სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქელექტრომანქანის” აქციონერთა რიგითი კრების მოწვევის შესახებ
7 ივნისს შედგება სს „საქელექტრომანქანის” აქციონერთა რიგითი კრება, სააქციო საზოგადოების სააქტო დარბაზში 15:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის მე-3 შესახვევი, №4
შემდეგი დღის წესრიგით:
1. ყოფილი გენ. დირექტორის ნ. ბარელაძის 2010-2011 წლების ანგარიში (მომხსენებელი ნ. ბარელაზე)
2. ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში (მომხსენებელი გ. გაგულიძე)
3. სს-ის კუთვნილი საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის არარსებობა _ სავარაუდოდ მოპარვის შესახებ (მომხსენებლები 1. ნ. ბარელაძე, 2. ზ. დარჩიაშვილი)
4. ბილაინისა და მაგთის მიერ იჯარის თანხების ი. მაჭავარიანის პირად ანგარიშზე გადარიცხვის მართლზომიერების შესახებ (მომხსენებელინ.ბარელაძე)
5. სააქციო საზოგადოებისთვის წამგებიანი ხელშეკრულების სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციით გაფორმების გარემოებების შესახებ. (მომხსენებელი გ. გაგულიძე).
6. დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების წარმოქნის შესახებ (მომხსენებელი ნ. ბარელაძე)
7. სამეთვალყურეო საბჭოს ხელფასების განსაზღვრის შესახებ
8. ავარიული კორპუსების სახურავებისა დაზიანებული მზიდი კედლების შეკეთების აუცილებლობის შესახებ.
9. მეიერი კრიხელის განცხადების განხილვა უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ (უკვე მეხუთედ)
10. აუცილებელი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისათვის კრედიტის აღების შესახებ
11. სხვადასხვა.
გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით აქციონერთა საერთო კრებას აძლევენ შემდეგ რეკომენდაციას:
1. იმის გამო, რომ ყოფილ გენ. დირექტორს და ყოფილ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მიუხედავად არაეთგზის მოთხოვნისა, არ წარმოუდგენიათ აღნიშნული დოკუმენტები განსახილველად, სამეთვალყურეო საბჭომ ვერ იმსჯელა ყოფილი გენ. დირექტორისა და ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის 2010-2011 წლების ანგარიშებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო ვერ აძლევს აქციონერთა საერთო კრებას რეკომენდაციებს.
2. დღის წესრიგის ყველა დანარჩენ საკითხებზე სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა საერთო კრებას იმსჯელოს დეტალურად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.
აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 7 მაისი.
აქციონერებს თავიანთი უფლებამოსილება შეუძლიათ შეამოწმონ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ „საქართველოს რეგისტრატორთან” მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის №74ა ან უშუალოდ სს „საქელექტრომანქანაში” შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის მე-3 შესახვევი, №4.
გენ. დირექტორი ზ. დარჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“?
- „სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“ მიღებულია 02.05.2012. მიმღები ორგანო — სს „საქელექტრომანქანა“. დოკუმენტის ნომერი — №01/12.
- სად არის „სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ“, №01/12, 02.05.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1647254/