განჩინება შპს „რუსთავლიფტი“-ს გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4561-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2012 წლის 4 მაისი              

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი შპს ,,რუსთავლიფტი’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 216364422)

 

წარმომადგენელი: მიხეილ ელიაძე (დირექტორი)

 

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება;

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2012 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,რუსთავლიფტის” დირექტორმა მიხეილ ელიაძემ და განმარტა, რომ შპს ,,რუსთავლიფტი’’ დაფუძნებელია საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ქ. რუსთავის სამმართველო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. შპს ,,რუსთავლიფტი’’ მმართველობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას. შპს ,,რუსთავლიფტი’’ გადამხდელად რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურ (საგადასახადო ინსპექცია) ცენტრში ს/კ 216364422. დამატებითი ღირებულების გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 1 ოქტომბრიდან და მასზე გაცემულია დღგ გადამხდელის სერტიფიკატი №077928. შპს ,,რუსთავლიფტს’’ სს ,,საქართველოს ბანკში’’ გახსნილი აქვს სალარო და სავალუტე ანგარიში, ,,ლიბერთი ბანკში’’ _ ლარის ანგარიში (ყველა ანგარიშზე ბალანსი განულებულია). შპს ,,რუსთავლიფტის’’ ქონებას წარმოადგენს:

1. ქ. რუსთავში მშვიდობის ქუჩა, მონტაჟმშენის მ/ტ დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის ღირებულებაც შეფასებელი ა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შეადგენს 23 133 ლარს.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალება ვაზ. 2102, სახ. ნომრით MAI 368, შეფასებულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შეადგენს 200 ლარს.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალება ფორდ ტრანზიტ 80, სახ. ნომრით ZQZ 127, შეფასებული დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ და შეადგენს 6 355 ლარს.

2010 წლის 26 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოიძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №092100740 საქმეზე, რა დროსაც შესწავლილ იქნა შპს ,,რუსთავლიფტში’’ სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხები 2006 წლიდან 2010 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,რუსთავლიფტს’’ დამატებით გადასახდელად უნდა დაეკისროს 99 756 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 47 742 ლარი, ჯარიმა 52 014 ლარი, კერძოდ: მოგების გადასახადი 38 433 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 29 384 ლარი, ჯარიმა 9 049 ლარი. შპს ,,რისთავლიფტის’’ დირექტორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ იქნა 100 000 ლარი.

შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური (საგადასახადო ინსპექცია) ცენტრის მიერ შპს ,,რუსთავლიფტს’’ ასევე განესაზღვრა ჯარიმებისა და საურავების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც დღეის მდგომარეობით საგადასახადო ინსპექციის შედარების აქტის მიხედვით შეადგენს 34 109 ლარს. ამ გარემოებებზე მითითებით დირექტორი მიხეილ ელიაძე ითხოვს შპს ,,რუსთავლიფტის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას.

2012 წლის 17 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (ხუთი) დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.

2012 წლის 30 აპრილს შპს ,,რუსთავლიფტის ’’ დირექტორის მიერ შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, მითითებულ იქნა კრედიტორთა წრე და დაზუსტებულ იქნა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც განმცხადებელმა მოითხოვა შპს ,,რუსთავლიფტის” გაკოტრება.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,რუსთავლიფტის” დირექტორის მიხეილ ელიაძის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,რუსთავლიფტის” დირექტორის მიხეილ ელიაძის განცხადება მიღებული იქნას სასამართლო წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა, მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო.

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადო) დარიცხვა/ გადახდა;

5. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

7. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

8. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 20 ივნისს 1100 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №29).

10. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” არა უგვიანეს 2012 წლის 18 მაისამდე , განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებ- გვერდზე www.tcc.gov.ge.

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

თ. ჭუნიაშვილი