სს „ზესტაფონმშენი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ზესტაფონმშენის” აქციონერთა საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ზესტაფონმშენის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 30 მაისს დღის 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ. 14.
სს „ზესტაფონმშენის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 4 მაისი.
დღის წესრიგი:
1. 2011 წლის სამეურნეო-საფინანსო შედეგების განხილვა-დამტკიცება.
2. 1998 წლის 31 მარტის სს „ზესტაფონმშენის” აქციონერთა საერთო კრების ოქმის შედეგების დადასტურება-ლეგიტიმაცია და, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალის შემცირება.
3. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.
4. რეორგანიზაცია _ საწარმოს გაყოფა;
5. ცვლილებები საწესდებო კაპიტალში.
6.წესდების ახალი რედაქციით დამტკიცება .
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ზესტაფონმშენის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
– ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2012 წლის 4 მაისის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ზესტაფომშენის” რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
სს „ზესტაფონმშენის” დირექტორი დ. სვიანაძე