლები;

ე) შრომის წიგნაკი ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ორი ფოტოსურათი;

ზ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შესახებ.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის პროგრამას და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს განსაზღვრავს მინისტრი.“.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაჟიორებისათვის შესაბამისი პირადობის მოწმობების დამზადებას და გაცემას.“.

4. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25

სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ სტაჟიორის შეფასების ფორმის (დანართი №2 ) მიწოდები ს შემდეგ,სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით,შესაბამისი მონაცემები წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარეს და მთავარ პროკურორს.“.

5. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.“.

6. წესს დაემატოს დანართი №2, თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

დანართი №2

სტაჟიორის შეფასების ფორმა

სტაჟიორის  სახელი და გვარი:

 

 

 

პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფის

/პროკურატურის ორგანოს დასახელება:

 

სტაჟირების ხელმძღვანელი:

 

უშუალო ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც იყო სტაჟიორი ანგარიშვალდებული:

 

გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შეფასებაზე:

 

 

ზოგადი კომპეტენციების შეფასება

 

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

 

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

1

2

3

4

5

პასუხისმგებლობის გრძნობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ადაპტაციის უნარი – მოქნილობა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ანალიტიკური აზროვნება
შენიშვნა:

 

 

 

 

 

დროის განაწილების და წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის დაცვა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ორგანიზებულობის ხარისხი მოვალეობების შესრულებისას
შენიშვნა:

 

 

 

 

 

ინიციატივა
შენიშვნა:

 

 

 

 

 

დაკვირვების უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

გუნდური მუშაობის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

შესრულებული სამუშაოს ხარისხი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

არგუმენტაციის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

დანართი №2

სტაჟიორის შეფასების ფორმა

პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

 

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

1

2

3

4

5

გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

სასამართლო პროცესებში  მონაწილეობის უნარი

შენიშვნა:

 

 

 

 

 

საპროცესო დოკუმენტების შედგენის უნარი
შენიშვნა:

 

 

 

 

 

 

 

სტატისტიკური ინფორმაცია სტაჟიორის საქმიანობის შესახებ

კატეგორია

რაოდენობა

გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეები

 

სისხლის სამართლის საქმეები, რომელზეც საპროცესო ხელმძღვანელობა განახორციელა

 

საპროცესო შეთანხმებები

 

არსებითი სასამართლო განხილვები

 

საჩივარი-განცხადებები

 

 

 

სტაჟიორის ზოგადი შეფასება

1 – მიუღებელი

2 – საშუალოზე დაბალი

 

3 – კომპეტენტური

4 – ძალიან კარგი

5 – აჭარბებს მოლოდინს

 

 

 

 

        

 

 

        

 

 

დანართი №2

სტაჟიორის შეფასების ფორმა

 

ხელმძღვანელის  კომენტარი 

გთხოვთ დეტალური კომენტარი გააკეთოთ  სტაჟიორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით  (სავალდებულო)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტაჟირების ხელმძღვანელის

 ხელმოწერა:

 

თარიღი: