საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-3 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო სისტემის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს უცხო ქვეყნის ექსპერტები.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

#2301-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16438/