„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4-14
სარეგისტრაციო კოდი
040110030.36.101.016101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №4-14

2012 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-62 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-62 გადაწყვეტილებით (სსმ, № 21, 03.09.2010, მუხლი 577, გვ . 6) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:

ა)  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი :

 „51. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას , საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელია მოხდეს , ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა).  ქონების ღირებულება დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე. ცარიელი მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრება ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის შესაბამისად.“;

ბ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. მოძრავი ნივთის,  აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ფორმით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

1. ქ. თბილისის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციების და წილების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის , ასევე თვითმმართველი ერთეულებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. მოძრავი ნივთის, აქციების და წილების პირდაპირი მიყიდვის ფორმით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“;

გ) მე-6 მუხლის  მე- 9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება საპრივატიზებო,საინვესტიციო და ფინანსური (მათ შორის,  პირგასამტეხლო, საურავი)  ვალდებულებების  მოხსნის, შეცვლის ან/და სხვა შესრულების მიღების, დადასტურების, ასევე, ხელშეკრულების მოშლის შესახებ.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ზ. სამადაშვილი