„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.113.016087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №12

2012 წლის 25 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა :

  მუხლი 1. შევიდეს ცვლილებები „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ, 13, 18/08/2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.000313) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-3პუნქტის ,,დ ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული “.

2. მე-11 მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. მუნიციპალიტეტის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

8. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

3. მე-14 მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქ. ოზურგეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქ. ოზურგეთი);

ბ) დაბა ურეკის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ურეკი, წვერმაღალა);

გ) დაბა ლაითურის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ლაითური);

დ) დაბა ნარუჯა ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ნარუჯა);

ე) დაბა ნასაკირალის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ნასაკირალი);

ვ) ასკანის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ასკანა, მზიანი, ეწერი);

ზ) ბაილეთის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ბაილეთი, ახალსოფელი და ჭანიეთური);

თ) ბახვის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქვედა ბახვი, ბახვი, მშვიდობაური);

ი) ბოხვაურის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ბოხვაური, ჭალა);

კ) გურიანთის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – გურიანთა, ციხისფერდი);

ლ) კონჭკათის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – კონჭკათი, განთიადი);

მ) ვაკიჯვრის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ფამფალეთი, ვაკიჯვარი);

ნ) სოფელი თხინვალი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – თხინვალი);

ო) მაკვანეთის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ქვედა მაკვანეთი, ზედა მაკვანეთი, გოგიეთი);

პ) დვაბზუს თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დვაბზუ, გაღამა დვაბზუ);

ჟ) ლიხაურის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური);

რ) მერიის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – მერია, ნაღობილევი, ხვარბეთი, ჭახვათა);

ს) სოფელი მელექედური ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – მელექედური);

ტ) მთისპირის თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – მთისპირი, უკანავა, ოქროსქედი, ვანისქედი);

ფ) ნაგომარის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ნაგომარი, მაღალი ეწერი, ჟანაურა, შუაისნარი);

ქ) ნატანების თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ზედა ნატანები, ქვედა ნატანები, შეკვეთილი);

ღ) სოფ. ოზურგეთი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფ. ოზურგეთი);

ყ) სოფ. სილაური ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სილაური);

შ) შრომის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – შრომა, ორმეთი, ხრიალეთი, მოცვნარი, ზედუბანი, ვაკე);

ჩ) შემოქმედის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – შემოქმედი, გომი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი);

ც) ცხემლისხიდის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ცხემლისხიდი, ბაღდადი, უჩხუბი);

ძ) ძიმითის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ზედა ძიმითი, ქვედა ძიმითი, ნასაკირალი);

წ) ჭანიეთის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ჭანიეთი, ქაქუთი, ვაშლიატილი);

ჭ) ჯუმათის თემი ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ჯუმათი, იანეთი, გოგილი, ძირჯუმათი).

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“.

4. მე-15 მუხლ ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამ ტ კიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“.

5. დებულებას თანდართული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურ ის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებისა და თანამდებობათა დასახელებები“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა.მამეშვილი