„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№151
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016824
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2012

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიე­­რების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილე­ბა­ში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 460) და ამ დადგენილებით დამტკიცე­ბული დებუ­ლების 41 მუ­ხ­ლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამო­ცანებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორ­გა­ნოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იური­დი­ული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამი­ სო­ ბის შეფასება/მონიტორინგი;

დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომი კ ურობის, ეფექტიანობისა და პრო­­­ დუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სის­ რუ­ ლის შეფასება;

ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვა­ ტურად დაცულობის შეფასება;

ზ) სისტემური აუდიტის , შესაბამისობის აუდიტის , ეფექტიანობის აუ­დიტის , ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდი­ტის განხორციელება;

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იუ­რი­დი­ული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონ­ტროლი;

ი) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებ­ რი­ ვი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არ­ სებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზე­ბის დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

კ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებ­რივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსე­ბობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინს­პექ­ტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ლ ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემც­ველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზა­დე­ბა და მინისტრისათვის წარდგენა;

მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რე­სურს­ცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვე­ვის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დასკვნის მომ­ზა­დება და მინისტრისათვის წარდგენა;

ნ ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტრო­ ლი;

ო) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

პ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრუ­ლე­ბის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დასაბუ­თე­ბული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ავტონომიური რესპუბ­ლი­კების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, მისი თანამშრომლების მიმართ კა­ნონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყე­ნე­ბის შესახებ წინადადებების მინისტრისათვის წარდგენა;

რ) სხვა საქმიანობები, რომ­ლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტე­რე­­სე­­ბიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმ­წი­ფო ში ­და ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებ­სა და ში ­და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური