„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№156
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016829
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №156

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის21მაისის№39დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის   მე -4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის2004წლის21მაისის №39დადგენილებაში (სსმ , 2004წ., მუხ .462 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების41 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 41 . შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს:

ა)სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება,სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით :

ა.ა ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ა.ბ ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

ა.გ )  სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის , ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ა.დ ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის , სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ა.ე )  სამინისტროს აქტივების , სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ა.ვ ) სხვა საქმიანობა ,რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას , „სახელ მ წიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

ბ)სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებები :

ბ.ა )  სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება ,მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

ბ.ბ ) სამინისტროს   სისტემაში        თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება , შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ.გ ) სამინისტროს   სისტემის          თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის , სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

ბ.დ ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;

ბ.ე ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში,მინისტრთან შეთანხმებით,მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;

ბ.ვ ) დეპარტამენტის„ცხელი ხაზის“ფუნქციონირების უზრუნველყოფა .“.

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს2012 წლის15 მაისიდან.

პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური