წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2012
ძალის დაკარგვა 09.07.2012
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,950 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2012 მიღება
09.07.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 44.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №19 2012 წლი ს 27 აპრილი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის          მე-5 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:    მუხლი 1🔗.    დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი თანდართული რედაქციით .    მუხლი 2🔗.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს – ოთარ ჩიტაიშვილს.     მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    საკრებულოს თავმჯდომარე                       მ. საღარეიშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის , ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. ეს წესი ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რწმუნებულთა (შემდგომში „რწმუნებული“) მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. რწმუნებულის ან მისი უფლებამოსილების შემსრულებელი პირის მიერ აქტის, ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. რწმუნებული 1. რწმუნებული არის პირი, რომელიც დანიშნულია ამ თანამდებობაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და სხვა ადმინისტრაციული აქტებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. 2. რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე.     მუხლი 3🔗. რწმუნებულის ფუნქციები და ვალდებულებები 1. რწმუნებულის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის № 12 დადგენილების შესაბამისად. 2. რწმუნებული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში უწევს მომსახურებას პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის, ადგილზე არყოფნის შემთხვევაში), ასევე ზეპირი ფორმით. 3. რწმუნებული, წინამდებარე დადგენილი წესით, ინახავს გაცემული დოკუმენტების პირებს და სხვა აქტებს. 4. რწმუნებული უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ტერიტორიული ორგანოს დებულებით, ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗. რწმუნებულის საქმიანობის პრინციპები რწმუნებულის საქმიანობა ხორციელდება მიუკერძოებლობის, კანონიერების, სამოხელეო პასუხისმგებლობის პრინციპების საფუძველზე.     მუხლი 5🔗. რწმუნებულის უფლებამოსილების შესრულება სხვა თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რწმუნებულის უფლებამოსილება შეიძლება შეასრულოს ტერიტორიული ორგანოს მოხელემ გამგებლის ბრძანების საფუძველზე.     მუხლი 6🔗. რწმუნებულის უფლებები 1. რწმუნებულს უფლება აქვს: ა) გამოითხოვოს და მიიღოს უფლებამოსილების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის.     მუხლი 7🔗. უარი რწმუნებულისთვის უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე 1. რწმუნებულს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა უფლებამოსილებით მინიჭებული მოქმედების შესრულებაზე ან/და სხვა კანონით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე. 2. უარის გაცხადებისას, რწმუნებული გამოსცემს წერილობით განმარტებას, რომელშიც მიეთითება: ა) რწმუნებულის სახელი და გვარი, ტერიტორიული ორგანოს სახელწოდება; ბ) წერილობითი განმარტების მიღების თარიღი; გ) იმ პირის მონაცემები, რომელსაც ეთქვა უარი მომსახურების ან/და მოქმედების შესრულებაზე; დ) საქმის გარემოებები და უარის თქმის საფუძვლები; ე) გასაჩივრების წესი.     მუხლი 8🔗. პროფესიული საიდუმლოება 1. რწმუნებული ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს მიმმართველი პირის პირადი ცხოვრების შესახებ ყველა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა რწმუნებულის ფუნქციების შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაში რჩება თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. 2. ანდერძის შესახებ ნებისმიერი ცნობა ან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ იმ პირობით, თუ წარდგენილი იქნება მოანდერძის გარდაცვალების მოწმობა.      მუხლი 9🔗. რწმუნებულის ბეჭედი და ხელმოწერა 1. რწმუნებულის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან ისე, რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება თითოეულ ფურცელზე. შესრულებულ მოქმედებას რწმუნებულის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არ აქვს იურიდიული ძალა. რწმუნებულის ბეჭედი დაისმება რწმუნებულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი, რწმუნებულის მიმართვა, განმარტებითი წერილი, და სხვა. 2. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტს დასმული აქვს რწმუნებულის ხელმოწერა და არ აქვს დასმული ბეჭედი, დოკუმენტი უნდა წარედგინოს უფლებამოსილ რწმუნებულს ბეჭდის დასასმელად. თუ იმ დროისათვის ბეჭედი, რომელიც რწმუნებულს ჰქონდა რწმუნებულის მოქმედების შესრულების მომენტისთვის, განადგურებულია, მაშინ რწმუნებული ვალდებულია ხარვეზის გამოსასწორებლად დოკუმენტს დაუსვას ის ბეჭედი, რომელიც აქვს ხარვეზის გამოსწორების მომენტისათვის და ამის შესახებ დოკუმენტზე (ბეჭდის დასმის ადგილზე) გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა. 3. რწმუნებული ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში რწმუნებული ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს მოხელე გამგებლის ბრძანების საფუძველზე. თავი II უფლებამოსილებათა შესრულების ზოგადი დებულებები     მუხლი 10🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტები 1. რწმუნებული ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. რწმუნებული ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.  2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, რწმუნებული უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). რწმუნებული ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ქმედუნარიანობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში. 3. რწმუნებული ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი პირი, მოწმეები) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, დასაშვებია პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. 4. თუ რწმუნებულს ეჭვი ეპარება მონაწილის ქმედუნარიანობაში ან წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, რწმუნებული ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე. 5. რწმუნებული ვალდებულია, აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ისე მოწმეთა პირადობის მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი). 7. რწმუნებულს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.     მუხლი 11🔗. საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემა 1. საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში რწმუნებული გასცემს ცნობებს ნოტარიუსის ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ან რწმუნებულის მიერ შედგენილი ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. 2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი - შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით. 3. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა. 4. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და იგი მოწმდება რწმუნებულის ხელმოწერითა და ბეჭდით ამ წესის შესაბამისად. 5. სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, ან/და გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება, აგრეთვე, ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. 6. თუ ამ წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და დოკუმენტი მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.     მუხლი 12🔗. დოკუმენტების (აქტი, ცნობა) შედგენის ტექნიკური წესები 1. დოკუმენტები უნდა შედგეს მკაფიო და ნათელი ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება. 2. დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს ბურთულიანი ავტოკალამი. 3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით) შედგენა. 4. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. 5. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია. 6. საბუთები, რომელთა საფუძველზე შედგა აქტი და რომლებიც უნდა დარჩეს რწმუნებულთან, დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება რწმუნებულთან რეესტრში. 7. თუ რწმუნებულთან წარდგენილი დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც: ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე. დოკუმენტზე მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა; ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა, ხოლო თუ დოკუმენტის ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ბეჭედი, ამ შემთხვევაში თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა.     მუხლი 13🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტებისა და ცნობების ენა 1. აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, აქტის მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, რწმუნებული ოქმის შედგენას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. 2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ. 3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 14🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველ აქტზე ხელმოწერის წესი აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს აქტის ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი) რწმუნებულის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. აქტის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ აქტს ხელს აწერს და შესაბამისი ბეჭდით ამოწმებს რწმუნებული. თავი III რწმუნებულის მიერ გაცემულ დოკუმენტაციათა რეესტრი     მუხლი 15🔗. დოკუმენტაციათა რეესტრი 1. რწმუნებული ვალდებულია აწარმოოს რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება შემოსული განცხადებები და მის მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტი, 2. რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) შემოსული განცხადებების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი); ბ) დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი; გ ) ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და/ან პირის, რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი. თავი IV ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები     მუხლი 16🔗. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ 1. საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ ცნობა შესაძლებელია იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ, ასევე ნებისმიერი მოძრავი ქონების (მაგ., შინაური ცხოველები და ფრინველები, ნივთები გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) შესახებ. ცნობა გაიცემა ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. ცნობაში მიეთითება სასოფლო-სამურნეო პროდუქციის სავარაუდო მაქსიმალური ოდენობა.  2. ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ №96 ბრძანების შესაბამისად. თავი V ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები     მუხლი 17🔗. აქტი ოჯახის შემადგენლობის შესახებ 1. ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილი (ასევე არასრულწლოვანი) ან გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. 2. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი ოჯახის შემადგენლობის შესახებ გაიცემა ამ წესის II თავის შესაბამისად. ოჯახის წევრების ნათესაური კავშირი აქტში ჩაიწერება განმცხადებელთან მიმართებით.     მუხლი 1🔗 8. აქტი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე 1. აქტი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი ცხოვრობს ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 2. აქტში მითეთებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, რომელი წლიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე. სასურველია თუ დადგინდება თვე და რიცხვიც.     მუხლი 19🔗. აქტი ქონების ფაქტობრივი ფლობა/განკარგვის თაობაზე აქტი ქონების (უძრავი ქონება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) ფაქტობრივი ფლობა/განკარგვის თაობაზე გაიცემა კომუნალური გადასახადის დამადასტურებლის დოკუმენტის ან/და ამ წესის II თავის შესაბამისად.