წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2012
ძალაში შესვლა 17.04.2012
ძალის დაკარგვა 15.12.2012
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №6329
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016073
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Calibri","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
span.apple-converted-space {mso-style-name:apple-converted-space; font-family:"Times New Roman","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 6329
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №127 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს: „წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯ. ებანოიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №24495 - ვებგვერდი, 13.11.2012წ. (ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2012 წლის 15 დეკემბრიდან)
წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტი (შემდგომში – რეგლამენტი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში –შემოსავლების სამსახური) მიერ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მიზანს, მის აღწერილობას, წამახალისებელი გათამაშების დაწყებისა და დასრულების პერიოდს, წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელ პირობებსა და ორგანიზებასთან დაკავშირებულ ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მიზანი, წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობა, წამახალისებელი გათამაშების დაწყებისა და დასრულების პერიოდი
1. წამახალისებელი გათამაშება ეწყობა მომხმარებელთა მიერ GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატის მიერ ამობეჭდილი ჩეკის (შემდგომში – ბილეთი) მოთხოვნის სტიმულირების მიზნით.
2. წამახალისებელი გათამაშება ეწყობა 2012 წლის 18 აპრილიდან და გრძელდება 2012 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.
3. წამახალისებელი გათამაშება ეწყობა ყოველ დღე და მასში მონაწილეობას იღებს ყველა ბილეთი, რომელიც გააქტიურებულია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ.
4. ბილეთის გააქტიურება შესაძლებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ ბილეთის გადამოწმებით:
ა) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით – www.rs.ge;
ბ) სწრაფი გადახდის აპარატების (TBC Pay და Pay Box) საშუალებით;
გ) მობილური ტელეფონის საშუალებით („შპს ჯეოსელის“ (Geocell) და „შპს მაგთიკომის“ (Magti) აბონენტებისათვის, USSD სერვისის გამოყენებით *200 #ნომრის აკრეფით) .
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადამოწმების საშუალებები წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველი პირისათვის უფასოა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადამოწმების საშუალებებს ირჩევს წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს გადამოწმების საშუალებების შესაბამის ველში შეჰყავს ბილეთზე მითითებული ორი უნიკალური კოდი (ე.წ. შტრიხკოდის მარცხენა ზედა კუთხეში მითითებული ექვსნიშნა კოდი და მარცხენა ქვედა კუთხეში სიმბოლოების „DY“-ის შემდეგ მითითებული რვა ნიშნა კოდი). აღნიშნული ორი უნიკალური კოდის შეყვანის შემდეგ პირი მომენტალურად იღებს ერთ-ერთ შეტყობინებას:
ა) მოგების შემთხვევაში – „გილოცავთ, თქვენ მოიგეთ (N) ლარი; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით (+99532) 2 421 200. გმადლობთ, რომ მოითხოვეთ ჩეკი“;
ბ) არმოგების შემთხვევაში – „სამწუხაროდ, თქვენ ვერ მოიგეთ. ყოველი ახალი ჩეკი მოგების ახალ შანსს გაძლევთ. გმადლობთ, რომ მოითხოვეთ ჩეკი“;
გ) კოდის არასწორად შეყვანის შემთხვევაში – „თქვენ არასწორად შეიყვანეთ კოდი. გთხოვთ, სცადოთ თავიდან“.
7. ბილეთი მხოლოდ ერთხელ იღებს მონაწილეობას გათამაშებაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ არის იგი გადამოწმებული.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №24495 - ვებგვერდი, 13.11.2012წ.
მუხლი 3🔗. წამახალისებელი გათამაშების აღწერილობა, წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვებულის გამოვლენა და მოგების გაცემა
1. წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულის გამოვლენა ხოლციელდება ელექტრონული პროგრამის (ალგორითმის) საშუალებით (შემდგომში – პროგრამა).
2. პროგრამის ტექნიკურ უზრუნველყოფას და სპეციალური ვებსერვისის შექმნას (რომელიც გულისხმობს ალგორითმის, ჩეკის გადამოწმებისა და თანხის გაცემის პროგრამულ უზრუნველყოფას) უზრუნველყოფს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანია (შემდგომში – ლატარიის კომპანია) შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. შემოსავლების სამსახური ლატარიის კომპანიას პერიოდულად აწვდის ყველა საკონტროლო სალარო აპარატის ნომერს.
4. პროგრამა შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული საკონტროლო სალარო აპარატის ნომრებიდან ყოველდღე ალბათობით შეარჩევს გარკვეული რაოდენობის საკონტროლო სალარო აპარატის ნომრებს, რომელზედაც ალბათობით განისაზღვრება მოგებახვედრილი ბილეთების რიგითობა. შესაბამისი ალბათობით, პროგრამულად განისაზღვრება მოგებული ბილეთების ოდენობა და მოგებების კატეგორია.
5. მოგებების კატეგორიები გულისხმობს, რომ ყოველდღე გათამაშდება 10, 20, 50 ან 100- ლარიანი მოგება, 30 კალენდარული დღის განმავლობაში 2-ჯერ გათამაშდება 10 000 ლარიანი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) მოგება, ხოლო წამახალისებელი გათამაშების მთელი პერიოდის მანძილზე 4-ჯერ გათამაშდება 50 000 ლარიანი მოგება (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
6. მოგება გაიცემა სს „კორ სტანდარტ ბანკის“ (KSB)/სს „ლიბერთი ბანკის“ (Liberty Bank)/„სს ბაზისბანკის (BASISBANK)/„სს პრივატბანკის (PrivatBank) ნებისმიერ ფილიალში (შემდგომში -ბანკი), შემოსავლების სამსახურსა და სს „კორ სტანდარტ ბანკს (KSB)/სს „ლიბერთი ბანკს“ (Liberty Bank)/სს „ბაზისბანკს“ (BASISBANK)/„სს პრივატბანკს“ (PrivatBank) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოგება გაიცემა ბილეთის მოგებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ამასთან, მომგებიანი ბილეთის მფლობელი ვალდებულია ბანკში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოგებული ბილეთი. ბანკი პროგრამულად ამოწმებს მოგების ნამდვილობას და გასცემს შესაბამის მოგებულ თანხას. მოგებული ბილეთი რჩება მოგებული თანხის გამცემ შესაბამის ბანკში.
7. ბანკი აწარმოებს მოგებათა რეგისტრაციის ელექტრონულ რეესტრს , რომელსაც ლატარიის კომპანიის მიერ წერილობით დადასტურებულს წარუდგენს შემოსავლების სამსახურს.
8. გათამაშებაში მონაწილე პირი უფლებამოსილია გათამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გასაცნობად დარეკოს წამახალისებელი გათამაშების ცხელ ხაზზე (+995 32 3 421 200).