⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.06.2006)

მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ

მიღების თარიღი 23.07.1999
ძალის დაკარგვა 09.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2341
სარეგისტრაციო კოდი 240.130.000.05.001.000.666
გამოქვეყნების წყარო სსმ, 40(47), 11/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,772 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.07.1999 მიღება
09.06.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.75pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1641 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ.,მუხ.119 თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და მხარდაჭერის ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს. 2. მცირე  და საშუალო საწარმოთა შესახებ კანონმდებლობა შედგება ამ კანონისაგან, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.     მუხლი 2🔗 1. საქართველოს ტერიტორიაზე მცირე და საშუალო საწარმოებს განეკუთვნება „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და საწარმოს წლიური ბრუნვა არ აღემატება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: ა) მრეწველობაში 40 დასაქმებულსა და 500 ათას ლარს; ბ) მშენებლობაში 20 დასაქმებულსა და 300 ათას ლარს; გ) ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში 20 დასაქმებულსა და 200 ათას ლარს; დ) სოფლის მეურნეობაში 20 დასაქმებულსა და 150 ათას ლარს; ე) საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 10 დასაქმებულსა და 50 ათას ლარს; ვ) განათლებაში, ჯანმრთელობის დაცვასა და კულტურაში 25 დასაქმებულსა და 60 ათას ლარს; ზ) სხვა სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას 15 დასაქმებულსა და 100 ათას ლარს. 2. მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერ ორგანიზაციებს განეკუთვნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი რეგისტრირებული კავშირები და ფონდები, რომელთა უმთავრესი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის დახმარების გაწევა.     მუხლი 3🔗 საწარმო არ ჩაითვლება მცირედ, თუ: ა) მისი საწესდებო კაპიტალის 25%-ზე მეტი ეკუთვნის პირს ან პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მცირე და საშუალო საწარმოთა ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური მომსახურება.     მუხლი 4🔗 1. მცირე საწარმოში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით, მათ შორის, შეთავსებით მომუშავეთა (სეზონურად დასაქმებულთა გამოკლებით), აგრეთვე იურიდიული პირის წარმომადგენლობების თანამშრომელთა გათვალისწინებით, რაც აისახება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონულ ორგანოებში წარდგენილ მცირე საწარმოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის წლიურ აგრეგირებულ (ნაერთ) ფორმებში. 2. წინა ფინანსური წლის არმქონე ახლად შექმნილ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრება მათ მიერ რეგისტრაციის გავლიდან წლის ბოლომდე პერიოდისათვის. 3. მე-2 მუხლით დადგენილი რაოდენობის გადამეტების დღიდან საწარმო არ ჩაითვლება მცირე საწარმოდ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით მცირე და საშუალო საწარმოებს არ დაეკისრებათ დამატებითი ანგარიშგების წარმოების ვალდებულება, გარდა კანონმდებლობით დადგენილისა.     მუხლი 5🔗 მცირე და საშუალო საწარმოთა წლიური ბრუნვა წარმოადგენს მათ მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებულ მთლიან ამონაგებს. თავი II. მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი     მუხლი 6🔗 1. მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და მხარდაჭერის საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით იქმნება მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). 2. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს ცენტრალური და რეგიონული ოფისები, რომელთა მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისათვის დახმარება. მას მართავს და წარმოადგენს დირექტორი. 3. ცენტრს დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდის – სახაზინო საწარმოს მთელი ქონება და მიზნების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. 4. ცენტრის დირექტორს საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 5. ცენტრს არა აქვს უფლება გამოსცეს მცირე და საშუალო მეწარმეობის მარეგულირებელი დოკუმენტები, გარდა შიდა ოპერატიული საქმიანობისათვის განკუთვნილი დოკუმენტებისა.     მუხლი 7🔗 1. ცენტრის ფუნქციებია: ა) მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების სტიმულირების სახელმწიფო პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა კოორდინაცია; ბ) მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებასთან დაკავშირებული კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება და მათზე დასკვნების გაკეთება; გ) მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და დაფინანსების პროგრამათა შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება; დ) მცირე და საშუალო საწარმოთა მუშაკებისათვის სასწავლო კურსებისა და სემინარების ორგანიზება; ე) მცირე და საშუალო საწარმოთა ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება; ვ) მცირე და საშუალო საწარმოთა სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის ანალიზი და შეფასება; ზ) დახმარება უცხოელი და ადგილობრივი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტიციების განსახორციელებლად; თ) მცირე და საშუალო საწარმოებთან და მათ მხარდამჭერ ორგანიზაციებთან სისტემატური შეხვედრების მოწყობა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოსაყალიბებლად; ი) მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების სტიმულირების სხვა ღონისძიებათა განხორციელება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ცენტრი ახორციელებს ადგილობრივ, უცხოურ, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.     მუხლი 8🔗 1. ცენტრი ადგენს და აწარმოებს საინფორმაციო სისტემას მონაცემთა ბაზით, რომელიც მოიცავს: ა) მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში; ბ) მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერ ორგანიზაციებს; გ) ცნობებს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ინფორმაციისა და საკონსულტაციო მომსახურების გამწევ ორგანიზაციათა და პირთა შესახებ; დ) ინფორმაციას მცირე და საშუალო საწარმოთათვის პროექტების, ტენდერების, პროგრამებისა და სასწავლო კურსების შესახებ; ე) მონაცემებს ინვესტიციების თაობაზე მცირე და საშუალო საწარმოებში ან მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს ცენტრის საკომუნიკაციო და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ნაწილს. 3. ცენტრი ამ სისტემის შექმნის პროცესში თანამშრომლობს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სამრეწველო პალატებთან და დარგობრივ კავშირებთან; 4. მონაცემები მიიღება ოფიციალური წყაროებიდან და მცირე და საშუალო მეწარმეობით დაინტერესებული ორგანიზაციების გამოკვლევათა შედეგად მოპოვებული მასალებიდან.     მუხლი 9🔗 ცენტრისა და მისი რეგიონული ორგანოების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს მცირე და საშუალო საწამოთა საკოორდინაციო საბჭო. თავი III. მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭო     მუხლი 10🔗 1. მცირე და საშუალო საწარმოთა საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის განმახორციელებელ და ცენტრის საქმიანობის წარმმართველ ორგანოს. 2. საბჭოს წევრებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ორი წლის ვადით, 13 კაცის შემადგენლობით, რომელთაგან: ა) ექვსი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა, საგარეო, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენელია; ბ) ხუთი თითოეული რეგისტრირებული მცირე საწარმოს მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენელია; გ) ერთი ეროვნული ბანკის წარმომადგენელია; დ) ერთი სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელია. 3. საბჭოს წევრები საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის არ იღებენ რაიმე სახის ანაზღაურებას. 4. კანდიდატურების წარდგენა საბჭოში წარმოებს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 5. გადაწყვეტილება საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ მიიღება კანდიდატურების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 6. საბჭოს წევრთა გადადგომა ხდება საკუთარი სურვილით ან მათი წარმდგენი ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე. 7. საბჭოს ყოფილი წევრის ნაცვლად ახალი წევრის დანიშვნა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. კანდიდატურის წარდგენა ხდება საბჭოს წევრის გადადგომიდან ან გათავისუფლებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. 8. საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან წევრთა ხმების უმრავლესობით. 9. საბჭოს სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ორი მესამედი მაინც. 10. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. თავი IV. მცირე  და საშუალო საწარმოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების სტიმულირების ღონისძიებანი     მუხლი 11🔗 მცირე და საშუალო საწარმოთა ჩამოყალიბებას და განვითარებას ხელი ეწყობა: ა) ფინანსური დახმარებით; ბ) მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით; გ) მცირე და საშუალო საწარმოთათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევით; დ) ამ საწარმოთა მუშაკების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროექტების განხორციელებით; ე) მცირე და საშუალო საწარმოთათვის ლიზინგური მომსახურების გაწევით; ვ) მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით; ზ) ამ, ან საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა შესაბამისად.     