საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 17.02.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. XXX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან“.
2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2011 მუხლი:
„მუხლი 2011
1. საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.
2. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში შედის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ-სამი წევრი.
3. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.
4. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება 3 თვეში ერთხელ მაინც.“.
3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2714 მუხლი:
„მუხლი 2714
1. 2012 წლის 1 მაისიდან საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.
2. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს წევრთა დანიშვნა.
მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2012 წლის 26 აპრილი.
№6089-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.04.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6089-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016005.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.04.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6089-Iს, 26.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1649032/