„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №135
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრი ს №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონ ის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცები თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრი ს №771 ბრძანებაში (სსმ III, 11.10.2010, №130, მუხ ლი 1897) შეტანილ ი ქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებულ ი დანართ ი №1-ის („სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“):
ა) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახური (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
2 . ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულებ ის (ექ ს პერტი ს ) ან/და აუდიტ უ რი ფირმ ის (აუდიტორი ს ) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის შეფასების, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექ ს პერტის) და/ან აუდიტ უ რი ფირმის (აუდიტორის) დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო ფასს.“;
გ) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული, მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისთვის მიკუთვნებული საქონლის ღირებულება არ აღემატება 700 ლარს (საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ღირებულება დგინდება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საგადასახადო სანქციის აღსრულებისთანავე.
3. სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის ან ექსპერტიზის განმახორციელებელი სხვა საექპერტო დაწესებულების (ექსპერტის) მიერ მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონლის, ან ისეთი საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ხორციელდება ამ ქონების განადგურება , კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;
დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექ ს პერტის) და/ან აუდიტ უ რი ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/ დასკვნის საფუძველზე.“;
ე) 191 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის წლიური საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების შეფასების სამსახურის ან სხვა საექსპერტო დაწესებულების (ექ ს პერტის) და/ან აუდიტ უ რი ფირმის (აუდიტორის) სათანადო შეფასების/ დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის („სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი“):
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3.სააგენტოს ყოველკვარტალური დაფინანსების მოცულობა ამონაგები თანხიდან, განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის ერთი მეოთხედის ოდენობით.“;
ბ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფ ოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას, ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში, აღსრულების საფასური გადაიხდევინება ამ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დანართ ი № 3 („სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20–––წლის–– კვარტალის მდგომარეობით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20–––წლის–– კვარტ ა ლის მდგომარეობით
|
| დასახელება | საანგარიშო კვარტალი | წლის დასაწყისიდან |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1
| ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/–) |
|
|
| 2
| ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა |
|
|
| 3
| სააგენტოს დაფინანსება ამონაგები თანხიდან
|
|
|
| 4
| „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აღსრულების საფასური
|
|
|
| 5
| საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი
|
|
|
| 6
| გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)
|
|
|
| 7
| დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4-5) (თანხა ლარებში) |
|
|
| 8 | ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (7+1–6) (თანხა ლარებში) |
|
|
მუხლი 2 .ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე