აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.04.2012
ძალის დაკარგვა 17.04.2025
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 430080000.33.058.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; }
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; }
p.BodyText1, li.BodyText1, div.BodyText1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.BalloonText1, li.BalloonText1, div.BalloonText1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:8.0pt; }
span.CharChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 45.0pt 35.45pt 56.7pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის №90
2012 წლის
5 აპრილი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის
– მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 56-ე მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი’’ და „ი1’’ ქვეპუნქტების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის
– მოწმობის ფორმა (დანართი
№
1).
2. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის
– მოწმობის გაცემის წესი (დანართი
№
2).
3. ეს ბრძანება
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ
. აბულაძე
დანართი
№
1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მ ო წ მ ო ბ ა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტრო
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამთავრების დამადასტურებელი
მოწმობა
სერია ––––––
№
––––––
მიეცა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მოსწავლის სახელი, გვარი)
რომელმაც –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წელს დაამთავრა
(სწავლის დამთავრების თარიღი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დაწესებულების სრული სახელწოდება, პროგრამის დასახელება (საფეხურის აღნიშვნით), პროგრამის ხანგრძლივობა)
და მიიღო შემდეგი შეფასებები
1.–––––––––––––––––––––––––––– 10.–––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––– 11.–––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––– 12.–––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––– 13.–––––––––––––––––––––––––––
5.–––––––––––––––––––––––––––– 14.–––––––––––––––––––––––––––
6.–––––––––––––––––––––––––––– 15.–––––––––––––––––––––––––––
7.–––––––––––––––––––––––––––– 16.–––––––––––––––––––––––––––
8.–––––––––––––––––––––––––––– 17.–––––––––––––––––––––––––––
9.–––––––––––––––––––––––––––– 18.–––––––––––––––––––––––––––
დირექტორი: ––––––––––––––––––––––––––– ბ.ა.
პასუხისმგებელი პირი: –––––––––––––––––––
გაცემის თარიღი: ––––––––––––––––––––
AUTONOMOUS REPUBLIC OF AJARA
MINISTRY OF EDUCATION, CULTURE AND SPORT
The Off-School Art Educational Establishment
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Certificate proving completion of the course
Serial –––– №
––––
It was given to –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––– who
has finished –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
In ––––––––––– with the following grades
1.–––––––––––––––––––––––––––– 10.–––––––––––––––––––––––––––
2.–––––––––––––––––––––––––––– 11.–––––––––––––––––––––––––––
3.–––––––––––––––––––––––––––– 12.–––––––––––––––––––––––––––
4.–––––––––––––––––––––––––––– 13.–––––––––––––––––––––––––––
5.–––––––––––––––––––––––––––– 14.–––––––––––––––––––––––––––
6.–––––––––––––––––––––––––––– 15.–––––––––––––––––––––––––––
7.–––––––––––––––––––––––––––– 16.–––––––––––––––––––––––––––
8.–––––––––––––––––––––––––––– 17.–––––––––––––––––––––––––––
9.–––––––––––––––––––––––––––– 18.–––––––––––––––––––––––––––
Director:
–––––––––––––––––––––––––
Seal
Responsible person: –––––––––––––––––
Date of Issue: –––––––––––––––––––
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის
– მოწმობის ფორმის აღწერილობა, მახასიათებლები და დამცავი ნიშნები
1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) გამოისახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი
,
ქართულ ენაზე
იბეჭდება წარწერა
– “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”და “მოწმობა”.
2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ (მარცხენა მხარე) ენებზე აღინიშნება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება
– “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით, მოწმობა, დოკუმენტის სერია, ნომერი (სერია უნდა შედგებოდეს 2 ლათინური შრიფტისაგან, რომელიც განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით). ნომერი უნდა შედგებოდეს 6 ციფრისაგან
– 000001-დან ზევით უწყვეტად და თანმიმდევრულად), მოწმობის მფლობელის სახელი-გვარი, სწავლის დამთავრების თარიღი, შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სრული სახელწოდება, პროგრამის დასახელება, კონკრეტული საფეხურის გავლის შემთხვევაში კი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით, პროგრამის ხანგრძლივობა, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).