მუხლი 12🔗 საბჭო მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების რეალიზაციის მიზნით წინასწარ საჯაროდ აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას: ა) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერის არსებული პროგრამების სახეობის, შინაარსისა და მიმართულებების შესახებ; ბ) პროგრამებში მონაწილეობის უფლების მქონე მცირე და საშუალო საწარმოთა კონკრეტული მახასიათებლების, მათ შორის, დასაქმებულთა რაოდენობისა და საწარმოთა წლიური ბრუნვის მაჩვენებელთა თაობაზე; გ) პროგრამების მიხედვით გასანაწილებელი სესხების მოცულობათა, საპროცენტო განაკვეთებისა და ვადების შესახებ.     მუხლი 13🔗 ცენტრი სახსრებს არ გამოუყოფს ნებისმიერ საწარმოს ან ორგანიზაციას, რომელიც იმყოფება საბჭოს წევრის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მასთან ურთიერთდამოკიდებული პირის საკუთრებაში. ამ პუნქტის დარღვევით სახსრების გაცემის შემთხვევაში თანხები დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება ცენტრს.     მუხლი 14🔗 ცენტრის ფინანსური საქმიანობის აუდიტი ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. დასკვნა აუდიტის თაობაზე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.     მუხლი 15🔗 1. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ევალება ყოველწლიურად ჩაატაროს მცირე და საშუალო საწარმოთა საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად და ცენტრის მიაწოდოს შეჯამებული ინფორმაცია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კვლევისა და დაკვირვების შედეგებს, ასევე დამატებით მოპოვებულ ინფორმაციას ცენტრის თავმჯდომარე ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.     მუხლი 16🔗 1. მცირე და საშუალო საწარმოებს ეწევათ ფინანსური მხარდაჭერა: ა) მცირე და საშუალო საწარმოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისათვის; ბ) მცირე და საშუალო საწარმოების მუშაკებისათვის სასწავლო კურსებისა და სემინარების ორგანიზებისათვის; გ) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურებისათვის, მათ შორის, გზისმკვლევებისა და ბროშურების გამოსაცემად. 2. მცირე და საშუალო საწარმოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება პირდაპირი ინვესტირების გზით და/ან ტენდერის წესით შერჩეული კომერციული ბანკების მეშვეობით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად ფინანსური მხარდაჭერის ოდენობას, ფორმასა და პროპორციებს ადგენს საკონსულტაციო საბჭო. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული სახსრების წყარო შეიძლება იყოს: ა) ცენტრის შემოსავლები; ბ) დაფინანსება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის, პრივატიზებიდან მიღებული თანხები; გ) საერთაშორისო და რეგიონული ტექნიკური და ეკონომიკური დახმარება; დ) უცხოური სესხები; ე) ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანები; ვ) უცხოური ინვესტიციები.     მუხლი 17🔗 ცენტრის საქმიანობა ფინანსდება მოცემული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, აგრეთვე საკუთარი შემოსავლებითა და შემოწირულობებით.     მუხლი 18🔗 საქართველოს სამინისტროები და სხვა სამთავრობო დაწესებულებები პროგრამების განხორციელებისას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითვალისწინებენ: ა) მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას; ბ) მცირე და საშუალო საწარმოების საექსპორტო საქმიანობის გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას; გ) მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტიციების განხორციელების სტიმულირებას; დ) მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესებას; ე) ამ საწარმოთა მუშაკების პროფესიული კვალიფიკაციისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.     მუხლი 19🔗 მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 20🔗 კერძო მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერასა და განვითარებასთან დაკავშირებული ერთობლივი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ შექმნან კავშირები და ფონდები.     მუხლი 21🔗 მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით.     მუხლი 22🔗 მცირე და საშუალო საწარმოები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.     მუხლი 23🔗 მცირე საწარმოების მიმართ გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების გამარტივებული სისტემა. თავი V. დასკვნითი დებულება     მუხლი 24🔗 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი           ე. შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 23 ივლისი №2341–რს შეტანილი ცვლილებები: 1.     საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ.,მუხ.239 2.     საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ.,მუხ.41 3.     საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ.,მუხ.88 4.     საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1641 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ.,მუხ.119 5.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2006 წლის 24 მაისის კანონი №3086 - სსმ I, №20, 09.06.2006 წ.,მუხ.165