„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №153
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2011, 010240030.10.003.016294) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლში:
1. პირველ პუნქტში:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ანალიტიკური დეპარტამენტი.“.
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) საპროტოკოლო საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება;
ბ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.“.
3. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) მინისტრის დავალების შესაბამისად საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, განხორციელება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე‑, საშუალო‑ და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგველი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის სუბიექტებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესის ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მართვისა და სარგებლობის სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება;
რ) ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ტ) მეზობელ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი რესურსების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებათა მომზადება და საერთაშორისო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მიზნით გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
4. 91 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) სამინისტროს მოქმედების სფეროში სამართლებრივი ბაზის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ზ) სამინისტროს, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და სისტემაში შემავალი ორგანოების სამართლებრივი უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
კ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ლ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
მ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თანამშრომელთათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ო) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
პ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
6. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და წინადადებების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა ოპტიმიზაციის მიზნით;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით;
დ) სამინისტროს მოქმედების სფეროში მოკლე‑, საშუალო‑ და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტების, აგრეთვე მათზე დაფუძნებული სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ე) სამინისტროს მოქმედების სფეროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების ან/და წილების მართვა (პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება) კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 4 მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური