საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.05.2012
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/05/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,893 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.Footer1, li.Footer1, div.Footer1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.NormalWeb1, li.NormalWeb1, div.NormalWeb1 { margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.BalloonText1, li.BalloonText1, div.BalloonText1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.PlainText1, li.PlainText1, div.PlainText1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.Header1, li.Header1, div.Header1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.apple-style-span {} span.PageNumber1 {} span.HeaderChar {} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.9pt 56.9pt 56.9pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №18 2012   წლის  1  მაისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლი­სა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონის  მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია . 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშე ­ნებ ­ლო ლაბორატორიის თანდართული დებულება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბო ­რა ­ტო ­რიის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ სა­ქართველოს კანონისა და თანდართული დებუ­ლე­ბის შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბო ­რა ­ტო ­რიის თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 7 (შვიდი) ერთეულით. 5 . დადგენილება ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რეს­პუბ­ლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლი­ლებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან. მთავრობის თავმჯდომარე                                   ლ. ვარშალომიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ლაბო­რა­ტო­რია (შემდგომში – ლაბორატორია ) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქ­ ტუ­ რის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში. 2. ლაბორატორია არის სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ნაკეთობების, აგრეთ­ვე სხვადასხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების ხარისხის ლა­ბო­რატო­რიული კონტროლის დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ,,სა­ ჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებუ­ ლე­ ბის შესაბამისად. 3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ლაბორატორია ანგარიშ­ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­ რო­ ბისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და და­ კისრებული ფუნქციების შესასრულებლად ლაბორატორიას გააჩნია სპეციალური უფლე­ ბაუნარიანობა. ლაბორატორია უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმია­ ნობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით. 4. ლაბორატორია კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, სა­ კუ­ თარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში. 5. ლაბორატორია ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახა­ ზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. ლაბორატორიი ს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N90ა .     მუხლი 2🔗. ლაბორატორიის მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილება 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიი ს მიზნებია: ა) შენობა-ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობის, მონტაჟის, დემონტაჟისა და ექსპლუატაციისას ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების, საამშე­ნებ­ლო მასალებისა და ნაკეთობების ტექნიკური პარამეტრების გამოკვლევა, ანალიზის ჩატარება და ვარგისიანობის დადგენა;   ბ) შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების მშენებლობასა და მონტაჟის პერიოდში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებისა და ტექნი­კური პარამეტრების სერ ტიფიკატების მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზირებული სტაციონა რუ ლი მოწყო­ბი­ლობების, მობილური აპარატებისა და შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით ლაბო­რა­ტო­რიის ფუნქციებია ლაბორატორიული კვლევებისა და გამოცდების ორგანიზება, კერ­ძოდ: ა) მომეტებული საფრთხისა და საფრთხის შემცველი ობიექტების დიაგნოსტირება კონტროლის არამრღვევი და მრღვევი მეთოდებით; ბ) კონკრეტულ ობიექტზე, გამოყენებული საშენი მასალების (ბეტონი, არმატურა) სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა; გ) ცალკეული ობიექტებისთვის ბეტონის ოპტიმალური რეცეფტების შედგენა; დ) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე გამოყენებულ ბეტონებში წყალ­შეღ­წევადობის კოეფიციენტის განსაზღვრა; ე) საავტომობილი გზების ასფალტის და ასფალტბეტონის საფარის გეომეტრიული პარამეტრების დადგენა და მისი სიმტკიცის მახასიათებელის განსაზღვრა ურღვევი მეთო­დების გამოყენებით; ვ) ასფალტისა და ასფალტბეტონის ფიზიკა-მექანიკური თვისებების დადგენა კერნის ამოღებით და მისი ლაბორატორიაში შემდგომი გადამუშავებით; ზ) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების ექსპერტული გამოკვლევა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; თ) რკინაბეტონის კონსტრუქციების არმირების პარამეტრების და არმატურის კორო­ზი­ის ხარისხის დადგენა ურღვევი მეთოდების გამოყენებით; ი) ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებში აღმოჩენილი ბზარების პარა­მეტ­რების დადგენა და მათი გავლენის დადგენა კონსტრუქციის მდგრადობაზე; კ) მშენებარე და არსებულ ნაგებობებში ბეტონის სიმტკიცის განსაზღვრა კერნის ამო­ღე­ბით, მისი შემდგომი ლაბორატორიაში გამოცდით, და ასევე, ბეტონის ახლეჩის მეთო­დით; ლ ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით და­ კის­ რებული სხვა ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა. 3 . ლაბორატორია ს, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალი­ ზაციის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს: ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვით­ მმართველობის ორგანოებში სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ნაკეთობების ხარისხის კონტროლის, აგრეთვე სხვადასხვა სახის ტექნიკური, საინჟინრო დანადგარ-მოწ­ყო­ბილობების დიაგნოსტიკური ლაბორტორიული კონტროლის ღონისძიებათა განხორ­ ციელების თაობაზე; ბ) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებსა და მასა­ ლებ­ თან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ნაკე­თობების, აგრეთვე სხვადასხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური დანადგარ-მოწყობილობების ხარისხის ლაბორტორიული კონტროლის საკითხებს; გ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შე­ მუ­ შავება-განხილვაში; დ) მომსახურება გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმ­მართველობის ორგანოებს _ უსასყიდლოდ; ე ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სამთავრობო უწყე­ ბებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენ­ ლო­ ბით ქმნის სპეციალური კონტროლის ჯგუფს; ზ ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება­ მოსი­ ლე­ ბანი. 4 . ლაბორატორია თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. ლაბორატორია საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქ­ ციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგი­ ლობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან კოორდინირებული ურთიერთ­თანამშ­რომლობის საფუძველზე.     მუხლი 3🔗. ლაბორატორიის ხელმძღვანელობა 1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი , რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდ­ გინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2 . ლაბორატორიის უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძ­ ლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ლაბორატორიის უფროსის მიერ განსაზღვრული პირი .     მუხლი 4🔗. ლაბორატორიის უფროსის უფლებამოსილება 1. ლაბორატორიის უფროსი: ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგ­ ლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ლაბორატორიის საქ­ მიანობას, მოქმედებს ლაბორატორიის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში; ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ლაბორატორიის საქმია­ ნობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე, მათგან გამომდინარე, მთავ­ რობისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე; გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ლაბორატორიის საქმიანობის სწორად წარ­ მართვაზე, ლაბორატორიის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხაჯვასა და გამოყენებაზე; დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ლაბორატორიის ყველა თანამშრომლისათვის, ასევე ხელს აწერს ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის თანამშრომლებს; ვ) ანაწილებს ფუნქციებს ლაბორატორიის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშ­ რომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ლაბორატორიის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ლაბორატორიის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ლაბორატორიის თანამშ­ რომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; თ) უფლებამოსილია ლაბორატორიის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთახმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ლაბორატორიის საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ლაბორა­ტო­რიის ბალანსს; კ) ამტკიცებს ლაბორატორიის შინაგანაწესს და თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თანამშრომელთა კა­ ნო­ ნიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას; ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდ­ გენს ანგარიშს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ; მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ლაბორატორიის საქმიანობის სრულყოფის ღონის­ ძიე­ ბათა შესახებ; ნ) ლაბორატორიის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შექმნას სამუშაო ჯგუფები, მოიწ­ ვიოს სპეციალისტები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; ო) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ლაბორატორიის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.     მუხლი 5🔗. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი 1. ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო. 2. ლაბორატორიის სახელმწიფო კოტროლი მოიცავს ლაბორატორიის მიერ გან­ ხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ლაბორატორიის უფროსის არამართლ­ზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ლაბორატორიის უფროსს მოსთხოვოს კონტ­როლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. ლაბორატორიის უფროსი ვალდებულია წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში ლაბორატორიის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, ფინანსური სახსრების თაობაზე. 5. ლაბორატორიის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუ­ კი­ დებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.     მუხლი 6🔗. ლაბორატორიის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას ლაბორატორიამ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგ რე­ თ­ ვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.     მუხლი 7🔗. ლაბორატორიის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ლაბორატორიას აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას მოქმედი კანონმ­ დებ­ ლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან. 2. ლაბორატორიის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ლაბორატორიის ფუნქ­ ციონირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ლაბორატორიას აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონო­ მიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება. 3. ლაბორატორიის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში. 4. ლაბორატორიის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. ლაბორატორიის ფინანსები 1. ლაბორატორიის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავ­ ლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ლაბორატორიის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესა­ ბა­ მისი ნორმატიული აქტებითა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ლაბორატორიის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 9🔗. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ლაბორატორია ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარ­ მო­ ოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და და­ სამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 10🔗. ლაბორატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ლაბორატორიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმ­ დებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დად­ გენი­ ლე­ ბით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.