„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016837
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №164

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის ,მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება -მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის9ნოემბრის№345დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე -20მუხლის მე -4პუნქტის შესაბამისად , „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის , მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება -მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის9ნოემბრის№345დადგენილებაში (სსმ , 2010წ., მუხ. 148 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის)დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად:“;

გ)პირველი და მე-2მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 1

შეიქმნას შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (ჰარმონიზაციის ცენტრი) .

მუხლი 2

დამტკიცდეს თანდართული შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის)დებულება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულება“;

ბ ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 1 . საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

1 . შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (ჰარმონიზაციის ცენტრი) (შემდგომში–საბჭო ) არის საქართველოს მთავრობასთან შექმნილი საბჭო , რომელიც სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას , განვითარებას , ფუნქციურ სრულყოფას და აღნიშნული საკითხების კოორდინაციას.

2 . საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

ა ) სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის განახლება;

ბ ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავება;

გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის შემუშავება, მისი შემდგომი განახლება და დახვეწა;

დ ) შიდა აუდიტის , ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შექმნა , მათი შემდგომი განახლება და დახვეწა;

ე ) შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებთან , სხვა სახელმწიფოთა სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის ორგანოებთან საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და კოორდინაცია;

ვ ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისათვის დაფინანსური მართვისა და   კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირებისათვის სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების პერიოდულად ჩატარება , მხარდაჭერა და მათი საქმიანობის კოორდინ ა ცია;

ზ ) შიდა აუდიტის სუბიექტისათვის ინსტრუქციების შემუშავება ,მათ შორის , შიდა აუდიტის სუბიექტში დასანიშნი მინიმალური საკადრო რესურსისა და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების , შიდა აუდიტორის ინტერესთა კონფლიქტის წესების , შიდა აუდიტის ხარისხის გარანტიისა და შიდა აუდიტის ანგარიშგების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ;

თ ) შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ,შიდა აუდიტის სტანდარტების , შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასება და მონიტორინგი;

ი ) შიდა აუდიტის სტრატეგიის , შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტის განხორციელების საკითხებზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება;

კ) სამდივნოს მიერ შედგენილი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის ყოველი წლის 30 აპრილამდე განხილვა;

ლ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება .“;

გ) მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოში იქმნება სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).“.

 მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს2012 წლის 15 მაისიდან .

პრემიერ -მინისტრი ნ .გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.04.2012.
როდის იქნა მიღებული „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №164. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.016837.
რამდენი მუხლისგან შედგება „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №164, 30.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016837 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1647769/