3. მოწმობა უნდა დამზადდეს 200-250 გრ. ცარცის ქაღალდზე A4 (გადაკეცილი A5) ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება
– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და წარწერა
– მოწმობა (დიდი შრიფტით). მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზები და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის გარეკანი და მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული დეკორატიულ დამცავ ჩარჩოში.
4. მოწმობის გაყალბებისგან დამცავ ნიშნებად განისაზღვროს:
ა) ყველა ხაზი შესრულებული მიკროშრიფტით, უწყვეტი შესაბამისი წარწერით;
ბ) დამცავი (გილოშირებული) ბადეები.
დანართი №2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული
სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - მოწმობის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში
– სამინისტრო), სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში
– დაწესებულება) დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის
– მოწმობის ფორმების (შემდგომში
– ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
2. ფორმების დაკვეთას ახორციელებს სამინისტრო მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმების გამოტანის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში
– მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს (შემდგომში - უფლებამოსილი პირი).
მუხლი 2🔗. ფორმების შენახვა და გაცემა
1. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
2. ფორმების შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა
1.
ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
2. ფორმების მისაღებად სამინისტროში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ბრძანებით დამტკიცებული კურსდამთავრებული მოსწავლეების სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
3. სამინისტროდან ფორმების გატანის უფლება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად აქვს დაწესებულების დირექტორს ან სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს (შემდგომში
– პასუხისმგებელი პირი).
4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში შესაბამისი ვადით.
მუხლი 4🔗. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემის წესი
1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმეტის
– მოწმობის (შემდგომში
– მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებული მოსწავლის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით.
2. მოწმობების რეგისტრაციას, შევსებას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს პასუხისმგებელი პირი.
3. ფორმების მიღება-ჩაბარება, დაწესებულების მიერ გაცემული და
გამოსაყენებლად უვარგისი ჩამოწერილი მოწმობები და სხვა, აღირიცხება მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი დაწესებულების
ბეჭდით
დამოწმებული).
4.
ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში. აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
5. მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ფორმების დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ხდება გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ფორმის ჩამოწერა ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.
6. მოწმობის გაცემა წარმოებს პასუხისმგებელი
პირის მიერ, კურსდამთავრებული მოსწავლის დაბადების მოწმობის ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
7. მოწმობის გატანა
დასტურდება კურსდამთავრებული მოსწავლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჟურნალში გაკეთებული ხელმოწერით (შენიშვნა
– არასრულწლოვან მოსწავლეზე გასაცემი მოწმობის გატანის უფლებამოსილება გააჩნია მის კანონიერ წარმომადგენელს).
8. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.
9. დაწესებულება ვალდებულია წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესით ფორმების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა უზრუნველყოს მოწმობების გაცემა კურსდამთავრებულ მოსწავლეებზე.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 20 დღის ვადაში დაწესებულება სამინისტროში წარადგენს მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალის დამოწმებულ ასლს.
მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამინისტროს ჩამოწერის აქტთან და კომისიის ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.
4. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
მუხლი 6🔗. მოწმობის განმეორებით გაცემის წესი
გაცემული მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ახალი მოწმობის გაცემისათვის დაწესებულება, კურსდამთავრებული მოსწავლის განცხადების საფუძველზე მიმართავს სამინისტროს. შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სამინისტროსთან შეთანხმებით დაწესებულება დაკარგული მოწმობის ნაცვლად გასცემს მოწმობის დამოწმებულ ქსეროასლს დაწესებულებაში შენახული მოწმობის ქსეროასლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში ქსეროასლის დედანთან შესაბამისობის დასტურად მოწმობის ქსეროასლის უკანა მხარეს კვლავ დაესმება დაწესებულების ბეჭედი, კალმით მიეთითება წარწერა
– „სწორია“, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების ხელმძღვანელი.