,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4-15
სარეგისტრაციო კოდი
040110030.36.101.016102
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №4-15

2012 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხლი 578, გვ.9) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების განხორციელებისას აუქციონატორი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია აუქციონატორის ოფიციალური ინტერნეტსაიტის – www.iauction.ge (ან auction.tbilisi.gov.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.“;

ბ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული აუქციონი ტარდება აუქციონატორის ინტერნეტსაიტის – www.iauction.ge (ან auction.tbilisi.gov.ge) მეშვეობით, რომელშიც რეგისტრირდება აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი.“

გ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისის მთავრობა ან აუქციონატორი, მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სააუქციონო ვალდებულებების, საინვესტიციო (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო პირობების) და ფინანსური (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასის) ვალდებულებების (მათ შორის, პირგასამტეხლოს, საურავის) მოხსნის ან/და სხვა შესრულების მიღების შესახებ.“.

2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  ზ. სამადაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2012.
როდის იქნა მიღებული „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო). დოკუმენტის ნომერი — №4-15. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.36.101.016102.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება „,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4-15, 27.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040110030.36.101.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1643790/