თავი VII — 32. ადმინისტრაციული სამართალწარმოება უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით
1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან უცხოელის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი წარდგენიდან 48 საათის ვადაში გამოსცემს უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ ბრძანებას.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №874
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება