ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2012
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.115.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/05/2012
matsne.gov.ge 2,089 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2012 წლის 30 აპრილი დ. ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​1 მუხლის შესაბამისად,  1. შემოღებულ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი. 2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვას გასცემს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.  3. დამტკიცდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“ თანახმად დანართისა.  4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე           ვ. ქურასბედიანი დანართი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – ნებართვის გამცემი) მიერ აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონზე ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები. 6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას. 7. აუქციონზე გასატანი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის (შემდგომში – საკრებულოს თავმჯდომარე) გადაწყვეტილებით სააუქციონო კომისიის წინადადების საფუძველზე დაიყოს ლოტებად. 8. აუქციონის საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვროს: ა) დაბა ლენტეხის ტერიტორიაზე – 10 ლარი; ბ) „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასახელწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 7 ლარი; გ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ დასახლებებში (გარდა დაბა ლენტეხისა) – 5 ლარი; დ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეულ დასახლებათა შორის არეალებში – 2 ლარი. 9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.     მუხლი 2🔗. აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო 1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება საკრებულოს მიერ ნებართვის გამცემის ინიციატივით. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას განსაზღვრავს საკრებულო, მაგრამ არა უმეტეს 10 წლისა. 3. საკრებულოს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება. 4. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.     მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები გადაეცემა წარმომადგენელს ან შუამავალს, ნებართვის გამცემსა და წარმომადგენელს/შუამავალს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი; ბ) აუქციონის ჩატარების ვადა; გ) წარმომადგენლის ან შუამავლის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში; ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გაცემის შეხედულებისამებრ. 3. ინფორმაცია აუქციონის შესახებ ქვეყნდება გაზეთ „სვანეთში“ და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. 4. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის (ლოტების) აღწერას; დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას სააუციონო კომისიის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სახის დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 6. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია. 7. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.     მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათსა, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადებები არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება პირველსავე სამუშაო დღეს იმავე საათზე. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობის შესრულებაზე: ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირი შემთხვევაში); დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძენებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.     მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს. 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას, რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას. აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს ნებართვის მფლობელი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც ნებართვის გამცემი. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შდეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზნით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შსახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.     მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატერების წესი, სადაც შეიძლება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი 1. თუ არ მოხდა ზედიზედ 5-ჯერ აუქციონზე გამოტანილი ლოტის გაცემა ან აუქციონის პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი. 2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 5. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი ნებართვის გამცემის მიერ) და ბიჯს. 6. აუქციონზე ვაჭრობის დასწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 7. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყისი ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე. 8. იმ შემთხვევაში, თუ კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეულ იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს გამოცხადებულ ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა მანამ სანამ, რომელიმე არ დაასახებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს ნებართვის მფლობელი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც ნებართვის გამცემი. 10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 11. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.     მუხლი 7🔗. ოქმის გაფორმების წესი 1. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.     მუხლი 8🔗. ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობის დადგენა ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობას ადგენს საკრებულო.     მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე და 159​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. ამ პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით, ამტკიცებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. გარე რეკლამის გამავრცელებლები „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად ვალდებულნი არიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს, რომლებსაც ევალებათ რეკლამის შესახებ კანონმდებლობის კონტროლი, ამ უკანასკნელთა მოთხოვნით დროულად წარუდგინონ უტყუარი საბუთები, წერილობითი ახსნა-განმარტებები და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის.