შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1 19 - ე მუხლზე
მუხლი 119. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების
მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
1. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით , ამ კოდექსის 111- ე მუხლით დადგენილი ამორტიზაციის ნორმის მიხედვით , 20 პროცენტის ოდენობით , ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად .
ანალიზი:
გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელ სამუშაოებზე გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითოს მისი ამორტიზებად აქტივად აღიარების და შესაბამისი ამორტიზაციის დარიცხვის გზით. ასეთი ხარჯი აღირიცხება ამორტიზებად აქტივთა ცალკე ჯგუფად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1 11 -ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ამორტიზაციის ნორმის მიხედვით გაიანგარიშება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი საამორტიზაციო ანარიცხები.
|
ფაქტობრივი გარემოება (მაგალითი №32): საწარმომ სასმელი წყლის მოსაპოვებლად მოსამზადებელ სამუშაოებზე საანგარიშო წელს გასწია 100 000 ლარის ხარჯი. |
შედეგი:
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას:
საწარმომ 100 000 ლარის ხარჯი უნდა აღრიცხოს ცალკე ჯგუფად და საანგარიშო წელს დაარიცხოს ამორტიზაცია 20 %-ის ოდენობით, ანუ ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოქვითოს 20 000 ლარი.
2. ეს მუხლი:
ა ) ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით;
ბ ) არ ვრცელდება იმ არამატერიალურ აქტივებზე, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია.
|
ფაქტობრივი გარემოება (მაგალითი №33) : საწარმომ საანგარიშო პერიოდში შეიძინა ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლება 5 წლის ვადით, 5000 ლარად. |
შედეგი:
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას:
აღნიშნული არამატერიალური აქტივების ხარჯების მიმართ სსკ-ის 111-ე მუხლით დადგენილი ამორტიზაციის ნორმა ვერ იქნება გამოყენებული იმიტომ, რომ განსაზღვრული არის რეალურად ამ არამატერიალური აქტივის გამოყენების ვადა. შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან ამ არამატერიალურ აქტივზე გაწეული ხარჯის გამოქვითვა უნდა მოხდეს საანგარიშო პერიოდების პროპორციულად, ანუ ყოველწლიურად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან 1000 ლარი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე“?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის განმარტებები „შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე“?
- „შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე“ მიღებულია 04.05.2012. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016079.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე“?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის განმარტებები „შემოსავლების სამსახურის განმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლზე“, 04.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016079 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1648154/