"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №10
201 2 წლის 26 აპრილი
ქ. ბათუმი
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დაადგინა:
1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებ ის (რეგლამენტი ს ) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/ 12/2011წ ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016049) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების პირველი მუხლის მე -6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საკრებულოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №501. ”;
ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს ადგილსამყოფელი (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირ ი №501 ) საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.”;
გ) დებულების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.khelvachauri.ge,ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №501) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. აუცილებლობის შემთხვევაში კი გაზეთ ,,აჭარაში ”. ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება ადგილი, სადაც მისვლა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავისუფლად, ყოველგვარი საშვისა და ნებართვის გარეშე. “.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით , მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ . ფარტენაძე