1. საჰაერო ან წყლის ხომალდის, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი ან სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ;
ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ;
გ) ჯგუფურად;
დ) არაერთგზის;
ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ჩვიდმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
საქართველოს 2013 წლის
ნოემბრის კანონი №1641
- ვებგვერდი, 16.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის
4 აპრილის
კანონი №2185
- ვებგვერდი, 16.04.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.04.2014 კანონი №2185
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3291. საჰაერო ან წყლის ხომალდის, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი ან სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ტერორისტული მიზნით 1. საჰაერო ან წყლის ხომალდის, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ან სხვა საზოგადოებრივი ან სატვირთო ტრანსპორტის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ; ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივი დაცვისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ; გ) ჯგუფურად; დ) არაერთგზის; ე) ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ჩვიდმეტ წლამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2013 წლის ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება