წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.04.2012
ძალის დაკარგვა 05.02.2013
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.01.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Vrinda; panose-1:2 11 5 2 4 2 4 2 2 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 42.5pt 45.0pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2012 წლის 24 აპრილი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №29 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი”, თანახმად დანართისა (დანართი 4
ფურცელზე).
2. დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №6 დადგენილება (სსმ, 07/02/2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016083) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით (გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები) განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისია (შემდგომ – კომისია).
2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისიას“ ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით.
3. აღნიშნული კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია.
მუხლი 2🔗
საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.
მუხლი 3🔗
1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია.
2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნები) შეფასებით.
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიისა ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.
მუხლი 4🔗
1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. განსაკუთრებულ (ექსტრემალურ) შემთხვევაში, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის
და საკრებულოს წევრის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, თანხით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. თანხით 200 ლარის ჩათვლით, ერთდროული ფულადი დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილებას ღებულობს კომისია, ხოლო თანხით 500 ლარიდან 1000 ლარამდე, განმცხადებლის განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. განსაკუთრებულ გამონაკლის შემთხვევებში აღნიშნული თანხის გაცემის უფლება ენიჭება საკრებულოს თავმჯდომარეს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საკრებულოს გეგმით გათვალისწინებულ მორიგ სხდომაზე. სოციალური დახმარებების გამცემი კომისიის მიერ (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა მოქალაქეს არ აქვს საცხოვრებელი და შეფარებულია სხვასთან) ერთდროული ფულადი დახმარება გაიცემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ დევნილებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან სოციალური სუბსიდიების სააგენტოში და
რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია მაჩვენებლით 0-დან 150 000-ის ჩათვლით. ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული ერთჯერადი თანხის წლიური მოცულობა განისაზღვროს 50 ათასი ლარით.
2. გარდაცვლილი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით, ხოლო გარდაცვლილ ლტოლვილთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების (ვეტერანთა) ოჯახების და ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, სოციალური დახმარების პროგრამის დებულებიდან გამომდინარე, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით, გაიცეს თანხა 20 (ოცი) ლარის ოდენობით ყოველ არასრულწლოვან შვილზე, ან რაიმე სხვა სახის ფულადი ან მატერიალური დახმარება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, სამკურნალო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების დაფინანსების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამიდან გამომდინარე, პროგრამა ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები და საჭიროებენ შესაბამის ძვირადღირებულ მკურნალობასა და ქირურგიულ ოპერაციებს, ასეთ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით გაიცემა თანხა 500 (ხუთასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარის ჩათვლით, კონკრეტული მოქალაქის ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობის გათვალისწინებით. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის მიერ მითითებულ სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
6. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში:
ა) ურგენტული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არა უმეტეს 500 ლარის ოდენობით;
ბ) მშობიარობის დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით;
გ) სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციის მიზნით აივ ინფექციებზე, С ჰეპატიტზე და სიფილისზე (ათაშანგი) გამოკვლევების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად;
დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად;
ე) ფსიქიკურად დაავადებულ ავადმყოფთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯები განისაზღვროს წელიწადში 3000 (სამი ათასი) ლარით.
7. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე ან შესაბამის პროგრამაში წარმოდგენილი წესით.
მუხლი 5🔗
სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი მატერიალური დახმარების გაცემა, საცხოვრებლით, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი საშენი მასალით უზრუნველყოფა, ხდება კომისიის მიერ ინდივიდუალური წესით, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, თანხით არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
მუხლი 6🔗
1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.
2. კომისია წერილობითი მომართვის შემთხვევაში, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას და ბენეფიციართა კატეგორიის შესაბამისობას არსებულ კანონმდებლობასთან.
3. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.
მუხლი 7🔗
1. კომისია საქმისწარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.
2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.