1. საჰაერო ან წყლის ხომალდის, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი ან სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ;

ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ;

გ) ჯგუფურად;

დ) არაერთგზის;

ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ჩვიდმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

საქართველოს 2013 წლის
27
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013წ.

საქართველოს 2014 წლის
4 აპრილის
კანონი №2185
- ვებგვერდი, 16.04.2014