საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2012
ძალის დაკარგვა 24.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1073
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კანდიდატის სახელი/გვარი | აკმაყოფილებს მოთხოვნებს სრულად |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 10.09.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1073
2012 წლის 27 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „
ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და
პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №
1-1/505 ბრძანება და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 12 მარტის №
1-
1/320 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში
(შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირებისა და
პრაქტიკის გავლის
წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
სამინისტრო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით, უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით
– პრაქტიკანტთა მიღებას.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის
არაანაზღაურებად სტაჟირებას;
ბ)
პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად
პრაქტიკას;
გ)
კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება სამინისტროში და წარმოდგენილი აქვს
პრაქტიკის ან სტაჟირების
გავლისთვის საჭირო ა
მ წესით დადგენილი დოკუმენტები;
დ) სტუდენტი
– პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში.
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტთა ან სტაჟიორთა რაოდენობა ცალ-ცალკე არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა 1/3-ს.
მუხლი 5🔗
სტაჟირებისა და პრაქტიკის
ვადა განისაზღვრება 6 თვემდე ვადით.
თავი II
პრაქტიკანტად დანიშვნა
მუხლი 6🔗
პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომლის მიერ
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევა შეფასებულია როგორც „ფრიადი” ან „ძალიან კარგი” ან ბოლო სემესტრული ქულების ჯამური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკული უტოლდება ან აღემატება 75 ქულას.
მუხლი 7🔗
1.
კანდიდატმა სამინისტროში პრაქტიკის გასავლელად
უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკის ასლი ან/და შესაბამისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული ნიშნების ფურცელი;
დ) Cur
riculumV
itae.
მუხლი 8🔗
1. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატი დაშვებული იქნება პრაქტიკაზე.
2.
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების
დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 9🔗
სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან სხვა ტერიტორიულ ორგანოში პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის
/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე.
თავი III
სტაჟიორად დანიშვნა
მუხლი 10🔗
1.
სტაჟიორად მიიღება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან
აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე 27 წლის ასაკამდე.
2. სამინისტროში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტარდება შემდეგ ეტაპებად: საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად აპლიკაციების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი;
ბ
) კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის ეტაპების გავლის პირობები;
გ) ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
5. კონკურსი უნდა ჩატარდეს მისი გამოცხადებიდან არა უგვიანეს ორი კვირისა.
6. სტაჟირების საკონკურსო
კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას (დანართი №1)
უნარ-ჩვევების მიხედვით.
7. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება სტაჟირების კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს პირველ ეტაპს
.
მუხლი 11🔗
1. კანდიდატმა სამინისტროში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ბ) CurriculumVitae.
2. კონკურსის ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, შერჩეული კანდიდატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
მუხლი 12🔗
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟიორთა შერჩევის მიზნით იქმნება სტაჟირების საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, წევრებისა და მდივნისაგან.
3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანს არა აქვს ხმის მიცემის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი.
მუხლი 13🔗
1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პირის სტაჟიორად დასანიშნად.
2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, დასაშვებია დამატებითი კითხვების დასმაც.
3. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა შეფასების ფორმას, გასაუბრების ან/და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.
4. ონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს (შემდგომში – მინისტრს) წარუდგენს სტაჟირების იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეტაპები.
5. მინისტრი, ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟირების კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ტერიტორიულ ორგანოში.
თავი IV
სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის დადასტურება
მუხლი 14🔗
1. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს წარუდგინოს სტაჟიორის შეფასება (დანართი №2), რის საფუძველზეც სამინისტრო გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №3).
2. სამინისტრო აძლევს პრაქტიკანტს პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ მოწმობას (დანართი №4), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დასაბუთებულ წერილობით უარს აცხადებს პრაქტიკანტის მიერ პრაქტიკის წარმატებით გავლის დადასტურების თაობაზე.
თავი V
სტაჟიორისა და პრაქტიკანტის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 15🔗
1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
მუხლი 16🔗
1. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას/პრაქტიკას;
გ) დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს;
დ) დაიცვას სამინისტროში დაცული და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
თავი V
სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 17🔗
სამინისტრო სტაჟიორსა და პრაქტიკანტს
უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 18🔗
1.
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს
ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია,
აკონტროლოს მისი
შესრულება და შეაფასოს სტაჟიორი
.
2.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს
ხელმძღვანელი პრაქტიკანტს აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
თავი VI
სტაჟირებისა და პრაქტიკის
გავლის სხვა პირობები
მუხლი 19🔗
1. სტაჟირების ან პრაქტიკის
შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების ან პრაქტიკის
პერიოდში,
არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვე
დანაყოფში ან ტერიტორიულ ორგანოში
გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-20
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების და პრაქტიკის
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების ან პრაქტიკის
შეწყვეტის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 20🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი/პრაქტიკანტი
კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება და პრაქტიკა
ჩაეთვლება გავლილად და მიეცემა
შესაბამისი მოწმობა.
მუხლი 21🔗
სტაჟიორი/პრაქტიკანტი,
რომელსაც სტაჟირების ან პრაქტიკის
ვადა შეუწყდა მე-19
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროში განმეორებით
სტაჟირებაზე ან პრაქტიკაზე
არ დაიშვება.
მუხლი 22🔗
სტაჟირებას და პრაქტიკას
კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი,
რომელიც ვალდებულია სტაჟირებისა და პრაქტიკის
საკითხებზე წელიწადში
ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.
დანართი №1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაუბრების შეფასების ცხრილი
კანდიდატის სახელი/გვარი
აკმაყოფილებს მოთხოვნებს სრულად
აკმაყოფილებს მოთხოვნებს ნაწილობრივ
მოთხოვნებს
ვერ აკმაყოფილებს
შენიშვნა
დანართი №2
სტაჟიორთა შეფასების ფორმა
შეფასება უშუალო ხელმძღვანელის მიერ
სტაჟიორის სახელი/გვარი
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს დასახელება
შეფასების პერიოდი
დაბალი
1 ქულა
კარგი
2 ქულა
ძალიან კარგი
3 ქულა
აჭარბებს მოლოდინ
ს
4 ქულა
1. პუნქტუალურობა და სამუშაოზე გამოცხადება აკმაყოფილებს სამინისტროს მოთხოვნებს
2. რთული სიტუაციებისადმი არის ადეკვატური და ეგუება ცვლილებებს
3. სამუშაო სრულდება დადგენილ ვადებში
4. ხელმძღვანელს სთავაზობს ახალ იდეებს
5. ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს
6. შესაბამის სფეროში აქვს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა
7. ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე
8. უფროსებთან და თანამშრომლებთან ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობებს
9. ეფექტურად მუშაობს გუნდში
უშუალო ხელმძღვანელის ხელმოწერა
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა
თარიღი
შეფასება ხდება ქულების დაჯამების შედეგად, საიდანაც ხდება საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა.
1-დან 2 ქულამდე – კარგი
2-დან 3 ქულამდე – ძალიან კარგი
3-დან 4 ქულამდე – აჭარბებს მოლოდინს
დანართი №3
დანართი №4