⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.07.2014)
გაუქმებულია:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2012
ძალის დაკარგვა 17.07.2014
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,083 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2012 მიღება
17.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2012 წლის 27 აპრილი ქ. ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:         მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება დანართის შესაბამისად .          მუხლის 2    ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №27 დადგენილება.         მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე              გ . გოზალიშვილი დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება        მუხლი 1🔗 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის წესს და უფლებამოსილებას. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში „ტერიტორიული ორგანო“) თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. 3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.     მუხლი 2🔗       1. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული (შემდგომში –  რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.  2. რწმუნებული, საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებათა შესაბამისად, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის თემში. 3. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.        მუხლი 3🔗  1.  თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს თემის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; გ) შესაბამის თემში ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის თემში არსებული პრობლემების ა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ)  ორგანიზებას უწევს თემის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს თემში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს თემის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობასა და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის მათ მიწოდებას; ი) აკონტროლებს თემში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს; კ) ამზადებს წინადადებებს თემში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; ლ) მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნებისა და მიწოდების თანაფარდობებისა და თემში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში; მ) შეიმუშავებს წინადადებებს თემში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; ნ) კოორდინაციას უწევს თემში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვა ს და მიზნობრივ გამოყენებას; ო) შეიმუშავებს წინადადებებს თემის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; პ) მონაწილეობს თემის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმაში, თემის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ჟ) თვალყურს ადევნებს თემის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ტ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხას; უ) თანამშრომლობს სსიპ –   სოციალური სააგენტოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მუშაკებთან; ფ) გარდაცვალების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფო რმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ოქმს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ; ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. რწმუნებული ვალდებულია, პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს   გამგებელს ინფორმაცია შესაბამის თემში: ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველობის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების, მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.     მუხლი 4🔗 1. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი. 2.ბეჭედი ინახება რწმუნებულთან და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. დოკუმენტების აღრიცხვისათვის გამოიყენება შტა მპი და ბლანკი.     მუხლი 5🔗 1. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. იგი წელიწადში ერთხელ 15 იანვრამდე, გამგებელს აბარებს ანგარიშს სამოქმედო ტერიტორიაზე გაწეული მუშაობის შესახებ. 2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ახორციელებს კონტროლს რწმუნებულის საქმიანობაზე, ისმენს და აფასებს მის ანგარიშს.     მუხლი 6🔗 რწმუნებული ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებებს და იმ ფუნქციებს, რომლებიც არ რეგულირდება ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.     მუხლი 7🔗 ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.