სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ
მიღების თარიღი 23.07.1999
ძალის დაკარგვა 26.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2347
სარეგისტრაციო კოდი 210.020.100.05.001.000.669
გამოქვეყნების წყარო სსმ, 39(46), 23/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონი 12.08.2003
დოკუმენტის ტექსტი
სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 45.0pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილ სალიცენზიო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის დაწესებული მოსაკრებლის სახეებსა და განაკვეთებს, ამ მოსაკრებლის გადახდევინების წესსა და ვადებს.
მუხლი 2🔗. სალიცენზიო მოსაკრებლის ცნება
სალიცენზიო მოსაკრებელი (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაწესებული ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებისა) არის საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ამ კანონით დაწესებული ოდენობით სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის.
მუხლი 3🔗. სალიცენზიო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი
სალიცენზიო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია საქმიანობა, რომელიც „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
მუხლი 4🔗. სალიცენზიო მოსაკრებლის გადამხდელები
სალიცენზიო მოსაკრებლის გადამხდელები არიან „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის მიმღები იურიდიული და ფიზიკური პირები.
მუხლი 5🔗. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთები
სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
1. საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანაზე:
ა) რეგულარულ საერთაშორისო გადაზიდვებზე – 3000 ლარი
ბ) არარეგულარულ საერთაშორისო გადაზიდვებზე – 1000 ლარი
გ) რეგულარულ შიდარესპუბლიკურ გადაზიდვებზე – 500 ლარი
დ) არარეგულარულ შიდარესპუბლიკურ გადაზიდვებზე – 50 ლარი
2. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობაზე – 500 ლარი
3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლში მოცემული საბროკერო კომპანიის საქმიანობის ერთ სახეზე – 300 ლარი
(ყოველ დამატებით სახეზე) – 50 ლარი
4. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლში მოცემული ბროკერის საქმიანობის ერთ სახეზე –75 ლარი
(ყოველ დამატებით სახეზე) –25 ლარი
5. სამკურნალო, ნარკოტიკულ საშუალებათა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა დამზადებაზე – 400 ლარი.
6. ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების დამზადებაზე – 400 ლარი
7. სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაზე:
ა) აფთიაქის საქმიანობაზე – 300 ლარი;
ბ) აფთიაქის ფილიალის საქმიანობაზე – 50 ლარი;
გ) ფარმაცევტული ბაზის საქმიანობაზე – 400 ლარი;
დ) საფერშლო-საბებიო ამბულატორიის საქმიანობაზე – 20 ლარი;
ე) საექიმო ამბულატორიის საქმიანობაზე – 40 ლარი;
ვ) პოლიკლინიკის, დისპანსერის საქმიანობაზე – 100 ლარი;
ზ) სოფლად მდებარე საავადმყოფოს საქმიანობაზე – 50 ლარი;
თ) ქალაქში მდებარე საავადმყოფოს საქმიანობაზე – 200 ლარი;
ი) ამ პუნქტის „დ”–„თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეების ნომენკლატურა (კოდიფიკაცია) განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და აღინიშნება ლიცენზიაში.
8. მედიკამენტების იმპორტზე – შემოტანილი მედიკამენტების ღირებულების 0,1%.
9. მედიკამენტების ექსპორტზე – 100 ლარი
10. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობაზე – 200 ლარი
11. აუდიტური ფირმის საქმიანობაზე – 300 ლარი
12. ინდივიდუალური აუდიტორის საქმიანობაზე– 150 ლარი
13. (ამოღებულია).
14. კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე – 30 ლარი
დამატებით თითოეულ სპეციალობაზე – 10 ლარი
15. სასარგებლო წიაღისეულის შესასწავლად – 200 ლარი
16. სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად:
ა) ნახშირის საბადოებზე – 1300 ლარი
ბ) ტორფისა და საპროპელიტის საბადოებზე – 450 ლარი
გ) შავი ლითონების საბადოებზე – 1400 ლარი
დ) ფერადი ლითონების საბადოებზე – 1200 ლარი
ე) კეთილშობილი ლითონების საბადოებზე – 850 ლარი
ვ) იშვიათი ლითონების საბადოებზე – 600 ლარი
ზ) სამთო-ქიმიური ნედლეულის საბადოებზე – 1100 ლარი
თ) არამადნეული ნედლეულის საბადოებზე:
თ.ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოებზე – 900 ლარი
თ.ბ) დიდ საბადოებზე – 1250 ლარი
ი) ძვირფასი ქვების საბადოებზე – 650 ლარი
კ) საშენი მასალების საბადოზე:
კ.ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოებზე – 900 ლარი
კ.ბ) დიდ საბადოებზე – 1250 ლარი
ლ) მინერალური წყლების საბადოებზე:
ლ.ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოებზე – 600 ლარი
ლ.ბ) დიდ საბადოებზე – 1800 ლარი
მ) ტალახის საბადოებზე – 500 ლარი
ნ) ნახშირორჟანგის გაზის საბადოებზე – 450 ლარი
ო) მიწისქვეშა თერმული წყლების საბადოებზე – 550 ლარი
პ) მიწისქვეშა მტკნარი წყლების საბადოებზე – 400 ლარი
17. მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენებისა და კუდებით სარგებლობისათვის – 500 ლარი
18. ბუნებრივი სიცარიელეების, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან და წიაღის იმ ობიექტების შექმნასთან, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს – 300 ლარი
19. იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობაზე – 100 ლარი
20. იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადებაზე – 100 ლარი
21. იარაღისა და საბრძოლო მასალების შეკეთებაზე – 100 ლარი
22. ლიცენზიის დუბლიკატის მისაღებად – 10 ლარი.
23. სადაზღვევო საქმიანობაზე:
ა) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი;
ბ) საპენსიო დაზღვევა (დამატებითი შემოსავლის დაზღვევა) – 500 ლარი;
გ) უბედური შემთხვევისაგან და ავადმყოფობისაგან დაზღვევა – 500 ლარი;
დ) სამედიცინო დაზღვევა – 500 ლარი;
ე) სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლარი;
ვ) საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლარი;
ზ) საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა – 500 ლარი;
თ) ტვირთების დაზღვევა – 500 ლარი;
ი) ყველა სახის ქონების დაზღვევა, გარდა ამ პუნქტის „ე”–„თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობებისა – 500 ლარი;
კ) ფინანსური რისკის დაზღვევა – 500 ლარი;
ლ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;
მ) გადამზიდველთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;
ნ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;
ო) ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა – 500 ლარი;
პ) ყველა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ამ პუნქტის „ლ”–„ო” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობებისა – 500 ლარი;
ჟ) გადაზღვევა – 500 ლარი.
24. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობაზე – 500 ლარი.
25. საბანკო საქმიანობაზე – 500 ლარი.
26. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობაზე – 50 ლარი.
261. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე – 10 ლარი.
27. საფონდო ბირჟის საქმიანობაზე – 2000 ლარი.
28. ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობაზე – 1000 ლარი.
29. ტირაჟიანი და უტირაჟო (მომენტალური), წამახალისებელი ლატარიების, ლოტოს, ტოტალიზატორის და სისტემური (ელექტრონული) თამაშების მოწყობისათვის – 1000 ლარი.
30. კაზინოების ექსპლუატაციაზე – 1500 ლარი.
31. მომგებიანი სათამაშო აპარატების ექსპლუატაციაზე – 1000 ლარი.
32. სათამაშო ბიზნესის სფეროში დაკავებულ ფიზიკურ პირთა საქმიანობაზე – 100 ლარი.
33. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობაზე:
ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები – 100 ლარი;
ბ) ქალაქთგეგმარება – 100 ლარი;
გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;
დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება – 100 ლარი;
ე) სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი;
ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება – 100 ლარი;
ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება – 100 ლარი;
თ) სამშენებლო-საპროექტო საქმიანობის ექსპერტიზა – 100 ლარი;
ი) ისტორიისა და კულტურის ძეგლების კონსერვაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ადაპტაცია – 200 ლარი;
კ) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი;
ლ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
მ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
ნ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ო) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი;
პ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
ჟ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი;
რ) საკაბელო ხაზების, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზების, რადიოსადგურების მშენებლობა – 200 ლარი;
ს) სპეციალური ნაგებობების მშენებლობა – 200 ლარი;
ტ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი;
უ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი;
ფ) ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები – 200 ლარი.
34. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოებაზე – 50 ლარი.
35. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთებაზე – 50 ლარი.
36. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავებისათვის – 1000 ლარი.
37. საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავებისათვის – 1000 ლარი.
38. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობაზე:
ა) საფოსტო კავშირით მომსახურება:
ა.ა. ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილებების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება 1000 ლარი;
ბ) ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება:
ბ.ა. ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება 2500 ლარი;
ბ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება 3000 ლარი;
ბ.გ. საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება 1000 ლარი;
ბ.დ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება 1000 ლარი;
ბ.ე. ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება 3000 ლარი;
გ) თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება:
გ.ა. ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება 1000 ლარი;
გ.ბ. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით 3000 ლარი;
გ.გ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით 1000 ლარი;
დ) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა:
დ.ა. მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა 1000 ლარი;
დ.ბ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით 1000 ლარი;
დ.გ. პერსონალური რადიოგამოძახებითი კავშირით მომსახურება 1000 ლარი;
დ.დ. ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 3000 ლარი;
დ.ე. საეთერო ტელერადიო-მაუწყებლობა 1000 ლარი;
დ.ვ. მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით 1000 ლარი;
დ.ზ. პეიჯინგური სისტემით მომსახურება 1000 ლარი;
დ.თ. თრანქული სისტემით მომსახურება 1000 ლარი;
დ.ი. საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო სისტემებით მომსახურება 1000 ლარი.
39. საბაჟო ბროკერის საქმიანობისათვის – 1000 ლარი.
40. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობისათვის – 1000 ლარი.
41. ნავთობის გადამუშავებისათვის, გაზის დამუშავებისათვის, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის:
ა) ნავთობის გადამუშავებისათვის – 3000 ლარი;
ბ) გაზის დამუშავებისათვის – 2500 ლარი;
გ) ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის – 2000 ლარი.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2405-სსმI,№43(50),21.09.1999წ.,მუხ.230
საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149
საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №810-სსმI,№8,31.03.2001წ.,მუხ.27
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1610-სსმI,№23,24.07.2002წ.,მუხ.105
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1863-სსმI,№1,08.01.2003წ.,მუხ.1
მუხლი 6🔗. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათების დადგენა
1. შეღავათები სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდაზე დგინდება ამ კანონით.
2. დაუშვებელია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.
მუხლი 7🔗. სალიცენზიო მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდის წესი
1. სალიცენზიო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სალიცენზიო მოსაკრებელი გადაიხდება ლიცენზიის გაცემამდე. ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მისი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სხვა საბუთებთან ერთად წარუდგინოს ლიცენზიის გამცემ შესაბამის ორგანოს.
3. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმებით.
4. ზედმეტად გადახდილი თანხა ლიცენზიის მაძიებელ პირს უბრუნდება 20 დღის ვადაში, მისი წერილობით განცხადების მიღების დღიდან.
მუხლი 8🔗. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი
1. სალიცენზიო მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 9🔗. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით (ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ მიღებული აქტების გარდა) ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) „არასახელმწიფო საერო სასწავლებლების საექსპერტო-სალიცენზიო ხარჯების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 1995 წლის 6 ივლისის №259 ბრძანება;
ბ) „საქართველოს სააფთიაქო დაწესებულებებზე ლიცენზიების გასაცემად დადგენილი სალიცენზიო ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 აპრილის №137/ო ბრძანება;
გ) საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 31 ივლისის №347/ო, ბრძანება;
დ) საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1996 წლის 1 ნოემბრის №514/ო ბრძანება.
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2405-სსმI,№43(50),21.09.1999წ.,მუხ.230
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი
1999 წლის 23 ივლისი.
№2347–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2405-სსმI,№43(50),21.09.1999წ.,მუხ.230
2. საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №686-სსმI,№51,30.12.2000წ.,მუხ.149
3. საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №810-სსმI,№8,31.03.2001წ.,მუხ.27
4. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1610-სსმI,№23,24.07.2002წ.,მუხ.105
5. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1863-სსმI,№1,08.01.2003წ.,მუხ.1
6. ძალადაკარგულია- საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს კანონი №2937-სსმI,№26,05.09.2003წ., მუხ.195