მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4527 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.92
საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7173 – ვებგვერდი, 25.09.2020