თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 03.05.2012
გამომცემი ორგანო თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 941 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Century Gothic"; panose-1:2 11 5 2 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} h3 {mso-style-link:"Heading 3 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Heading3Char {mso-style-name:"Heading 3 Char"; mso-style-link:"Heading 3"; font-family:"Cambria","serif"; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 42.5pt 7.1pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დადგენილება №23 2012 წლის 3 მაისი ქალაქი ბათუმი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო  მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „შ“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და საგზაო მოძრაობის რეგულირების წესი.     მუხლი 1🔗. წესის მიზანი წინამდებარე წესის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვასა და საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე თვითმმართველი ქ. ბათუმის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ა) საგზაო მოძრაობა – საავტომობილო გზაზე ადამიანისა და ტვირთის სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას არსებული ურთიერთობები; ბ) საავტომობილო გზა – ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია: ბ.ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგატარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი; ბ.ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის; ბ.გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში; ბ.დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ; ბ.ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი; გ) სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო  საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს; დ) საგზაო მოძრაობის დაგეგმვა – სამართლებრივ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დგინდება: დ.ა) საავტომობილო გზაზე ორმხრივი და ცალმხრივი მოძრაობა; დ.ბ) მთავარი და მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზები; დ.გ) საავტომობილო გზაზე მოძრაობის დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე; დ.დ) საქალაქო სამარშრუტო ხაზი, ასევე სამარშრუტო ხაზზე გაჩერების ადგილები, სამარშრუტო ხაზის საბოლოო დანიშნულების ადგილი;   დ.ე) საავტომობილო გზაზე მთლიანად ან ნაწილობრივ მოძრაობის აკრძალვა ან/და შეზღუდვა; დ.ვ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები; დ.ზ) საგზაო მოძრაობის წესები; ე) საგზაო მოძრაობის რეგულირება - სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გათვალისწინებით ან მის გარეშე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საავტომობილო გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების, ამკრძალავი ნიშნების, მიმთითებელი ნიშნების, საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების, სერვისის ნიშნების, დამატებითი ინფორმაციის ნიშნების (დაფების) განთავსებას (მონტაჟი), მათ დემონტაჟს, საგზაო მონიშვნას, ასევე ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად არ გულისხმობს საგზაო მოძრაობის დაგეგმვას.     მუხლი 3🔗. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე და რეგულირებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღნასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე იღებს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო. საგზაო მოძრაობის დაგეგმვასთან ერთად თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების საკითხი. 2. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს. 3. საგზაო მოძრაობის რეგულირებას ახორციელებს ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“ ქ. ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის შესაბამისად, ხოლო თუ საგზაო მოძრაობის რეგულირება არ ითვალისწინებს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელსაც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის დაგეგმვა, საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ საგზაო მოძრაობის რეგულირებით არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე. 5. საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გარეშე საგზაო მოძრაობის რეგულირებით შეიძლება განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომე ლიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისათვის საჭირო დროით. 6. საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი სახით. 7. საგზაო მოძრაობის რეგულირება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისე საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე უფლებამოსილი პირის ქმედებით.     მუხლი 4🔗. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე წესი ძალაში შესვლამდე საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების მიზნით განხორციელებული ქმედებები, ასევე ამავე მიზნით გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.  საკრებულოს  თავმჯდომარე        გ. კირთაძე